Surfer Blood – Astro Coast

Artist: Surfer Blood
Album: Astro Coast
Release Date:  January 19, 2010
Label: Kanine Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 

ახლა მოდაშია, ძირითადად ამერიკულ თანამედროვე როკ სცენაზე, 60-ების პოპის(beach boys) და 90-ების ინდი-როკ ჯგუფების(Pavement, Weezer) მიბაძვა. ამ ხერხს ბევრი მოღვაწე ბენდი მიმართავს. თუ ეს კარგად გამოგდის, მაშინ ძალიან წარმატებული ხარ. ყველაზე ნათელი მაგალითი კი ამის არის Animal Collective. კი, აქვთ ბიჭებს ერთგვარი უნიკალური საუნდი, მარა შიგნით ძირ-ფესვი მაინც ის ძველი ტკბილი პოპ-მუსიკაა. ხო, ახლა რაც შეეხება თვით Surfer Blood-ს. ეს ბენდი ფლორიდიდან არის. გამოჩნდნენ 2009 წლის მიწურულს, როდესაც რამდენიმე სიმღერა ამოტივტივდა ინტერნეტში, ხოლო შემდეგ მთლად სრულ-ფორმატიანი ალბომიც ხელმისაწვდომი იყო. ოფოციალურად კი Astrocoast 19 იანვარს გამოვდა. ახლა ბენდს უკვე ამერიკაში გასტროლები აქვს. ჯგუფის მთავარი გასაღები ისევ და ისევ ზემოთაღნიშნული მიზეზებია, მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუებში აღნიშნავენ , რომ ეს გავლენა მათ მუსიკალურმა ჟურნალებმა შეუთხზეს. ალბომის მთელი ღირსება პირველი და მეორე ტრეკია (floating vibes, swim) . მართალია დანარჩენებიც ისმინება, თუმცა ამ ორი სიმღერის ფონზე ცოტას მოისუსტებენ. ამ სტილის მუსიკის მოსმენა მე პირადად მირჩევნია ისევ ძველი, ჯიგრული Pavement-თა და Weezer-ით დავიკმაყოფილო. თუმცა რა იცი?! გაიზრდებიან , გამოცდილებას დააგროვებენ და იქნებ სულ ამათ ვუსმინო.

Myspace

3 კომენტარი

  1. სანდრო გვარჯალაძე ამბობს:

    ძლივს ვიღაცამ არ თქვა ის რასაც მე ვფიქრობ….

    ყელშია ეს 60იან 80იან 90იანების გადამღერება ღმერთმანი

    და შეფასებებში ზედმეტად კეთილები ხართ, 7 ალბომისთვის სადაც ორი ტრეკი თუ ისმინება მაღალია, აბა 4 და 5 ვიღას დაეწეროს. აგე Tocotronicის მშვენიერ ალბომს 7 დავუწერე, ერთი კი არა ყველა სიმღერა მშვენიერი მოსასმენია…

  2. გიორგი მამადაშვილი ამბობს:

    გადამღერება თავიდან საინტერესო იყო, მაგრამ უკვე ცოტა მოსაბეზრებელია. “Swim” კი OFFSPRING-ს მახსენებს :D

  3. დიტო ჩიქოვანი ამბობს:

    ძნელია შეფასება და მითუმეტეს ამ შეფასების სიტყვებით გადმოტანა. ორი ტრეკი განსაკუთრებით კაია და მაგის ფონზე სუსტებია სხვები, თორემ ისე ესეც ისმინება :) . “ყელშია გადამღერება” – კი შეიძლება არ მოგწონდეს, მარა ისეთიც ცოტაა დღეს( თუ ვაბშე არის) რომელიც უნიკალურია ზვუკში. და მე მომწონს გადამღერება თუ რათქმაუნდა კარგად აკეთებენ.

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress