O+S

oplussO+S ორი მეგობრის ახალი პროექტია. . . ორენდა ფინკი და სედრიკ ლემოინე ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს,მშობლიური ალაბამას ქალაქ ბირმინგენიდან. . .მათი პროექტის მოსმენის შემდეგ აუცილებლად იფიქრებ რომ კარგია,როცა ადამიანები ერთმანეთს ასე ზუსტად პოულობენ. . .მათი ერთობლივი დებიუტი მელოდიური ოცნებაა აკუსტიკური გიტარით,დრამის გამოცოცხლებებით,კლავიშების აკორდებით და თვითონ ორენდას სპეციფიური ხმით. . .

ალბომი სულ რამდენიმე დღის წინ,6 ნოემბერს,გამოვიდა და ინდი-პოპ-როკის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. . . orenda_03
აღსანიშნავია რომ ამ ერთობლივ ნამუშევრამდე ორივეს საინტერესო მუსიკალური წასრული აქვთ. . .
ორენდას ორი ალბომი სოლო ალბომი აქვს გამოშვებული (Ask The Night,Invisible Ones ),მანამდე კი ალაბამაში,ჯერ კიდევ თეატრის სკოლაში სწავლის დროს ბალეტის სკოლის სტუდენტ,მარია ტეილორთან ერთად ბენდს აარსებს. . . ამავე დროს აქტიურად მოგზაურობდა კამბოჯაში,ინდოეთში და ჰაიტში ახალი გამოცდილების და იმპულსების მისაღებად. . .იქ მიღებული შთაბეჭდილებები Invisible Ones-ში მკვეთრად ჩანს. . . l_0377f707d24b4307b03d969d5cb3129bსედრიკ ლემოინე ალტერამტიული როკ-ბენდ Remy Zero-ს ბასისტი იყო. . . ჯგუფის დემო ვერსია ჯერ კიდევ მაშინ ჩაუვარდა Radiohead-ს ხელში,როცა თავიანთ მუსიკას მარტო თვითონ უსმენდნენ და პოპულარობაზე მარტო ოცნებობდნენ… მით უმეტეს Radiohead-თან ერთად ტურნეში მონაწილეობაზე. . . გარდა ბენდში დაკვრისა,მისი ბასის მოსმენა რამდენიმე ფილში შესაძლებელია. . .
რაც შეეხება მეგობრების ერთობლივ პროექტს,ერთ-ერთი ტრეკი ,,გრეის ანატომიის” საუნდრტეკია. . .
ზოგადად,იდეალურია ხოლმე,როცა ბავსვობის მეგობრები ერთმანეთს არ კარგავენ,როცა რამე საქმეს ერთად აკეთებენ და როცა ეს ერთობლივი ნამუშევარი წარმატებული ხდება(და თუ მეგობრები მართლა მეგობრები არიან,აუცილებლად ხდება წარმატებული)…მაგრამ მე რაღაცატომ ვიფიქრე,რომ ალამაბაშიც,ისევე როგორც თბილისში,8 კაცი ცხოვრობს,ყველა ერთმანეთის მეგობარია და გამუდმებით ერთსა და იმავე წრეზე დადიან…

4 კომენტარი

  1. გიორგი მამადაშვილი ამბობს:

    ხო რაღაც საინტერესო ჩანს :) მიყვარს ესეთი პროექტები :)

  2. ხოო,მეც ისე მომეწონა,ბავშვობის მეგობრების სიას გადავხედე,რამე ხო არ გამეკეთებინა თქო :D :D

  3. ბაბისა ამბობს:

    ისე იწყებ წერას, რო შეიტყუებ მკითხველს :) ))
    საინტერესოა, მოვუსმინო აბა ..

  4. :D ანუ მისია შესრულებულია :)
    მოუსმინე,წესით უნდა მოგეწონოს :)

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress