17 აპრილს მსოფლიოს ნორმალურ ქვეყნებში მუსიკალური ჟურნალების დღეს აღნიშნავენ ადამიანები.  ყველაზე ლეგენდარული მუსიკოსები ლეგენდარულ ჩანაწერებს აკეთებენ სპეციალურად ამ დღისთვის, ხმის ჩამწერი სტუდიები საქველმოქმედო აქციებს აწყობენ  და ზოგადად, ადამიანებს წელიწადში ერთხელ უხარიათ, რომ არსებობს მუსიკალური ჟურნალები.

ჩვენ ქვეყანაში მარტო სიყვარულის და გლოვის დღეები აღინიშნება და კიდევ, ბევრნაირი ახალი წელი. მუსიკა ყველას უყვარს და ჟურნალი ყვითელი უნდა იყოს, ან ,,ცხელი შოკოლადი”.

გამომდინარე იქიდან, რომ   სპეციალურად დღევანდელი დღისთვის  ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებდი  ცოცხალი მუსიკალური ცხოვრებით  და ერთმანეთზე საინტერესო პერიოდული გამოცემებით, ვერც ლეგენდარულ მუსიკოსებს   გამოვიგონებდით ლეგენდარული ჩანაწერების გასაკეთებლად, გადავწყვიტე, სპეციალურად ამ დღისთვის  მუზამეზე იმ ადამიანებთან გამეკეთებინა ინტერვიუ, რომლებიც ყველაზე კომპეტენტურებად ითვლებიან მუსიკალურ ჟურნალებთან მიმართებაში.

ბუნებრივია, ინტერვიუები ნელ-ნელა დაიდება და ამასობაში კარგი იქნება თუ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიგებს და დაიმახსოვრებს, რომ  არსებობს მუსიკალური ჟურნალების დღე და  ჩვენ,  მუზამე :)

მოკლედ, ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე, რომელიც  ჟურნალ “ოზონის” რედაქტორი იყო  რამდენიმე თვის განმავლობაში.

“მუზამე”: ოზონი იყო პირველი ქართული ჟურნალი, რომელიც მხოლოდ მუსიკაზე იყო, რომლის გამოსვლასაც ბევრი ადამიანი ელოდებოდა, და რომელზეც ერთი შეხედვით მკითხველის დაკვეთა იყო. მაგრამ ჟურნალი სულ რამდენიმე თვეში დაიხურა.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართულ სივრცეში მუსიკალური ჟურნალი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს.

ნ.ნ. შეკითხვაში რამდენიმე შესწორებას შევიტან. ოზონი პირველი მუსიკალური ჟურნალი არ ყოფილა, მანამდე იყო რამდენიმე მცდელობა, თუმცა პირველი პრიალა ჟურნალი იყო მუსიკაზე და მგონია, რომ ყველაზე კარგი. ჟურნალი რამდენიმე თვეში არ დახურულა, ჩემი რედაქტორობით, თუ სწორად მახსოვს, 5 თვე გამოდიოდა და მერე კიდევ კარგა ერთი წელი. მუსიკალური ჟურნალის გამოშვება სხვა ჟურნალებისგან პრინციპულად არ განსხვავდება – საინტერესო უნდა იყოს, რეკლამა იშოვო და რამდენიმე ათასი ცალი გაყიდო.

არსებობს თუ არა მუსიკალური გამოცემა, რომლითაც ნიკო ნერგაძე ინტერესდება, რომლის აზრიც აინტერესებს თუნდაც რაიმე ახალი ალბომის შეფასებისას, და რომლის ანალოგსაც სიამოვნებით გააკეთებდი.

მუსიკალურ ჟურნალებს ახლა ნაკლებად ვკითხულობ, უფრო ინტერნეტში. თავის დროზე Q მიყვარდა განსაკუთრებით, კიდევ უფრო ადრე Rolling Stone-ს ვკითხულობდი, ვიდრე სულ არ დაკარგავდა სახეს (მეოცე საუკუნე იყო ჯერ კიდევ. 21-ში თითქმის აღარ იკითხება). საიტებიდან სიახლეებს ან pitchfork-ზე ვნახულობ, თუმცა კი უკიდურესად სნობური საიტია, მაგრამ animal collective-ზე გადარევას თუ მოვაშორებთ ბევრი კარგი ჯგუფის შესახებ ვიგებ. და კიდევ metacritic-ზე ვუყურებ ხოლმე ვინ რა როგორ შეაფასა.

როგორ ფიქრობ, რა არის დღევანდელი ქართული მუსიკალური ინდუსტრიის კრიზისული მდგომარეობის მთავარი მიზეზი?

ძალიან გამიჭირდება ერთი მიზეზის გამოყოფა. მიზეზების მთელი თაიგულია და ყველა ალბათ არც ვიცი. ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, საინტერესო მუსიკალური სცენის არარსებობაა. ანუ რაღაცნაირი სივცრის, სადაც ტიპები შეიკრიბებიან და ერთმანეთს შთააგონებენ და ასე შემდეგ. ცარიელ ადგილას რთულია რამის გაკეთებია. კიდევ, რა თქმა უნდა ის, რომ დისკებს მსოფლიოში აღარავინ ყიდულობს, აქ ისედაც არავინ ყიდულობდა და ფულის შოვნა მუსიკოსობით რთულია

მე და ალბათ სხვებსაც ახსოვს შენი “აღმოჩენები”: “შუშის პეპელა”, ვიკი ქრისტესაშვილი, პლანის კლანი…
რეალურად, იქმნება დღეს საქართველოში მუსიკა, რომელსაც ღირებულად მიიჩნევ?

