კლიპმეიკერებო ყველა ქვეყნისავ…

Moby Wait for Meმობიმ კლიპის გადასაღებად კონკურსი გამოაცხადა თავისი კომპოზიციისთვის “Wait For Me”. სიმღერა ამავე სახელწოდების 2009 წელს გამოშვებული ბოლო ალბომიდანაა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერს შეუძლია, ამისთვის საკმარისი იცოდე ისეთი კლიპების კეთება, მობის რომ შეეფერება, დარეგისტრირდე აქ და 5 აპრილამდე გააგზავნო საკუთარი ნამშევარი. 6 ფინალისტი 12 აპრილს, გამარჯვებული კი 19 აპრილს გამოვლინდება.

გამარჯვებული მიიღებს 5000 დოლარს, დაჯილდოვდებიან ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეებიც. მათი ჯილდო 3000 დოლარით შემოიფარგლება.

თუ ვინმე ბედს ცდით, გაგვაგებინეთ და გიგულშემატკივრებთ სრულიად მუზამე.

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress