Black Rebel Motorcycle Club – Beat The Devils Tattoo

Artist: Black Rebel Motorcycle Club
Album: Beat The Devils Tattoo
Release Date: November 23, 2009
Label: Abstract Dragon

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ეს კალიფორნიული ჯგუფი მუსიკალურ ასპარეზზე 2001 წელს გამოჩნდა, როდესაც მათი პირველი სტუდიური ალბომი გამოვიდა. მათ მოიხსენიებდნენ strokes-ის, franz ferdinand-ის და სხვა ცნობილი ბენდების გვერდით. ეს ჯგუფები 2000 წლების თანამედროვე როკის მხსნელებად იყვნენ მოხსენიებულნი. ამრიგად, Black Rebel Motorcycle Club პოპულარულობას ნამდვილად ვერ დაიკვეხნის . პირველი ნაშრომის შემდეგ იყო 4 სტუდიური ალბომი, არანაკლებ წარმატებული, ვიდრე მათი პირველი ალბომი. მათი ჯღერადობა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ყოველთვის:ამერიკანა, შუგეზი,ფსიქოდელია და ა.შ . მათი მეხუთე ალბომი კი საერთოდ დიდი მოულოდნელობა იყო ფანებისთვის და ასევე უბრალო მელომანებისთვის. The Effects of 333-ით ჯგუფმა ნოიზი/ამბიენტი/დრონ მუსიკა შემოგვთაზა. ასე იყო თუ ისე, ერთ ადგილზე არასდროს გაჩერებულა ეს კოლექტივი და ყოველთვის სიახლის ძიებაში იყო. Beat The Devils Tattoo კი ალბათ ყველაფრის სინთეზია, რაც მათ დაუკრავთ. ამერიკული ფოლკის მღერა ყოველთვის შეეძლო ამ ბენდს და ამას ალბომში შესული რამდენიმე ულამაზესი სიმღერა ( Sweet Feeling ,The Toll )ამტკიცებს . არც ნეო-ფსიქოდელია ( Evol ,Shadow’s Keeper) როკენროლი (Conscience Killer) ან თუნდაც უბრალოდ ბალადები (Long Way Down) ყოფილა ჯგუფისთვის უცხო. მოკლედ, ეს კარგად ნამღერი და დაკრული თანამედროვე როკ-კომპოზიციების კრებულია. თუმცა, რაღაც მომენტში მაინც ის , ყველაზე ძლიერი, პირველი ალბომი გვენატრება…

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress