როდესაც შარშან, თებერვალში ჯ.art.ის იდეა გამიჩნდა ყველაფერი თითქოს ძალიან ადვილი იყო – მიდიხარ ჯგუფთან, უყენებ მიკროფონს, რთავ კამერას და დანარჩენი თავისით ხდება – მუსიკოსები გიყვებიან, რომ საქართველოში საზოგადოება პოლიტიზირებულია, მუსიკა არავის ჭირდება, სარეპეტიციოები არ გვაქვს, ინსტრუმენტები არ გვაქვს და საერთოდაც მაგრები ვართ ამდენს, რომ ვახერხებთ, მაგრამ, როდესაც ცოტა უფრო მეტად დავფიქრდით და სიტუაციას სხვადასხვა კუთხიდან შევხედეთ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა.
სულხან-საბაში ჯ.art.ი ესეა განმართებული: „ჯ.art.ი არის პროექტი ქართული ალტერნატიული მუსიკის შესახებ და ქართული ალტერნატიული მუსიკისათვის.“ განმარტება მოკლეა, და მრავლისმთქმელი, უფრო კონკრეტულად კი ჯ.art.ი არის პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ ბასკი ასათიანი და მე (სანდრო გვარჯალაძე), პროექტი ეს ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის Theodor-Heuss-Kolleg-ის ფარგლებში, მისია და მიზანი ამ პროექტის არის თანამედროვე ქართული ალტერნატიული მუსიკის მხარდაჭერა და წარდგენა საზოგადოებისთვის. ანუ ერთგვარი awareness უნდა გაზარდოს ამ პროექტმა ქართული მუსიკისადმი, აქ თბილისში და იქ – ინტერნეტში. პროექტი დაიყო სამ ნაწილად – ცენტრალური ნაწილია დოკუმენტური ფილმი ქართული ახალგაზრდა ალტერნატივის შესახებ – „ჯ.art.ი“ და მისი ორი მხარდამჭერი ნაწილია რადიოგადაცემა და ქუჩის კონცერტი (Street Jam).
იდეა საყვარელია და სიმპათიური, ვერაფერს იტყვი. იდეის შემდეგ უკვე გიწევს ღრმად ჩაიხედო მასში – ანუ რა არის ალტერნატიული მუსიკა დღეს, რას ნიშნავს awareness უნდა გაზარდოს და საერთოდ რა უჭირთ ამ თბილისელ მუსიკოსებს ესეთი?
ალტერნატიული მუსიკა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, ჯ.art.ისთვის, მოიცავს ყველაფერს რაც ახალი, ექსპერიმენტალური და შეძლების და გვარად არამეინსტრიმულია დღეს საქართველოში. რა არის მეინსტრიმული ეს უკვე სხვა საკითხია, საკმაოდ რთული როგორც თბილისისთვის ისე მთლი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით თბილისისთვის. ანუ მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბთ ჯ.art.ისთვის საინტერესო ალტერნატივა მოიცავს ახალგაზრდა ჯგუფებს, დიჯეებს, მუსიკოსებს, რომლებიც ჯერ მეტ-ნაკლებად სარდაფში არიან და მეტ-ნაკლებად უცნობები არიან.
Awareness-ის გაზრდა ნიშნავს ინტერესის გაზრდას საზოგადოებაში, და მიუხედავად იმისა, რომ „ჯ.art.ი“ ზღვაში წევთი იქნება, ის მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების „ზღვა“ ჭიქას ვერ გაავსებს და ყოველი წვეთი იქ დათვლილია.
და მივადექით იმ ყველაზე საინტერესო შეკითხვას, რომელმაც მაიძულა ეს სტატია გამეკეთბინა – რა უჭირთ დღეს ქართველ მუსიკოსებს საერთოდ?
