სალომე კორკოტაშვილი, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა ქონდა, მსმენელს და აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, ბევრი გეგმები აქვს და მის კონცერტებს პაუზის შემდეგაც იმდენივე ხალხი ესწრება, რამდენიც თავიდან, გამოჩენისას.
ორი დღის წინ მაგთი კლუბში ქონდა კონცერტი, დღეს კი კლუბ 33ა-ს ამფითეატრში.
მუზამეს ექსკლუზიური ინტერვიუ და ფოტორეპორტაჟი ამფიტეატრში გამართული კონცერტიდან:
სად იყო სალომე ბოლო პერიოდში?
სალომე ფეხმძიმედ იყო, ბაშვი გააჩინა, ახლა ისევ ფორმაში ჩადგა და აქტიურ მოღვაწეობას გეგმავს. გპირდებით, ყველა ტელევიზიაში და ყველა კონცერტზე მე ვიქნები.
როგორ გამოიყურება შენი უახლოესი გეგმები?
ვაპირებ კლიპის გადაღებას სიმღერაზე ,,სუპერსტარ”, რომელიც ჩემ მშობლებს ეძღვნებათ.
სუპერსტარის მუსიკა და ტექსტი შენია?
კი
შენი აზრით რა არის იმის მიზეზი, რომ ქართველი შემსულებლების უმეტესობა ქავერების შესრულების იქით არ მიდის. თუნდაც იგივე ნიუქამერების და სთარების კონცერზე ფილარმონიაში, სადაც შენ იყავი, ისევ სხვისი ძველი სიმღერები გადაიმღერეთ.
მიზეზი მარტივია. უბრალოდ ეზარებათ.
გყავს თუ არა ვინმე ისეთი ქართველი მუსიკოსი, რომელზეც იტყოდი, რომ შენი ფავორიტია?
არა, ფავორიტები და მისაბაძი მუსიკოსები არ მყავს, ნიჭიერ ადამიანებს ვაფასებ. ვინც ნიჭიერია და კარგ მუსიკას აკეთებს, ყველა მიყვარს. უბრალოდ ფანი არ ვარ არავისი. ვთვლი რომ ფანობა ავადმყოფობასავითაა და მე არ მჭირდება.
ანუ არც მსოფლიოს მასშტაბით გყავს ვინმე იდეალი?
არა, არა.
სალომე სამომავლოდ იმაზე მეტს გეგმავს, ვიდრე კლიპის გადაღება და თბილისური კონცერტებია, თუმცა
საზღვარგარეთულ გეგმებზე ჯერ-ჯერობით ლაპარაკი არ უნდა. ერთადერთი, რასაც ამბობს, ისაა, რომ მიზნის მისაღწევად არაფერს დაიშურებს.
მე სულ მგონია, რომ სალომეს მთავარი მიღწეული აქვს: სცენაზე არასოდეს არ ისვენებს, მსმენელთან მუდმივი კონტაქტი აქვს, ისეთ ტექსტებს და მუსიკას წერს, რასაც ყველა იმახსოვრებს და იყვარებს და პაუზის შემდეგ მის კონცერტებზე იმდენივე ხალხი დადის, რამდენიც, თავიდან დადიოდა. და კიდეც, იცის, რომ ეს ყველაფერი არ არის.




hom
ar vicodi shvilis ambebi da ki mikvirda , sadaatqo netav
misabazebi ki aucilebelia da didi shemsruleblebic ar uaryofen xolme cnobili musikosebis gavlenebs mat shemoqmedebaze, hoda ai rom ar hyavs eg cota araadekvaturia, an ar ambobs da es poza unda
anyway warmatebebi salomes
უი როგორ შეცვლილა ვიზუალურად . მიყვარს სალომეს სიმღერები კარგი ხმა აქვს და გამორჩეული მომღერალია ქართულ სივრცეში რომ მცოდნოდა მეც წავიდოდი ამ კონცერტზე
you will have an amazing weblog right here! would you prefer to make some invite posts on my weblog?