12 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ “იავნანას” ეგიდით ნინო ქათამაძისა და ნიკო გომელაურის საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა. კონცერტის ფორმატი ერთგვარად სიახლე იყო, თუმცა მუსიკისა და პოეზიის სინთეზი სასიამოვნო და წარმატებული ექსპერიმენტი აღმოჩნდა.
ნინო ის მომღერალია, რომელიც ან ძალიან უყვართ, ან საერთოდ არ უსმენენ. ფილარმონიაში ბუნებრივია ის ადამიანები იყვნენ მოსულები, ვისაც მისი სიმღერები ძალიან უყვარს. მათ, ვისაც ნინო ძალიან უყვარს, უთხრა, რომ მოენატრა ქართველი მსმენელი.თხოვა მასთან ერთად ემღერათ,და უთხრა რომ გაცილებით კარგია,
როცა შეგიძლია საყვარელ მომღერალს აყვე, ვიდრე სუფრაზე კახური ანეგდოტები მოყვე.
მერე დარბაზში ჩამოვიდა, უფრო ახლოდან იმღერა და უფრო გულიანად იღიმა და სცენაზე დაბრუნებამდე თქვა, რომ ყველაზე კარგი ქართული სიტყვები მადლობა და მართლაა.
ძალიან ბევრი მადლობა გადაუხადა კონცერტის ორგანიზატორებს და ნიკო გომელაურს.ნიკო აქ არის, ნიკო მალე გამოჯანმრთელდება, ნიკო გვიყვარს, ნიკოს ლექსებს დღეს ჩვენ წავიკითხავთო.
არადა, მთელი კონცერტის განმავლობაში მეგონა, რომ ნიკო ახლადგარდაცვლილი იყო. 12 აპრილს არა და ახლა ზუსტად ახლადგარდაცვლილია.
ნიკოს ლექსებს მისი მეგობრები კითხულობდნენ.
კონცერტში მონაწილეობდნენ ნიკა მემანიშვილი, მიშა მდინარაძე და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
აქცია-კონცერტიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახების დასახმარებლად იყო გამიზნული.
12 აპრილს ფონდ ,,იავნანას’’ დახმარებით სამმა მრავალშვილიანმა ოჯახმა მიიღო სახლის გასაღები.
რაც შეეხება სიახლეებს ნინოსგან, მაისში ლონდონური კონცერტები უკვე დაგეგმილია, ფიქრობს ამერიკაზეც.
ასევე მუშაობს ახალ ალბომზე, რომელიც წინა ალბომის მსგავსად ერთ-ერთი ფერის, კერძოდ წითელი იქნება. გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.