კაი ერთი წელია საინტერესო არარაფერი მომისმენია. ისე, ღირებული არ ვიცი, მაგრამ მომწონს თუ არა იმით ვარკვევ, რამდენად პლეიერში ვწერ ხოლმე მუსიკას. ამ კრიტერიუმით, ჩემი ნებით ვუსმენ ხოლმე 33ა-ს, აუტსაიდერს და მაჩაიძის რამდენიმეს (ზოგი ერასტისაა, ზოგი ნიკაკოის). კიდევ, რა თქმა უნდა, “შუშის პეპლის” ახალ ალბომს. სამწუხაროა, რომ ჯგუფი დაიშალა… ;)

როგორ შეაფასებდი დღეს “ოზონს”. რაა მიზეზი იმისა, რომ დღემდე წერენ ჟურნალის სპეიზზე, აღადგინეთ ჟურნალიო და რა შეცდომები გქონდათ, რასაც ახლა რომ აკეთებდე,აღარ დაუშვებდი.

დღემდე იმიტომ წერენ სპეისზე რომ კარგი ჟურნალი იყო. ჩემი რედაქტორობის დროს შეცდომები ბევრი მქონდა, ძირითადად იმით გამოწვეული რომ რედაქტორობას არ ვიყავი მიჩვეული და შიდა მენეჯმენტი მიჭირდა. დღეს ეგ მეტ-ნაკლებად ვისწავლე, პლეიბოიში… სერგის დროს რა პრობლემები იყო არ ვიცი.

როგორც ამ სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი და გამოცდილი ჟურნალისტი, რა რჩევებს მისცემდი “მუზამეს”?

მადლობა კომპლიმენტისთვის. ასე, ზოგადად, რჩევების მიცემა გამიჭირდება. ცოტა ენას კი გავალაითებდი თვენს ადგილას რომ ვიყო :)

პ.ს.  ხოო, მუზამესთვის კეთილი და მეგობრული რჩევების მიცემა მარტო ნიკოს არა,  ყველას შეგიძლიათ.

კომენტარები

  • თოკო

    axlac maxsovs rogor velodebodi xolme ozonis gamosvlas… jer marto rogori suni qonda.. :D ramdenime tveshi ertxel gadmovigeb xolme da vsunav dzaglivit.. :D magrad menatreba.. :D nikos redaqtorobit mxolod 4 nomeri gamovida da sergiti ki, 20mde… ase rom jobda azri sergistvisac gekitxat.. :) saintereso iqneboda..

    P.S. ise ragac koncerti ro gaaketot MUZAMEs saxelit kai iqneba… tqvenzec gaigebs xalxi da erti kai sagamoc sheemateba mexsierebas..

  • თოკო
    სერგისთან ინტერვიუ შემდეგი იქნება ;)

    და კიდე ფესტივალის მსგავსი კონცერტის გაკეთებაც გვინდა ზაფხულში, მაგრამ რამდენად მოვაბამთ თავს, ეგ უკვე არ ვიცი. აი, სერგის ინტერვიუს კი გპირდები :)

  • თოკო

    მაგ საქმმაგ საქმე თუ გააკეთებ ძაან გამიხარდება.. იქნებ ოზონის გაქრობის მიზეზი კითხო … :) ) ფინანსები იქნება ვიცი მაგრამ მაინც საინტერესოა მისგან მოსმენა ამის.. :) ) :D

  • ოკ,ვეტყვი, თოკოს აინტერესებდა-თქო :)

    ფინანსები იყო ხო, კი არადა, რეკლამები არ იდებოდა სავარაუდოდ საკმარისი.
    ხო ვხედავთ, მაგ რეკლამების არ ჩადების გამო თვით ,,ცხელი შოკოლადი” როგორ გათხელდა და გასაცოდავდა და ნუ მარტო მუსიკალური ჟურნალი რო გაქაჩო, კიდევ უფრო ძნელია :(

  • თოკო

    :) ) ოზონში რეკლამის განთავსებას არ ჯობს თბილისელებში განათავსო ? :) ) 100.000 ადამიანი ნახავს.. :) ) მეტი თუ არა. .:))

    ხო კიდე რა მაინტერესებდა… “ელექტრონავტები” ხო გადაიღეს ფილმი და ყურება მინდა ძალიან და იქნებ კითხო სად შეიძლება შეძენა ან ნახვა ნეტში..

    • ნიკა გელდიაშვილი

      “ელექტრონავტები”-ს ჩვენების უფლება რამდენადაც ვიცი მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს :(

  • ჩემ ბედკრულ ტელევიზიაზე იქნება ორშაბათს ოღონდ სიუჟეტი :)

    და აქ დავდებ კიდე ჩემ ფოტოებს და ამბებს, ხოოდა, მეტი არ ვიცი

  • h

    ‘იმედმა’ გადაიღო და ორ კვირაში იქნებაო იმედზე სატელევიზიო ვერსია :

  • გიორგი მამადაშვილი

    თოკო ფილმზე იძახის სერგიმ გადაიღო 1-2 წლის :) და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაატყვევა როგორც ჩანს :(

  • tok oo

    nanaxi gaqvt vinmes ? kai pontia ? :) ) sheidzleba davitrio. :)

  • tok oo
    ki, nanaxi gvaqvs, kaia da vimeozea atvirtuli, skolko ja znaiu ;)

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.