Solveig Slettahjell – Tarpan Season

Artist: Solveig Slettahjell
Album: Tarpan Season
Release Date:  January 22, 2010
Label: Universal Music

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9  10

ვინმემ იცის რატომ ყავთ ნორვეგიელებს ასეთი თბილი და ტკბილი მომღერალი ქალები?
იმიტომ, რომ ნორვეგიაში ძალიან, ძალიან ცივა, ზამთარი ჩვენზე დიდხანს გრძელდება და  განწყობის შენარჩუნებას სავარაუდოდ უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება. ერთ-ერთს უკვე იცნობთ, ახლა კი გაიცანით,  ეს  Solveig Slettahjell-ია, მთელი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში  მუსიკას  უკავშირდება, პასტორის შვილი ეკლესიის გუნდში სამი წლიდან გალობდა, მერე ცოტა გაიზარდა და პიანინოზე უკრავდა, მერე მუსიკა პროფესიად გადაექცა და 1998 წელს პირველად ბენდთან ერთად დაიწყო სიმღერა, ხელი ექსპერიმენტებს  და სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობას მიყო.

ძნელი გადასაწყვეტი იყო, რა ერქვა იმას, რასაც  Solveig მღეროდა, ჯაზი, სოული, ქანთრი, ფოლკი თუ სულაც  პოპი.
2000 წელს ახალი ბენდი, Slow Motion Quintet, აიყვანა და დღემდე მათთან მუშაობს, საბოლოოდ ჯაზ მომღერლად ჩამოყალიბდა და იმდენად ინდივიდუალურია, ჯაზისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციები და ექსპერიმენტებიც კი ვერ ცვლის იმას, რაც მარტო მისია. მშვიდი ხმა და ნელი ტემპი იმისთვის, რომ მსმენელმა არც ერთი ტონი, არც ერთი ბგერა არ დაკარგოს, გამოკვეთილი სიტყვები იმისთვის, რომ ყველამ შეიგრძნოს სიტყვის ფონეტიკური შესაძლებლობები. თვითონ ამბობს, რომ ზუსტად ეს წვრილმანებია ის, რაც უყვარს მუსიკაში. ვოკალსაც ინსტრუმენტად აღიქვამს და ცდოლობს, საკუთარი ხმის ყველაზე კარგი შემსრულებელი იყოს.
Tarpan Seasons მეექვსე ალბომია, სიმბოლოებით და ყოველდღიური,ადამიანური თემებით დატვირთული. ბოლო ტარპანი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, უკრაინაში დაფიქსირდა, და ამ ალბომამდე ცოტა ხნით ადრე, ხელოვნურად გამოიყვანეს და ნაკრძალებში გაუშვეს. Solveig-ი ამბობს, რომ სწორედ სტეპების ამ გამქრალმა  ცხენმა ამოუქექა ყველა ის თემა და მელოდია, რაც ალბომში მოხვდა.
გაზაფხულამდე ჯერ კიდე ბევრი დროა, ნორვეგიამდე შორი, სამაგიეროდ, ტარპანის სეზონამდეა ერთი დაკლიკება. სწორედ ამიტომ ყავთ ნორვეგიელებს ტკბილი და თბილი მომღერალი ქალები.

4 კომენტარი

  1. ბაბისა ამბობს:

    არ ვიცოდი მის შესახებ
    მოვუსმინე
    მართლა როგორი თბილი ხმა აქვს :) )

  2. ნასტასია ამბობს:

    ხოო,ბოლო დღეებია მარტო ეგ და მწვანე ჩაი მათბობს :)

  3. ანუშკა ამბობს:

    ჩემი ტომის სიმღერებს მღერის <3 <3

  4. ნასტასია ამბობს:

    ხოო,ანუშკა :)

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress