25 ოქტომბრის ღამეს პოპულარულმა საიტმა YouTube ჯგუფ U2-ს კონცერტის ლაივ-ტრანსლაცია მოახდინა. კონცერტს, რომელსაც ლოს ანჯელესის Rose Bowl სტადიონზე 100 000 მაყურებელი ესწრებოდა, იუთუბის საშუალებით მსოფლის 5 კონტინენტიდან 3 მილიონმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში და მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში კიდევ ერთ გადატრიალებად აღიარეს.
კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია იუთუბზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე, პირველად მოხდა და უკვე არნახული რეზონანსი მოჰყვა. ვიდეო-ტრეილერი რომელიც დაგეგმილ ტრანსლაციას ამცნობდა მომხმარებლებს და იუთუბზე U2-ს ოფიციალურ არხზე 10 დღის წინ დაიდო, უკვე 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იხილა.
მაშინ როცა ამ მასშტაბის ჯგუფები მილიონობით დოლარს (ჯერ კიდევ) შოულობენ DVD და CD დისკების გაყიდვიდან, მაშინ როცა ასიათასობით ფანი სულმოუთქმელად ელის საყვარელი ჯგუფის ბილეთის ხელში ჩაგდებას მათი კონცერტის სანახავად, U2-მ სრულიად უფასოდ შესთავაზა თავის ფანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ კონცერტზე “დასწრება”.

ჯგუფის ეს ნაბიჯი თამამად შეგვიძლია შევადაროთ Radiohead-ის რევოლუციურ ნაბიჯს როდესაც მათ ალბომი In Rainbows სრულიად უფასოდ დადეს გადმოსაწერად ოფიციალურ ვებ-გვერდზე. როგორც ჩანს ჯგუფები თანდათან ფეხს უწყობენ/ქმნიან ახალ რეალობას მუსიკალურ ინდუსტრიაში. დღეს ხომ ყველაზე კომერციული არტისტებიც კი აღიარებენ რომ MP3 ფაილების და ინტერნეტის ეპოქაში, CD კულტურის “კვდომის” შესაბამისად მათი შემოსავლის ძირითად წყაროდ ტურნეები რჩება. U2-ს კი ამ მხრივ ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე. ბოლო ალბომის No Line on the Horizon მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტურნედ იქცა. (360° Tour-ზე ჯგუფმა გრანდიოზული 360 გრადუსიანი სცენის კონსტრუქცია გამოიყენა). მარტო 2009 წელს მათ სამ მილიონამდე ბილეთი გაყიდეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე.



ძალიან მაგარი კონცერტია. ისე ზაფხულში სტამბულში თუ ჩავიდნენ მაგარი პონტში ვართ (იმის მიუხედავად, რომ ესეთი მაშტაბური ვერ იქნება)
სტამბულში თუ ჩავიდნენ ათათურქის სტადიონზე იქნება ალბათ, რომელიც 40-50 000 კაცს იტევს, ასე რომ საკმაოდ დიდი კონცერტი გამოვა
ფასებს რომ გადავავლე თვალი, როგორც U2-ის მენეჯერი იუწყება, თითო კონცერტზე მინიმუმ 10 000 ბილეთი ეღირება 30 ევრო… ასე რომ, კიდევ უფრო მაგარი ზაფხული გვესლის