Tbilisi alter/vision-ისთვის მზადება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო და 2009 წლის ოქტომბერში ჯერ შესარჩევი showcase გაიმართა, სადაც 23 ჯგუფი მონაწილეობდა, მათგან შერჩეულმა 12-მა ( Ketrine&Me, The Georgians, Mirror Illusion
Me and My Monkey, პორნოპოეზია, Defenders of Tanelorn, ABC, Georgian Version,The Forest, Vitamin, Rema, Sanda) კი 25 ოქტომბერს სპორტის სასახლეში კონცერტი გამართეს.
სწორედ მათგან 8 ჯგუფი იქნება 14 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ფესტივალი Tbilisi/alter/vision -ის ფარგლებში გამართულ კონცერტზე-Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers, სადაც ახალბედა ჯგუფებთან ერთად 8 ქართველი ვარსკვლავიც მიიღებს მონაწილეობას ( მართალია სადაოა,მონაწილე ვარსკვლავთა ვარსკვლავობის საკითხი, მაგრამ მაინც ).
მუსიკოსები შეასრულებენ ორ-ორ სიმღერას, ცნობილი უცხოური და ქართული კომპოზიციების ქავერ ვერსიებს.
პროექტის მიზანს კვლავინდებურად თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
კონცერტზე მსმენელს ეძლევა საშუალება იხილოს უპრეცედენტო პროექტის შედეგი, underground-ისა და Pop-ის სინქრონი.
კონცერტის მუსიკალური პროდიუსერის, აჩიკო გულედანის თქმით, კონცერტი Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers ის განსაკუთრებული და იშვიათი საღამო იქნება, სადაც მსმენელი სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მოსმენას შეძლებს.
კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და ბილეთებიდან შემოსული თანხა
მთლიანად მოხმარდება 4 წლის გიორგი ციტურის სასწრაფო ოპერაციას საზღვარგარეთ.
ბილეთის ფასი 7, 10 და 12 ლარია და უკვე იყიდება ფილარმონიის სალაროებში.
ფესტივალის საშუალებით დამწყებ მუსიკოსებს გაუჩნდებათ საშუალება გავიდნენ და თავი დაიმკვიდრონ საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარზე.
მუზამე კონცერტის შემდგომ ბუნებრივია,შემოგთავაზებთ ვრცელ რევიუს.



8 ვარსკვლავი რომელია ნეტა
კიარა საინტერესო იქნება მმმ
მაგ ვარსკვლავებზე და სხვა საინტერესოობებზე 15ში