David Fincher-ს აქვს ერთი ფილმი სახელად „ზოდიაქი“. Fincher-ს საერთოდ კარგი ფილმები აქვს, სიამოვნებით უყურებს ყველა, თან რამდენიმეჯერ და ერთნაირი სიამოვნებით.
მაგრამ ეს ფილმი არავის უყვარს, რაღაც ნაცრისფერია, გაწელილია, არ არის საინტერესო პერსონაჟები, სტილი, ფერი, იდეა. ყველაზე მნიშვნელოვანი მის ფილმებში რაღაც განსაკუთრებული, უცნაური, არარეალური სამყაროა რომლის შიგნითაც ხდება მთელი მოქმედება სადაც პერსონაჟები განსაკუთრებული ადამიანები არიან – შიზოფრენიკები, მარტოსულები, შეყვარებულები, მოკლედ განსხვავებულები და საინტერესოები. „ზოდიაქში“ ასეთი არაფერი არ არის, სიუჟეტიც მდორედ ვითარდება და ფინალიც არანაირი აქვს ფილმს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ფილმი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.
მერე თქვით ვინმემ ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანიაო. არაფერიც. ნაცრისფერ ფონზე შავ-თეთრი ფიგურები გადაადგილდებიან და ამას რეალობა ჰქვია, მოსაწყენი ბიუროკრატების შეკერილ სამყაროში ცხოვრობ ძმაო და მეტი არაფერი.
რეალობა ბანძობაა, მიიღეთ ეს ფაქტი და ნურაფერს ელით, ერთადერთი რაც გიშველით საღამოს სახლში მისულს კარგი ალბომია პლეილისტში. Music washes away the dust of everyday life.
მუსიკაც შესაბამისი უნდა, ყველაფერს მოწყვეტილი, არარეალური და გაუგებარი. მარტო ასეთი მუსიკა თუ ჩამოგრეცხავთ ყოველდღიურობას მხრებიდან და ასეთ მუსიკას მარტო გიჟები აკეთებენ.
ისე მართლა რამოდენიმე დღის წინ ჩემი საყვარელი მუსიკოსების სიას გადავხედე და ბოზების, ნარკომანების და შიზოფრენიკების გარდა თითქმის არავინ იყო იქ.
ესეთია მეოცე საუკუნე.
მსგავსი გაუგებარი გიჟები შეიკრიბნენ ჯგუფში кубикмагги და აკეთებენ მუსიკას. ამ ჯგუფით თავიდან Ксения Федорова ვოკალის გამო დავინტერესდი. ვოკალის ეს უცნაური, მერედით მონკისეული მანერა ძალიან მიყვარს და ალბათ ერთერთი ყველაზე საინტერესოა თანამედროვე ავანგარდულ ჯაზში, თუმცა შეიძლება მალე ამოწურვადი აღმოჩნდეს. ამ ვოკალს Ксения Федорова-ს ფორტეპიანოც ემატება და მუსიკა უკვე საინტერესოა. (ისე მე რომ მკითხოთ დანარჩენი ინსტრუმენტების გარეშეც მიაღწევდა Федорова წარმატებას და საინტერესო მოსასმენი იქნებოდა).
кубикмагги-ს დღეისათვის ერთი ალბომი აქვს ჩაწერილი – оно не требуется. დისკი თავიდან ბოლომდე სტილისტურად ერთიანია. პანკები რომ დასვათ და კლასიკური მუსიკა ასმენინოთ, მერე ჯარეტი და კოლტრეინი გაარჩევინოთ სმენით, სოლფეჯიო დააზეპირებინოთ, ყოველდღე სახაზავი ურტყათ თითებში – ამ ალბომს ჩაგიწერენ და ამით შეგაფაფურთხებენ სახეში, მთელს ამ თქვენ კლასიკურ განათლებას ამოგიტრიალებენ და ენას გამოგიყოფენ. უფრო გასაგებად кубикмагги-ს ჟღერადობას ვერ აღვწერ.
ჯგუფის მუსიკაში ბევრი დახლვეწილი და ლამაზი მომენტია, თუმცა ხშირად ზედმეტად აგრესიული და უაზროდ გადატვირთული ხდება ჟღერადობა. ამ წამს რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს შეძლებენ თუ არა საერთოდ მეორე ალბომის ჩაწერას, რომელიც დაახლოებით მაინც იქნება ისეთი კარგი როგორც პირველია. ყოველ შემთხვევაში ერთი დისკი ნამდვილად დაგვიტოვეს, რომელიც წითელ-ყვეითელი წერტილია ყოველდღიურობის ნაცრისფერ ფონზე.