დამწყები მუსიკოსი, რომელიც როკენროლს უკრავს (ან ელექტრონიკას, ესეც უკვე როკენროლია ამ ციფრული თაობის აბა რა არი) იწყებს აბსოლიუტური ნოლიდან. თუ დრამერია ქვაბზე უკრავს და თუ გიტარისტია ფანდურზე. ბებია არ წაგიყვანს მუსიკალურში იმისთვის, რომ ჯონი როტენი გახდე, შენ თვითონ უნდა მოკლა ბებია მოპარო პენსია და იყიდო Gretsch-ის გიტარა[i]. იმის შემდეგ რაც გიტარას იყიდით , მასზე დაკვრას სწავლობთ და ასე შემდეგ სანამ პირველ კონცერტამდე არ მივა საქმე, სადაც ძაან ბანძათ დაუკრავთ, რადგან პირველია. რამოდენიმე გამოცვლილი დრამერის და ბანძი კონცერტის შემდეგ უკვე დგება საკითხი საით უნდა წავიდეს მუსიკოსი – გააგრძელოს დაკვრა თუ დაბრუნდეს ნეიროქირურგიაში. თუ მუსიკამ გადასწონა იცოდეთ, რომ სირთულეები არასოდეს დამთავრდება.
იმისითვის ვინც როკენროლის დაკვრას იწყებს სარდაფში სირთულეები გრძელდება დიდხანს და ერთი მეორეზე უარესი ხდება. თავიდანვე გასაგებია, რომ მუსიკოსი დგას მარტო მთელი სამყაროს წინააღმდეგ და მან მარტომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ის რაც უნდა გააკეთოს – ისწავლოს დაკვრა, დაწეროს სიმღერა, დაუკრას სიმღერა, დაუკრას სიმღერა უფრო კარგად, გამოსცეს სიმღერა.
თითქოს გასაგებია.
საქართველოში დღეს მუსიკალური ინდუსტრია უბრალოდ არ არსებობს. კოსმოსში იკარგებიან ჯგუფები, რომლებიც ალბომის გამოცემას ახერხებენ, და იმავე კოსმოსში იკარგებიან პოპ შემსრულებლები, რომლებსაც ან ტელევიზია ქმნის ან რომელიმე ბიზნესმენი. ერთნიც და მეორენიც მას შემდეგ მიდიან კოსმოსში რაც მატერიალურ ხელშეწყობას კარგავენ, არადა კონცერტებზე ხალხი თითქოს დადიოდა და ალბომებიც თითქოს გაიყიდა (პაპარაცი აიღეთ ბატონო, ლექსო გაიხსენეთ, „ჯეოსტარის“ ვარსკვლავები რატომ აღარ ჩანან მას შემდეგ რაც „გასტარდებიან“), მაგრამ ხელშეწყობა მაინც ჭირდებათ იმისთვის, რომ იარესებონ (?). ანუ პატარა გამონათებები არსებობს, მაგრამ ყველაფერს ისევ სიცარიელე შთანთქავს და რეალურად ინდუსტრია არ იქმნება – რატომ გეკითხებით მე თქვენ რატომ?
მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია უბრალოდ ვერ დაეტევა, არასოდეს იქნება იმდენი მსმენელი, რომ ალბომების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალით კარგი სტუდიის გაკეთება და კარგი ალბმების ჩაწერა შეძლოს მუსიკოსმა, ეს პირველი მიზეზია და კი, კარგი მიზეზია, მაგრამ…
მახსოვს წლების წინ, „იმედის“ ეთერში იყო ესეთი გადაცემა „რე-აქცია“. სიუჟეტი დაახლოებით ასეთი იყო – მოჰყავდათ სტუმრების ორი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ და აჩხუბებდნენ პირველ სისხლამდე. როცა სისხლი გამოჩნდებოდა ინგა გრიგოლია მატერიალიზდებოდა სტუმრებს შორის და იწყებდა მათ გაშველებას. მომდევნო გადაცემაში ყველაფერი მეორედებოდა, უბრალოდ სტუმრების სხვა ჯგუფებს არჩევდნენ. სიუჟეტი მარტივია, მაგრამ ბრძოლა წესების გარეშე ყოველთვის ყველაზე რეიტინგული სანახაობა იყო ხოლმე, შესაბამისად გადაცემასაც ყველა უყურებდა. მოკლედ, ერთხელ „რე-აქციაში“ სტუმრად ჰყავდათ ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც დიდხანს და თავდადებით ამტკიცებდა, რომ ქართველ მუსიკოსებს და ხელოვანებს ზოგადად, ხელისულება უნდა დაეხმაროს მატერიალურად, უნდა დაგეგმოს კონცერტები თურმე, უნდა დაპატიჟოს მუსიკოსები, მიუერთოს გიტარები და უთხრას დაუკარით ოქროებოო.
რატომ? რატომ უნდა დაეხმაროს მუსიკოსს ვინმე და მით უმეტეს ხელისუფლება? ჯერ ერთი ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს და მეორე – ეს წუწუნი არასოდეს უნდა დამთავრდეს? ზეციური მადლის და ოქროსკბილებიანი კეთილი ბიძის მოლოდინი, რომელიც ყველაფერს გაგიკეთბთ არ უნდა დამთავრდეს? თუ მუსიკოსი დამოუკიდებელია, თუ ის ქმნის რაღაცას ახალს და აქვს თავისი მიზანი, როგორიც არ უნდა იყოს ეს მიზანი, რატომ უნდა ელოდოს ფერიას, რომელიც 12 საათამდე ვირთხებს ცხენებად გადააქცევს, როცა შეუძლია თვითონ მიაღწიოს ყველაფერს.
იმ „რე-აქციის“ შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დამოკიდებულება ხშირად იგივეა. ჩვენ ველით მესიას, რომელიც დაგვეხმარება, რომელიც აგვიშენებს სცენებს, რომელიც გვაჩუქებს ინსტრუმენტებს, ჩაგვიწერს ალბომებს, დაგიკერავს იმ წითელთმიან გოგს ერთი წელია დალაპარაკებას, რომ ვერ უბედავ. და მაშინ როცა მოვა მესია, მოვა ყველაფერი.
მესიების თეორია არ ამართლებს და ამის მაგალითებიც ბევრი გვაქვს. ის ვინც из грязи в князи ხვდება ჯერ ერთი წარმატებას ვერ აფასებს და მეორე – არ იცის როგორ იმუშაოს.
პროფესიონალური გარემო მუსიკოსისთვის, რომ არ არსებობს ფაქტია. არც ხმის რეჟისორები არიან და არც აპარატურა არის ნორმალური. საერთოდ მთელი მუსიკალური ინდუსტრია ნოლზეა და კლუბებიც არ არსებობს სადაც (როკ) მუსიკოსს შეუძლია დაუკრას (სულ ერთი ცალია), მაგრამ ვინ უნდა შექმას გარემო არ ვიცი. ალბათ მორფიუსმა ან გენდოლფმა. თუ საქმე გაჭირდა საურონს და დართ ვეიდერსაც შეგვიძლია მივმართოთ, არც ეგაა პრობლემა.
კარგია ყველაფერი რაც კეთდება, დაწყებული „ჯეოსტარით“ დამთავრებული „ოზონით“, „ელექტრონავტითა“ და “Tbilisi Open Air“-ით, მაგრამ თუ რეალურად ჯგუფების წარმატებულობაზე ან ინდუსტრიის დაძვრაზეა საუბარი ეს დიდი კონცერტები, ფესტივალები, პროექტები ისეთივე პატარა წვეთია ზღვაში როგორც „ჯ.art.ი“. ლოლიტების წარმატება ან Starpost-ის შექმნა რეალურად უფრო დიდი ნაბიჯია ვიდრე ეს ფესტივალები, კონცერტები და ეს სტატია.
ის ჩვენი ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც დილიდან დაღამებამდე გიტარაზე უკრავდა მარტოა მთელი სამყაროს წინააღმდეგ და თბილისში ის მარტოა უსასრულოდ ბევრი პრობლემის წინაშე. საკონცერტო სცენებით დაწყებული ხმის რეჟისორებით დამთავრებული არაფერი დახვდება მუსიკოსს და ყოველი კონცერტი წამება იქნება. მაგრამ გადარჩენის ძებნა სადღაც გარეთ შეუძლებელია, არ უნდა ელოდოს არავინ, რომ ვიღაც – ქვეყნის პრეზიდენტი, ან კეთილი ელფები გადაარჩენს მას. დაფასდება და წინ წავა მხოლოდ ის ვინც აკეთბს თავის მუსიკას და აკეთბს მას კარგად, ყველაზე კარგად. აქ მხოლოდ დაკვრის ტექნიკურ სრულყოფილება საკმარისი არ არის, ჯგუფი, მუსიკოსი ყველანაირად უნდა ცდილობდეს მსმენელამდე თავისი მუსიკა ბოლომდე დახვეწილი და მაქსიმალურად ზუსტი მიიტანოს. მესიის და გადარჩენის ლოდინი კარგს არაფერს მოიტანს.
მოკლედ: спасение утопающих дело рук самих утопающих.
