Artist: Tom Waits
Album: Glitter And Doom Live
Release Date: November 23, 2009
Label: ANTI

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ასაკი ტომ ვეიტსს ალბათ ყველაზე ნაკლებად ეხება. რამდენი წლის არის ადამიანი, რომელიც Rain Dogs-ში, Big Time-ში, ან თუნდაც Mule Variations-ში მღერის? ამ ხმას და ამ უცნაურ მთხრობელს, რომელიც თავის ჯადოსნურ სამყაროში მიგათრევთ ასაკი უბრალოდ არ აქვს, თივითონაც იმ არარეალური სამყაროდანაა თითქოს, რომელზეც მღერის.

ერთადერთი რაც ასაკთან ერთად შეიძლება ვეიტსს დაეკარგა ეს ენერგიაა, მაგრამ Glitter And Doom-ში მას ენერგია ნამდვილად არ აკლია. და საერთოდაც არ ეტყობა ამ კაცს არაფერი დაბერებული პენსიონერისა. ტერი გილიამის ახალ ფილმში ეშმაკის როლს ასულებს, 2008 წლის ზაფხულში მსოფილო ტურს აწყობს და კონცერტებზე ჩაწერილი მასალით ორდისკიან ალბომს უშვებს. ცოცხალი და აქტიურია. Glitter And Doom მრავალფეროვანი, ლამაზი და სრულად ტომ ვეიტსური ალბომი გამოვიდა. თავისუფალი იმპროვიზაციით და ენერგიით სავსე.

თუ თქვენ ტომ ვეიტსის კონცერტზე არ მჯდარხართ დისკი ამ დანაკარგს ნამდვილად ვერ შეგივსებთ, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ რაღაც დროით მის სამყაროში აღმოჩნდეთ. დისკზე შესული სიმღერები ვეიტსის რამოდენიმე პერიოდიდანაა “Singapore” – “Rain Dogs”-იდან და “Get Behind The Mule” – “Mule Variations”-იდან, შესრულება რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ვეითსის სიმღერები საუკეთეს ნიმუშია იმისა თუ როგორი უნდა იოს სიმღერა საერთოდ, ერთგვარი სრულყოფილი სიმღერებია, მელოდიური, ემოციური და ცოცხლალი. როცა პირველი დისკი დამთავრდება, მუსიკით გადავსებულს შეგიძლია მეორე დისკი ჩართო სადაც ვეიტსი ნახევარი საათი დარბაზს ესაუბრება, უყვება ისტორიებს და უბრალოდ ცოცხლად იმპროვიზირებს.

ტომ ვეიტსი ცოცხლაი და ენერგიულია, როგორც ყოველთვის ის ბუნებრივი და ნამდვილია. მისი ალბომის მოსმენისას ისევ მივდივარ და ერთ ჭიქა ღვინოს ვისხამ, იმისთვის რომ უკეთესად მივიღო ეს ზღაპრული სამყარო.

tracklist

CD1

1. “Lucinda/Ain’t Goin’ Down” (Birmingham – 07/03/08)
2. “Singapore” (Edinburgh – 07/28/08)
3. “Get Behind the Mule” (Tulsa – 06/25/08)
4. “Fannin Street” (Knoxville – 06/29/08)
5. “Dirt in the Ground” (Milan – 07/19/08)
6. “Such a Scream” (Milan – 07/18/08)
7. “Live Circus” (Jacksonville – 07/01/08)
8. “Goin’ Out West” (Tulsa – 06/25/08)
9. “Falling Down” (Paris – 07/25/08)
10. “The Part You Throw Away” (Edinburgh – 07/28/08)
11. “Trampled Rose” (Dublin – 08/01/08)
12. “Metropolitan Glide” (Knoxville – 6/29/08)
13. “I’ll Shoot the Moon” (Paris – 07/24/08)
14. “Green Grass” (Edinburgh – 07/27/08)
15. “Make It Rain” (Atlanta – 07/05/08)
16. “Story” (Columbus – 06/28/08)
17. “Lucky Day” (Atlanta – 07/05/08)

CD2

1.”Tom Tales” (includes “Picture in a Frame” (Edinburgh – 07/27/08)

კომენტარები

  • გიორგი მამადაშვილი

    ეს ალბომი ჯერ კიდევ ვერ მოვისმინე :D კაია რომ გამახსენე თან “მუღამზე” მოვედი :D

    • სანდრო გვარჯალაძე

      მაგარი ალბომია არ ინანებ ნაღდად

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.