როგორც მუზამეს მკითხველისთვის და სრულიად ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, 19 მარტს ფილარმონიაში ლეგენდარული როკ-ჯგუფი,  Uriah Heep-ი გამართავს კონცერტს, რაც თავისთავად ძალიან  მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენაა, თუმცა მოვლენის მნიშვნელობა ერთი-ორად ზრდის ფაქტი,  რომელიც ფაქტობრივად ექსკლუზიურია და სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

კერძოდ ის, რომ  ჯგუფის ინიციატივით, თბილისში გამართული კონცერტი DVD  ფორმატში ჩაიწერება და მთელ მსოფლიოში გაიყიდება  როგორც ოფიციალური  DVD – Live in Tbilisi.   Uriah Heep-ისთვის ბუნებრივია ეს  ლაივის პირველი ჩანაწერი არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ასეთი ლეგენდარული ჯგუფი, რომელიც კონცერტებს მთელ მსოფლიოში მართავს უკვე 44 წლის განმავლობაში,  მაინცდამაინც თბილისში  მოინდომებს ლაივის ჩაწერას.

მსოფლიო კი ბოლო-ბოლო საქართველოს სახელს კულტურულ კონტექსტში გაიგებს და მიხვდება რომ ჩვენთან ომების, რევოლუციების და მძიმე სოციალური ფონის გარდა,რამე სხვაც არსებობს და კულტურა  უცხო ხილი არ არის.

კომენტარები

  • სანდრო გვარჯალაძე

    კარგია, იქნებ რამე დაიძრას ჩვენთან.

  • გიორგი მამადაშვილი

    ინიციატივა მომწონს :)

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.