19.03.2010 – Uriah Heep თბილისში

Uriah Heep in TbilisiUriah Heep თბილისში – დღე რომელსაც ბევრი ელოდა. 19 მარტს თბილისში პირველად ჩამოვიდა ერთ-ერთი იმ ჯგუფების დიდი სიიდან, რომელთა ნახვასაც ისურვებდით. შეიძლება ბევრი ჯგუფის კონცერტზე იყავით სამშობლოს გარეთ, მაგრად დღეს სულ სხვაა, დღეს ეს ყველაფერი, ჩვენთან, თბილისში ხდება. ამ დღის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ვეცდები შეძლებისდაგვარად გადმოგცეთ, რა ხდებოდა 19 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. დარბაზის პარტერი სავსე და სცენის წინ ხალხის ტევა არ იყო. აღსანიშნავია ის უპრეცედენტო ფაქტი (ყოველ შემთხევაში მე პირველად ვნახე), რომ ყველა სიმღერაზე თუ არა დიდ ნაწილზე მაინც, მთელი პარტერი ფეხზე იდგა. ქართველი მაყურებელი კი ზოგადად დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა.

კონცერტამდე არა ერთისგან მომისმენია, რომ ძველი ჯგუფის ჩამოყვანა იდეალური ნაბიჯი არ არის და რომ რაღა დროს 70-იანების ლეგენდებია, მაგრამ თამამად შემიძლია ვუთხრა ყველას, რომ ჯგუფისგან იმდენი ენერგია მოდიოდა და ისეთი აურა ტრიალებდა, ნამდვილად ღირდა კონცერზე თუნდაც 70-იანების სიყვარულის გამო მისვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფმა დაარსების დღიდან დღემდე რამდენიმე წევრი გამოიცვალა და თვითონ მუსიკოსები ამბობენ, რომ ეს მათ შემოქმედებაზე კარგად აისახა, რადგან თითოეულ ახალ წევრს გარკვეული სიახლე შემოქონდა ჯგუფში და Uriah Heep არასოდეს არ რჩებოდა ერთსა და იმავე მუსიკაზე.

ამ კონცერტზე განსაკუთრებული ფუნქცია ქონდა ქართველ მსმენელსაც, რადგან ჯგუფის გადაწყვეტილებით, 19 მარტის კონცერტი იწერებოდა ოფიციალური დვდ-სთვის, Live in Tbilisi.

თუმცა, როგორც ჯგუფის წევრებს ეტყობოდათ, ისინი მოხიბლულები დარჩნენ ქართველი მსმენელით. თავის მხრვ, მაყურებლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. დარბაზში იყვნენ ჯგუფის ისეთი ფანები, რომლებიც ერევანშიც იყვნენ Uriah Heep-ის კონცერტზე და აღნიშნავდნენ, რომ 19 მარტის კონცერტი ბევრად უფრო ემოციური იყო.

Uriah Heep-ის ჩამოყვანით Locomotive Promotion-მა 2010 წლის სეზონი გახსნა და როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს ამ წელს კიდევ ვიხილავთ ლეგენდარულ როკ-ჯგუფებს.

2 კომენტარი

  1. DreaMar ამბობს:

    70იანების ლეგენდები, მერე 80იანების ლეგენდებსაც ჩამოიყვანენ ალბათ, მერე 90იანებზე გადავლენ. თანამედროვე ბენდებს თუ ჩამოიყვანს ვინმე ოდესმე საქართველოში? :|

  2. გიორგი მამადაშვილი ამბობს:

    ალბათ მალე. იმედია რამოდენიმე ეგეთ ბენდს ვიხილავთ Tbilisi Open Air-ზე :)

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress