Brad Mehldau – Highway Rider

Nonesuch Records ამერიკელი ჯაზ პიანისტის – ბრედ მელდაუს ახალ ორდისკიან ალბომს “Highway Rider” 2010 წლის 16 მარტს გამოუშვებს. ალბომი მთლიანად შემდგარი იქნება მუსიკოსის ორიგინალური კომპოზიციებისგან. დისკის პროდიუსერი ინება ჯონ ბრაიონი, რომელთან ერთადაც მელდაუმ 2001 წელს ალბომ “Largo”-ზე იმუშავა.

ახალი დისკისთვის პიანსტმა თვითონ დაწერა ორკესტრის არანჟირება და როგორც პროდიუსერი გვპირდა მთელი ალბომი ერთი მთილიანი კონცეპტი უნდა იყოს. კარგი იქნება ისევ ძლიერი, შეკრული ალბომის მიღება მელდაუსაგან, მითუმეტეს რომ “Largo” საკმაოდ შტამბეჭდავი და სავსე დისკი გამოვიდა. ლეიბლის ვებ-გვერდზე გამოქვენებულია ვიდეო, ჩვეულებრივი “Making Of” არის, სადაც პროდუსერი და მუსიკოსები არ იშურებენ მაღალფარდოვან სიტყვებს მუსიკაზე სასაუბროდ, მაგრამ ის აკორდები და მელოდიები, რომლებიც ამ საუბარს ფონად ადევს საოცრად შთამბეჭდავია. მელდაუ როგორც რომანტიკოსი მუსიკოსი მშვენიერ გამოკვეთილ მელოდიებს გვთავაზობს და საინტერესო ჰარმონიებს იყენებს. ალბომში მიწვეულია საქსაფონისტი Joshua Redman – იც, და საქსაფონისთვის დაწერილი მელოდიები განსაკუთრებით საინტერსოდ მომეჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის სახელწოდება AC/DC-ს მახსენებს, წესით მშვენიერი ნამუშევარი უნდა გამოვიდეს. და უკვე მარტს მოუთმენლად ველი.

ტრაკლისტი

1.01    John Boy    3:11
1.02    Don’t Be Sad    8:35
1.03    At the Tollbooth    1:06
1.04    Highway Rider    7:42
1.05    The Falcon Will Fly Again    8:17
1.06    Now You Must Climb Alone    4:06
1.07    Walking the Peak    8:00
2.01    We’ll Cross the River Together    12:23
2.02    Capriccio    5:16
2.03    Sky Turning Grey (For Elliott Smith)    6:20
2.04    Into the City    7:34
2.05    Old West    8:24
2.06    Come with Me    6:15
2.07    Always Departing    6:21
2.08    Always Returning    9:52
3.01    Bonus Download: Highway Rider (commentary & demo)    9:34

1 კომენტარი

  1. თოკო ამბობს:

    მომწონს ეს მუსიკოსი

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress