Artist: Polysics
Album: We Ate the Machine
Release Date: September, 2008
Label: Myspace Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

დღეს მოგიყვებით ჯგუფზე Polysics რომელიც თანამედროვე იაპონური როკ მუსიკის ანუ j-rock-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიმაჩნია. სახელი სინთეზატორ Korg Polysix-დან მოდის. ბენდი 1997 წლიდან ტოკიოში მოღვაწეობს და შარშან უკვე მეათე სტუდიური ალბომი Absolute Polysics, წელს კი შემოქმედების საუკეთესო ნაწილის კრებული Bestoisu!!!! გამოუშვა. როგორც უკვე სათაურიდან მიხვდით არა ბოლოზე, არამედ 2008 წელს გამოსულ ალბომზე We Ate the Machine-ზე გვექნება საუბარი, რომელიც, ჩემი აზრით, განსაკუთრეული ყურადღების ღირსია. ძირითადად ჯგუფი synthpop, punk, new-wave ჟანრებში პოზიცირდება მაგრამ არ გაგიკვირდეთ თუ მოსმენის შემდეგ ის არ დაგხვდებათ რასაც ამ ჟანრების შემსრულებლისგან უნდა ელოდე, რადგან ეს პროექტი მთლიანად ექსპერიმენტია. სიმღერებს ინგლისურად, იაპონურად და ზოგჯერ საერთოდ იმპროვიზირებული, გამოგონებული სიტყვებით ასრულებენ და ისეთი ენერგიული ცოცხალი შესრულება აქვთ, რომ შეიძლება ბევრ როკ ვერსკვლავს შეშურდეს. We Ate the Machine უდავოდ მათი შემოქმედების პიკია, რადგან ამ პერიოდში ჯგუფმა შეძლო მუსიკის დაბალანსება და თუ მანამდე უფრო ხმაურიან ალბომებს უშვებდნენ, აქ მელოდიურობას და synthpop-ურობას ექცევა ყურადღება, რაც Moog is Love-ში და DNA Junction-ში კარგათ ჩანს. ეს ოთხი სტაფილოსფერ მეხანძრის ტანსაცმელში გამოწყობილი, შავ სათვალიანი იაპონელი ახალგაზრდა თავის მუსიკაში იმდენ დადებით ენერგიას დებს, რომ შეუძლებელია კარგ ხასიათზე არ დაგაყენოს და არა აქვს მნიშვნელობა რას იმღერებენ, ან რაზე, მათ მუსიკას ერთადერთი დანიშნულება აქვს – კარგი განწყობა.

Tracklist:

1. Moog Is Love
2. Pretty Good
3. Pocket
4.I Ate The Machine
5.DNA Junction
6.Kagayake
7.Pony & Lion
8.Arigato
9.Irotokage
10.Mind Your Head
11.Digital Coffee
12.Boys & Girls
13.Blue Noise
14.Dry Or Wet

polysics.com
Myspace



კომენტარები

არც ერთი კომენტარი არ დაწერილა.

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.