Panda Bear იგივე ნოა ლენოქსია, ცნობილი ბენდის, Animal Collective-ის ერთ-ერთი წევრი.რატომ Panda Bear ? იგი თავად აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ალბომებს ვიზუალურად სწორედაც დათვების გამოსახულებით აფორმებდა. ის ბალტიმორში გაიზარდა ოჯახთან ერთად, სადაც ეუფლებოდა ფორტეპიანოსა და ვიოლონჩელოს. ასევე მღეროდა ვოკალურ ანსამბლში. ნოას მუსიკალური კარიერის დასაბამი კი Animal Collective-ის სხვა წევრებთან შეხვედრა და ჯგუფის ჩამოყალიბება იყო.
მისი პირველი სოლო ალბომი ჯგუფის პირველ ნამუშევრამდე გამოსცა . Panda Bear – ასე ერქვა ალბომს, რომელიც 1998 წელს ჩაიწერა. საკმაოდ ექსპერიმენტალური და კომპლექსური ჟღერადობა , მაგრამ ამავედროულად კრეატიული. აქვე შეინიშნება მისი სიყვარული ელექტრონული მუსიკისადმი . ნოა ამ ნამუშევარს უბრალოდ ახასიათებს , როგორც კრებულს იმ სიმღერებისა ,რომლებიც მას იმ დროისთვის მოწონდა. პირველი ნამუშევრის შემდეგ მან მუშაობა ძირითადად ჯგუფთან ერთად გააგრძელა. პროდუქტიანი მოღვაწეობის შედეგად Animal Collective-მა და ასევე მასთან დაკავშირებულმა სხვა კოლაბრაციებმა ჯამში რამდენიმე ალბომიც ჩაწერეს.
2004 წელს კი ნოამ მეორე სოლო ალბომი Young Prayer გამოუშვა. ეს ნამუშევარი მისთვის ყველაზე ინტიმურია, რადგან სწორედ ამ პერიოდში გარდაეცვალა მამა. მისი თქმით,ალბომში შესული სიმღერები 2-3 დღეში შექმნა.
ამავე წელს ნოა ლისაბონში გაადავიდა საცხოვრებლად.საინტერესოა მისი წარმოდგენა პორტუგალიაზე: ნაზავი ევროპისა და კალიფორნის.სწორედ ეს მზიანი, მშვიდი გარემო აღმოჩნდა მის შთაგონებად შეექმნა კარიერის ამჟამინდელი პიკი , ალბომი სახელად Person Pitch ,რომელიც 2007 წელს ჩაწერა.ამ ნამუშევარმა, ჯგუფის მიღმა, მას დიდი აღიარება მოუპოვა მუსიკალურ სამყაროში. ის აბსოლუტურად განსხავებულია Animal Collective-ის მუსიკის ჟღერადობისგან . სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა,რომ ალბომი უფრო მისაღები აღმოჩნდა ფართო მასისთვის.ნოას ვოკალური პოპ-ჰარმონიების საოცრად ელეგანტური შერწყმა გემოვნებით შერჩეულ “სემპლებთან” – ეს არის მისი წარმატების ფორმულა.შესაძლებელია Animal Collective-ის ბოლო ალბომის ბენეფისიც ამით არის გამოწვეული. კრიტიკოსები ხომ ერთხმად აღნიშნავენ,რომ Merriweather Post Pavilion ჯგუფის ყველაზე “მეგობრული” და პოპ ნამუშევარია.
ამჟამად, Panda Bear-გან ახალი არაფერი არ ისმის, რადგან ნოა ჯგუფთან ერთად მუშაობს. ისინი ახალი EP-ის გამოშვებას აპირებენ ახლო მომავალში.




პანდა მაგარია !!
“ნოას ვოკალური პოპ-ჰარმონიების საოცრად ელეგანტური შერწყმა გემოვნებით შერჩეულ “სემპლებთან” – მშვენიერი ფორმულირებაა, ზუსტად ასახავს პანდასაც და პრინცპიში Merriweather-საც და პრინციპში Animal Collective-საც ::