Artist: Okinawa Lifestyle
Album: Naha
Release Date: 12 March, 2010
Label: self-released
შეფასება: 1 2 3 4 5 67 8 9 10
ის ჭორები, რომ Okinawa Lifestyle უცხოპლანეტელების პროექტია და მათ გონებას შორეული პლანეტიდან მართავენ ტყუილია. თუ Levan-ს თუ შემოარევერსებთ და შეანელებთ უოთერგეითის ჩანაწერიდან დაკარგულ თვრამეტნახევარ წუთსაც ვერ გაიგებთ, კენედის სიკვდილთანაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ ჯგუფს და ექიმი ჰაუსის სიუჟეტებს დათო ნამდვილად არ წერს, თუმცა გიგი წერს თუ არა ზუსტად არც მე ვიცი.
Okinawa Lifestyle ქართული ჯგუფია რომელიც 2009 წელს შეიქმნა თათავიდან ჯგუფ Landmark-ის ორი წევრის გიტარისტ დათო დათუნაშვილის და დრამერ გიგი ჯიქიას ექპსერიმენტალური side project იყო და თანდათან ცალკეული ჯგუფის სახე მიიღო. მათი მუსიკა ძირითადად synthpop, lo-fi, და dance-ია. შარშან მათ ერთი EP Rosewell Crash და ერთი სინგლი Bar გამოუშვეს, წელს 12 მარტს კი მათ პირველი სრული ალბომი Naha გამოაქვეყნეს ბლოგზე. აღნიშვნის ღირსია რომ მუსიკა და ალბომის არტვორქი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, რადგან ჯგუფმა ზუსტად ისეთი მზიანი, ურბანული, და ამავე დროს გახსნილი ელექტრონული chill wave შემოგვთავაზა როგორსაც ლომოგრაფიულ გარეყდაზე ხედავთ.
Naha-ს მთავარ ღირსებად რჩება ისევ კარგად გაკეთებული, გასწორებული და სუფთა საუნდი, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. სიმღერები ვერ ასწრებს მოგბეზრდეს და არც უფრო გაწელილი კომპოზიციები გჭირდება. ყველაფერი თავის ადგილასაა და ეს არც ისე ადვილია, მითუმეტეს როცა პირველ ალბომს აკეთებ და თავზე ღიპიანი პროდიუსერი არ გადგას. Naha-ს საუნდი არის გიგის და დათოს საყვარელი ჯგუფებიდან ამოკრეფილი გავლენები გაერთიანებული თბილისის ურბანულ გარემოსთან სადაც მუსიკოსები ცხოვრობენ.
ყველაფერი იწყება Rouge à Lèvres-ით (ფრ. Lipstick) რომელიც ბასპარტიაზე გატეხილი ბიტის ვარიაციებს წარმოადგენს. Levan ალაბათ ნამდვილი შესავალია ალბომისთვის, რომელსაც დისკის საუნდი შემოაქვს, საუნდი რომელიც შემდეგ ყველა სიმღერას გაჰყვება – რბილი, გახსნილი ელექტრონული chill wave. გარდა ამ საუნდისა მთელ ალბომს და მთელ Okinawa-ს გასდევს ძლიერი hip-hop, funky ბითი, ზუსტი და სასიამოვნო. Tbilisi Presents-ს კარგი მაგალითია ჯგუფის ამ რითმულობის. გიტარის რითმი და ბითი, რომელიც ორმოცდამეათე წამზე შემოდის, მთელს სიმღერას გასდევს და რაღაც ქვეცნობიერად მიჰყვები ამ ბითს, არც ფიქრობ და ისე აყოლებ თითებს მაგიდაზე კაკუნით. შემდეგ დათოს ვოკალი იწყება, რომელიც მომკალით და მაღიზიანებს, იმიტომ, რომ დაძაბული ვცდილობ სიტყვები გავარჩიო და არაფერი ისმის საერთოდ. მაგრამ ამ ალბომში ჩემი საყვარელი სიმღერა მაინც Little Place Naha არის. აგრესიული და overdriveიაინი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ ალბომში უბრალოდ იმისთვის, რომ ვერავის ეთქვა ერთფეროვანიაო.
საერთო ჯამში Naha-ს ჩაწერაში უცხოპლანეტერლების და ბილ გეითსის როლი ძალიან მცირეა, ძირითადად ალბომზე ის ურბანული გარემო ახდენს გავლენას რომელშიც ჯგუფი ცხოვრობს და რომელიც მათი ყოველდღიურობაა. სუფთა და ლამაზი ალბომია, სწორად გაკეთებული და სწორადვე შეკრული, გაკეთბული ხალხის მიერ, რომლებიც თვითონ მუსიკაში ცხოვრობენ. პირველი ალბომი, რომელზეც ბენდმა ყოველგვარი დახმარების გარეშე იმუშავა იშვიათად გამოდის ასეთი კარგი. ურბანული ბავშვების ურბანული სიმღერები ღამენათევ უცხოპლანეტელებთან ერთად.
tracklist:
1. Rouge à Lèvres
2. Levan
3. Sunrise
4. Tbilisi Presents
5. Shua
6. Little Place Naha
7. Nightwalk
8. This Is Real
9. Goblin Dance
10. Emotional Experience
11. Bird Arrival
12. Ninenda
- http://okinawalifestyle.blogspot.com/
- http://www.myspace.com/okinawalifestyle
- http://www.last.fm/music/Okinawa+Lifestyle
ეს რეცენზია დავწერე ნიკა გელდიაშვილთან ერთად




ეხლა მკვუსმენ და ვნახავ.
ისე აკრგი ჯგუფი ჩანს.
კაი ასმტები არიან.
კარგადაა ყველაფერი ნათქვამი . ვერაფერს დავამატებ
dzaan kaia dzaan kai!!! mixaria!
დიდებულია
xo pirvel rigshi minda blogi shegiqot da warmatebebi gisurvot. am bolo xanebshi vatvaliereb am gverds da dzalian momwons da vinteresdebi..
xo exa albomze minda erti ori sityva vtqva… garekani momewona dzalian albomis, ragac tbili perebi da emociebi wamoigo da rac sheexeba musikas gulgrili namdvilad ar damtova… pirvelive trackshi igrdznoba ro win upro da upro sasiamovno iqneba albomi… “Levan” albat albomis pikia (chemi azrit) magram danarchenebic ar arian albomis shevsebis pontshi… xo kide 59 wamiani ro iyo iman ucbad Bords of Canada gamaxsena da magrad gaaswora..
) mtlianobashi sadebiutos pontshi kai albomia namdvilad..
) mara vokali ar momewona , zedmeti iyo titqos..
)
dzaan gamixarda am proeqtis gamochena ro gavige da warmatebebs vusurveb ra tqma unda…
)
P.S. komptan ro vjdebi tvini mikvdeba, arada ramdeni mindoda ro damewera, ase rom tu rame momivida tavshi aucileblad chaviwer..
)
მადლობა შენ