ელექტრონავტი 2009

2010 წლის 26 მარტს, კლუბში “გურუ” გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი “ელექტრონავტი 2009″. ტრადიციული ნომინაციების გარდა, წელს დაჯილდოებას ემატება ახალი ნომინაცია “წლის საუკეთესო ქართული თრექი”. ამ ნომინაციაში გამარჯვებულს, მუსიკის მოყვარულთა გარდა, გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, რომელიც იქნება დაკომპლექტებული უცხოელი პროდიუსერებით და დიჯეებით.

ქართველი პროდიუსერების საყურადღებოდ: იმისათვის რომ თქვენი თრექი იყოს წარდგენილი ნომინაციაზე “წლის საუკეთესო ქართული თრექი”, თქვენ უნდა შეავსოთ სპეციალური ფორმა და ატვირთოთ მაქსიმუმ 3 თქვენი თრექი, რომელიც შექმნილია 2009 წელს და რომელსაც ამ წელს თქვენ თვლით საუკეთესოდ თქვენს შემოქმედებაში.

ეს თრექები მოსასმენად (და არა გადმოსაწერად) დაიდება “ელექტრონავტი” ოფიციალურ ვებ–გვერდზე და ასევე გადაეგზავნება ჟიურის, რომელიც შეარჩევს საუკეთესოს.

ნომინაციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ფორმა 21 თებერვლამდე.

electronauts.ge

2 კომენტარი

  1. DreaMar ამბობს:

    გადაიდოო ეგ ცერემონიალი :|

  2. ნიკა გელდიაშვილი ამბობს:

    სამწუხაროა, თან მიზეზი უსპონსორობაა :|

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress