15 იანვარს “როკ კლუბმა” სამეციდინო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ოთხ-დღიანი ფესტივალის პირველ დღეს უმასპინძლა. ეს ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხა გურჯაანის ცერებლარულ დამბლით დაავადებულ ბავშვთა პანსიონატს მოხმარდა. როკ კლუბში დაუკრა სამმა ქართულმა ბენდმა. პირველი ჯგუფი იყო “სანდა” , საკმაოდ სტაჟიანი ბენდი, რომელიც 1993 წელს დაარსდა. საღამოზე ასევე დაუკრა “Comic Condition“-მა, 2009 წელს დაარსებულმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილი ქართული ბენდის, Green Mama-ს წევრებისგან შესდგება, ხოლო მესამე არტისტად, ახალი ქართული პროექტი – “Sons of Carpenter” – წარმოგვიდგა. ორგანიზატორებმა კი მოგვაწოდეს ფოტო მასალა, რომელსაც აქვე იხილავთ.


