Beach House – Teen Dream

Artist: Beach House
Album: Teen Dream
Release Date: January 26, 2010
Label: Sub Pop

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ალბათ, დღეს ცოტაა ისეთი ჯგუფი თუ არტისტი, რომელიც საერთოდ არ ცვლის საკუთარ სტილს და მაინც არ კარგავს ინდივიდუალურობას. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება Beach House , რომელიც აგერ უკვე უკვე მესამე ალბომს Teen Dream-ს უშვებს. დუეტის ახალი სტუდიური ნამუშევარი ისეთივე კარგია, როგორიც Devotion – მათი რიგით მეორე ალბომი. პრინციპში ლოგიკური გაგრძელებაა და ამას არც ვიქტორია მალავდა. Teen Dream-ის გამოშვებამდე ინტერვიუებში ჯგუფის სოლისტი აღნიშნავდა, რომ არანაირ სიახლეს არ შეთავაზებდა ინსტრუმენტალური თვალსაზრისით მსმენელს.ჯგუფი კვლავ განაგრძობდა დაკვრას იგივე სტილით, კერძოდ ვიქტორია სინთეზატორზე და და ალექსი გიტარაზე. სიმართლე გითხრათ, ამ ხალხის შემოქმედების მთელი ხიბლიც ამაშია. საოცრად მომაჯადოებელი ვოკალი შერწყმული ჰაეროვან გიტარ-პარტიებთან – სწორედ ესაა ბალტიმორელი დუოს ჯადოსნური ფორმულა. უაზრობაა სათითაოდ სიმღერების განხილვა, რადგაც ისინი ყველანი ერთი სიძლიერისა და სილამაზის პატრონნი არიან. და საერთოდაც გირჩევდით, ოდნავ მაინც თუ მოგწონთ მათი შემოქმედება, ჯგუფის ინტერვიუების წაკითხვას. მე მაგალითად ძალიან ბევრი რამ გავიგე მათ შესახებ იმ კუთხით, თუ რა შთააგონებთ მუსიკის წერაში და ა.შ. მოკლედ, ძალიან შემოქმედი ხალხია და რაც მთავარია ეს ალბომი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Beach House ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალური ბენდია თანამედროვე, ასე ვთქვათ, ინდი-როკ სცენაზე.

Myspace

2 კომენტარი

  1. N/ ამბობს:

    am album-s daaxloebit 1 tvis win movusmine da ai, martla kargia:) da chemi azrit wina 2 albomisgan sakmaod gansxvavebulia,tumca is “individuality” mainc ar daukargavt da es aris yvelaze kargi :) mokled, chemganac “+”-i am albums :D da tu gadmowert da mousment aramgonia inanot:)

  2. დიტო ჩიქოვანი ამბობს:

    ხო ზუსტად ეს მომწონს ამათში … ამდენი წელია ისევ ისე უბერავენ , მარა მაინც მაგრები არიან :D

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress