Tocotronic – Schall und Wahn

Artist: Tocotronic
Album: Schall und Wahn
Release Date:  22.01.2010
Label: Vertigo Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 

როკ ჯგუფის ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე ჩარტებში წამყვან პოზიციებზე ექცევა ამას რაღაც განსაკუთრებული ჟღერადობის გამო არ იმსახურებს – აქ უბრალოდ მოლოდინის და სავაჭრო ნიშნის ეფექტი მოქმედებს. Tocotronic საკამოდ გავლენიანი ჯგუფია დღევანდელი გერმანურ როკ სცენაზე, და მათ ახალ ალბომს მსმენელი 3 წელი ელოდა.

“Schall und Wahn” ხმამაღლი და ხმაურიანი ალბომია, ამავე დროს საინტერესო და მრავალფეროვანი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სიახლეების ძიებასა და ტენდენციებთან ადეკვატურობის დევნაში Tocotronic – მა საკუთარი ჟღერადობა არ დაკარგა და სამწლიანი პაუზის შემდეგ გამოსული ალბომი ისევ Tocotronic-ის ალბომია – ძლიერი გიტარის პარტიებით, დისტორშენიანი სოლოებით და საინტერესო ტექსტებით. დისკი მთლიანობაში კარგად აწყობილი და მოსმენადია, ამის გაკეთებას ჯგუფი ყოველთვის ახერხებს და ჩემთვის Tocotronic-ის ალბომის მხოლოდ ერთხელ მოსმენა საკმარისი არსოდეს არის. “Schall und Wahn” თითქოს უფრო შევსებული და დახვეწილია ვიდრე 2007 წლის “Kapitulation”. საკმაოდ ლამაზი და სავსე გამოვიდა „Das Blut an Meinen Händen”, თბილი ორკესტრული არანჟირებით თითქოს კონტრასტშია მთელ ალბომთან, რომელიც ჟღერს ისე როგორც უნდა ჟღერდეს Tocotronic – გიტარულად და როკენროლურად. საინტერესოა  ალბომის პირველი ტრეკი –  Eure Liebe Tötet Mich 8 წუთს გრძელდება და ბოლო სამი წუთი აქედან ხმაურიანი, თითქმის პოსტროკულ-შუგეიზური ინსტრუმენტალია, საოცარი მოსასმენია. Im Zweifel Für Den Zweifel ლამაზი გიტარული ბალადაა, თითქმის უპრეტენზიო, მარტივი ორკესტრით უკანა ფონზე და საინტერესო ტექსტით. და ამ ალბომშივეა Stürmt Das Schloss – ხმაურიანი პანკი. მოკლედ დისკს ერთფეროვნება და მომაბეზრებელობა არ ემუქრება.

Tocotronic ისევ აკეთებს იმას რაც ყველაზე კარგად გამოსდის – ლამაზი, ემოციით სავსე სიმღერბის ალბომს“Schall und Wahn” მარტივი, ცოცხალი და ბუნებრივია, ზედმეტ ექსპერიმენტებს და გართულებულ ჟღერადობის ძიებას მოკლებული დისკი, რომელსაც აუცილებლად რამოდენიმეჯერ მოისმენ და შემდეგ ტექსტებსაც ყურადღებით გადაიკითხავ იმისთის, რომ მესამე მოსმენაზე უკეთსად გაერკვე ამ მუსიკაში. Tocotronic საერთოდ ბავშვობას და სკოლის წლებს მახსენებს, იმ დროს როცა მუსიკისაგან უბრალოდ სიმარტივეს, პრინციპულობას და ძლიერ დისტორშენს ვითხოვდი. “Schall und Wahn” ხმამაღლა უნდა მოისმინოთ, ზედმეტად ხმამაღლაც კი.

წავიდე კარი გავაღო, მგონი მეზობლები მოვიდნენ…

TRACKLIST:

#01] Eure Liebe Tötet Mich

#02] Ein Leiser Hauch Von Terror

#03] Die Folter Endet Nie

#04] Das Blut an Meinen Händen

#05] Macht Es Nicht Selbst

#06] Bitte Oszillieren Sie

#07] Schall und Wahn

#08] Im Zweifel Für Den Zweifel

#09] Keine Meisterwerke Mehr

#10] Stürmt Das Schloss

#11] Gesang Des Tyrannen

#12] Gift

7

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress