როგორც მუზამეს მკითხველისთვის და სრულიად ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, 19 მარტს ფილარმონიაში ლეგენდარული როკ-ჯგუფი, Uriah Heep-ი გამართავს კონცერტს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენაა, თუმცა მოვლენის მნიშვნელობა ერთი-ორად ზრდის ფაქტი, რომელიც ფაქტობრივად ექსკლუზიურია და სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
კერძოდ ის, რომ ჯგუფის ინიციატივით, თბილისში გამართული კონცერტი DVD ფორმატში ჩაიწერება და მთელ მსოფლიოში გაიყიდება როგორც ოფიციალური DVD – Live in Tbilisi. Uriah Heep-ისთვის ბუნებრივია ეს ლაივის პირველი ჩანაწერი არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ასეთი ლეგენდარული ჯგუფი, რომელიც კონცერტებს მთელ მსოფლიოში მართავს უკვე 44 წლის განმავლობაში, მაინცდამაინც თბილისში მოინდომებს ლაივის ჩაწერას.
მსოფლიო კი ბოლო-ბოლო საქართველოს სახელს კულტურულ კონტექსტში გაიგებს და მიხვდება რომ ჩვენთან ომების, რევოლუციების და მძიმე სოციალური ფონის გარდა,რამე სხვაც არსებობს და კულტურა უცხო ხილი არ არის.



კარგია, იქნებ რამე დაიძრას ჩვენთან.
ინიციატივა მომწონს