გააკეთე მუსიკა, გააკეთე მუსიკა კარგად, დაუთმე მთელი შენი დრო მუსიკის დახვეწას და მიიტანე მსმენელამდე ნებისმიერი საშუალებით, რომელიც გაქვს და არ გაქვს. დღევანდელ სამყაროში მსმენელის პოვნა შეიძლება ყველგან, საქართველოთი სცენა არ მთავრდება, მთავარია ყველაფერი იყოს მსმენელამდე ეფექტურად მიტანილი. შენ თვითონ უნდა იპოვო ფული გიტარის საყიდლად და იპოვო მეგობარი საზღვარგარეთ, რომელიც კონცერტს ჩაგატარებინებს.
მუსიკოსებისთვის სირთულეების შემქმნელი ობიექტური მიზეზები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს, როგორც ყველა სირთულისთვის საქართველოში. მიზეზები მხოლოდ სუბიექტურია და სიტუაცია არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარის ყურადღებას არავინ უთმობს მუსიკას, არ არის ენერგია, ინტერესი და dedication საქმისათვის.
ეს ენერგია იშვიათად თუ ჩნდება ქართველ მუსიკოსებს შორის და იშვიათად ახერხებს ვინმე იცხოვროს თავისი მუსიკით და შესაბამისად გვაქვს დღეს ის რაც გვაქვს – ჯ.art.ი, მუსიკა, ხელოვნება, რომელიც არსებობს, პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ვერსად ვითარდება.
ბოლოს მინდა დიდი მდლობა გადავუხადო ჯ.art.ის ინტერვიუებისთვის სერგი გვარჯალაძეს, Me And My Monkey-s, ვახო ბაბუნაშვილს. ამ inspiring ინერვიუების გარეშე ამ სტატიას ვერ გავაკეთებდი
[i] აქ უტრირებას აქვს ადგილი, ბებიის მოკვლა სრულიად დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით და რეალურ ცხოვრებაში ეს არ უნდა გააკეთოთ. არც აქვს ბებიის მოკვლას აზრი, რადგან მისი პენსიით Gretsch-ს კი არა კარგ სიმებს ვერ იყიდით.



კარგად არის ჩამოყალიბებული
იმედია ბევრი ნახავს და დაფიქრდება თუ სად არის პრობლემა
მართალი ხარ … მაგრამ ცოტა ფულით, იმ ერთ ძალიან მონდომებულ და მშრომელ არტისტს, კიდევ რამდენიმე შეემატებოდა .. უბრალოდ ყველას ერთნაირი ენთუზიაზმი არ აქ …
ფულს არავინ აჩუქებს, აქ ფული არ არის საჭირო, საჭიროა ის, რომ იყოს სცენები, კლუბები, პროფესიონალური გარემო, მხარდაჭერა. მხარდაჭერა ვართ ჩვენ – მუზამე და ხალხი ვინც სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. პროფესიონალური გარემო იქმნება, დღეს ჩანს ხალხი ვინც საქმეს უფრო გააზრებულად უდგება და თვითონ მუსიკოსებმა უნდა შეუქმნან საკუთარ თავს მსგავსი გარემო. თუ ზვუკავიკი არ გყავს შენ ისწავლე საუნდენჯინირინგი. რთულია, ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ სხვა რეალური გზა არ არსებობს
ცოპირაით სერგი დაგავიწყდა ბოლოზე
:D
keep it real dude
მუსიკა რომ განვითარდეს ნიადაგია საჭირო
და კიდევ პოლიტიკური ამინდი… ყველა დიდ მუსიკალურ მოძრაობას პოლიტიკური საფუძველი ქონდა და ნუ მომაყვანინებ ეხლა მაგალითებს 
აკეთე “კონცერტები” და იყავი, აკეთე მუსიკა ხარისხიანი და რა? მე მოვუსმენ, შენ და ულა? და დანარჩენი ნაროდი ისევ “მარშუტკაში” Elbow-ს “Grounds For Divorce” მოუსმენს ჩერეზ მობილური =) ეგრე მარტივადაც არ არის ყველაფერი. დაგვაცადე გავიღვიძოთ ჯერ, მაგრამ გვაჯანჯღარე თორე მეორე უფსკრული შორს კი არ არის?
:ы
მერე მეც მაგას ვამბობ, ბაზარი პატარაა მეთქი. მე ერის გემოვნების გადარჩენა კი არ მინდა, მე თვითონ ბენდებზე ვამბობ, თავს უნდა უშველონ, თორე ვინ რას მოუსმენს ეგ სხვა საკითხია.გააკეთონ კარგი სიმღერები, გაყიდონ აითუნსით, დაუკრან ფესტივალზე ნორვეგიაში და ა.შ.
კარგად გაკეთებულ სიმღერას მეტი მსმენელი ეყოლება ყოველთვის ვიდრე შენ ულა და მე.
„ჯ.art.ი“ კარგი იდეეა, ადეკვატური სახელით და ყოვლად საჭირო ფუნქციით, მაგრამ ბოლო პერიოდში, რაც ქართულ ჯგუფებთან აქტიური შეხება მაქვს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, მივხვდი, რომ თვითონ მუსიკოსებმაც არ იციან კარგად რა უნდათ, ანუ, ბედნიერდებიან იმითი, რომ სადღაც სტუდენტურ ფესტივალებზე ცარიელ დარბაზში ერთმანეთისთვის დაუკრეს, რომ ნიუქამერებზე ქავერები შეასრულეს და სცენა დიდი და ლამაზი იყო, რომ როდესმე სადმე ბარში შეიძლება დაუკრან ი ვსიო.
ხოოდა, მივდივარ ხოლმე, და მეკითხები, ადამიანებო, რას ფიქრობთ, როდემდე უნდა უკრათ ქავერები და როდემდე უნდა ვიცოდეთ სამმა კაცმა თქვენ შესახებ, მერე ამბობენ რომ ჯერ თვითონაც დასახვეწები არიან, ჯერ ამითიც კმაყოფილდებიან და მერე საერთოდ ქრებიან…მერე სხვა იწყებს ზუსტად იგივეს…
ხოოდა, „ჯ.art.ი“, ხშირად გავუმეოროთ მგონი ყველამ ერთად რომ სანამ თვითონ არ მოიფიქრებენ, რა უნდათ და იმისთვის, რაც უნდათ, მარტო ბებია კი არა, თავებიც უნდა დაიხოცონ…
ვოტ ტაკ
მადლობები.
ზუსტად ეგ შთაბეჭდილება მრჩება ამ ბოლო დროს, რომ თვითონ არ იცის ბევრმა ჯგუფმა რა უნდა.
მაგრამ ისეთებიც გვყავს ვისაც მეტი ამბიცია აქვს და მეტსაც აკეტებს
იმ ერთ კლუბში ალბათ როკ კლუბს გულისხმობ?
კი
+1 ნასტასია ”„ჯ.art.ი“ კარგი იდეეა, ადეკვატური სახელით და ყოვლად საჭირო ფუნქციით”
მართალი ხარ, ბევრმა ჯგუმა არ იცის რა უნდა, და თუ იცის რა უნდა ზის და ”მორფიუსს” ელოდება.
მომეწონა პროექტის იდეა, ინტერვიუბიც საკმოდ კარგია! წარმატებებს გისურვებთ!!!
)) ასეთი პატარ-პატარა პროექტებით awareness მაინც აიწევა, ინდუსტრიაზე ხო ადრეა საუბარი.
რის გამო ვარ surprised??
ამ მომენტში რაღაც საშინლად არამოდური ვთქვი, yep, ნწ ნწ.
ასეთი მშვენიერი სტატიის ავტორი რატომ ვერ/არ პოულობს საკუთარ სიტყვათა მარაგში awareness, dedication, inspiring-ის ქართულ ექვივალენტებს.
იმიტომ რომ ეგ სიტყვები ერთგვარი ციტატებია ინტერვიუებიდან .)
http://soundcloud.com/sundro/02-jarti-sergi-gvarjaladze
http://soundcloud.com/sundro/01-jarti-me-and-my-monkey-vaho-babunashvili
ასეა თუ ისე აზრი არ აქვს უნდა იმუშავო ბევრი და არ დაიკიდო მიზანი რა… ძაან ტაკოშია საქმე, მაგრამ, რომ გავჩერდეთ და ვუყუროთ ხო უფრო უკან ვიქნებით? ხოდა გავარტყი იმას ვისაც თავისი საქმე არ უყვარს! ცოტა მონდომება და სწავლა უნდა მაგ ყველაფერს.. მარტო მუსიკის კეტება არაა საქმე დღეს.. მითუმეტეს საქართველოში.
Продам 3к квартиру у моря в Севастополе http://prodam-kuz.blogspot.com/