თუ ოდესმე აღმოჩნდებით მატარებელში თბილისი – Atqasuk, გზაში 175 საათი გექნებათ გასატარებელი 15 გადაჯდომით. საშინლად დამღლელი და მომაბეზრებელი მოზაურობა იქნება და ვინც კი მატარებელში შეგხვდებათ ან ჰიპი იქნება, ან ჰომოსექსუალისტი, ან მეთევზე, ან იდიოტი – სხვები ალასკაში არ მიდიან. ამ ხალხთან საუბარიც უინტერესო იქნება და მოკლედ თქვენი ბედი თქვენს ხელში იქნება მთელი ამ 175 საათის განმავლობაში და არა კაცი არ გამოჩნდება რომელიც შეგიმსუბუქებთ ამ მძიმე მოგზაურობას. თავი თვითონ უნდა გადაირჩინოთ.
გაიყოლეთ რამე წიგნი. და საუკეთესო რაც შეიძლება გაიყოლოთ Stephen Fry’ს Incomplete and Utter History of Classical Music არის. გაერთობით, ამასთან ერთად რამოდენიმე ფაქტსაც თუ დაიმახოვრებთ უკვე კარგია – მგზავრობა სრულიად უაზრო არ აღმოჩნდება. წიგნი ძირითადად კლასიკურ მუსიკაზეა, მაგრამ უფრო მეტი ამ წიგნში უბრალო ბოდიალია არაფერზე და თქვენს ჰომოსექსუალისტ თანამგზავრებთან საუბარს ამ ბოდიალის კითხვა ჯობს ნამდვილად (მიუხედავად იმისა, რომ Fry არ არის ბოლომდე ტრადიციული).
წიგნში ავტორი საკუთარ თავზეც ბევრს წერს და ხშირად ახსენებს იმას, რომ მიუხედავად თავისი დიდი სიყვარულისა კლასიკური მუსიკისადმი მას საერთოდ არ გააჩნია სმენა, ერთი წვეთიც კი, როცა ის პირს აღებს სიმღერის მაგივრად რაღაც ჭრიალის ხმა სიმის და ყველა ტონალობაში არტყავს გარდა იმისა, რომელიც საჭიროა. (თუ Fry’ს და Laurie’ს სკეჩებს ნახვათ, თავადვე დარწმუნდებით რომ ეს ასეა). Fry იმიასაც ხირად წერს, რომ სიამოვნებით დაუკრავდა რაიმე ინსტრუმენტზე ამის რამენაირი ნიჭი რომ ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოსდის. ალბათ ძნელია როცა გიყვარს მუსიკა და ვერ აკეთებ მუსიკას, უფრო მეტიც – რაღაც ანტიმუსიკას აკეთებ. ძნელია როცა მარტო ხარ ასეთი და ალბათ კიდევ უარესი უნდა იყოს როცა მთელი ქვეყანა შეიკრიბეთ ასეთი ხალხი. გიყვართ მუსიკა, სადაც არ უნდა გაიხედო თქვენი ქალაქებში ყველა მხრიდან მუსიკა ისმის, თან ისეთი კი არა იაფფასიანი და უგემოვნებო – არა ბატონო, კარგი, ღრმა, ახალი, საინტერესო, აქტუალური. და მოსმენის გარდა არაფერი შეგიძლიათ. ეს ტკივილი ერში გროვდება და გაუთავებელი რევოლუციებით, აჯანყებებით, მსოფლიოს დაპყრობის სურვილით იჩენს თავს.
ასეთია საფრანგეთი – პარიზს მუსიკა უყვარს მაგრამ მუსიკას ვერ აკეთებს. ნორმალური მუსიკოსიც კი არ გაგახსენდებათ ფრანგი რომ დაფიქრდეთ - შარლ აზნაური სომეხია და მორის რაველის რა გახსოვთ? რვა წუთიანი მოსაწყენი loop-ი, სახელად ბოლერო? ფრანგული და ორიგინალური ერთი აკორდეონის ჭრიალია, რომელიც ვერ გასცდა სათამაშო მელოდიების ესთეტიკას.
ფრანგული ჯაზი? მიშელ ლეგრანი და პეტრუჩიანი? მთქნარება მინდება ეს სახელები რომ მესმის. boring. მოკლედ საინტერესო მუსიკას ყველაზე ნაკლებად საფრანგეთიდან ველით, მაგრამ საფრანგეთში კარგი მუსიკას ელიან.
Yaron Herman 1981 წელს თელ-ავივში დაიბადა და 16 წილსამ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა, ისიც იმიტომ, რომ მუხლის ტრამვის გამო კალათბურთის მიტოვება მოუწია. 19ის გახდა და ჩააბარა ბერკლიში რომელიც არ მოეწონა და ის იყო წმინდა მიწაზე დაბრუნებას აპირებდა როცა გზად პარიზს წამოედო. საღამოს ჯემ სესია გამართა უცნობ მუსიკოსებთან და მეორე დილით კონტრაქტი მიიღო.
რა სულისკვეთებაა ამ ყრუ ხალხში, საოცრებაა… ახალგაზრდა და ნიჭიერი ხალხი უყვართ – იქ საზღვარგარეთ, თორე ჩვენთან ისევ კომპიუტერი და ინგლისურია მოდაში. მოკლედ ამ ყრუ ქვეყანაში ახალგაზრდა და ნიჭიერმა ებრაელმა ბიჭუნამ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია და 25 წლის ასაკში პირველი სოლო ალბომი გამოუშვა.
ზუსტად ეს დისკი სახელად Variations მთავრდება ამ წამს ჩემს პლეილისტში და უკვე ვიცი რომ ამ საღამოს კიდევ ორჯერ მანინც უნდა მოვისმინო ეს მუსიკა.
Jazzin’ ain’t easy. ჯაზის დაკვრა მუსიკოსი მთელი ცნობიერების გაერთიანებას ითქოვს, პიანინოზე დახრილი მუსიკოსი თავის მუსიკაში სრულად უნდა დაიკარგოს იმისათვის, რომ მისი იმპროვიზაცია კარგი გამოვიდეს, ცოცხალი და მართალი. ტყუილი ემოციიდან ბანძი ჯაზი გამოვა. Variations თავიდან ბოლომდე აწყობილია კარგ და სუფთა იმპროვიზაციაზე, თემები მრავალფეროვანია და საინტერესო კუთხიდან არის წარმოჩენილი. ტრადიციული summertime სულ სხვანაირად სუნთქავს და ეს განყობა არ არის საიდანღაც ჰაერიდან მოტანილი, – რასაც ჰერმანი უკრავს თვითონ გერშვინის ორიგინალში ისმის, უფრო მკრთალი ტონებით მაგრამ ნამდვილად იქაა; sting’ის fragile გაFანკებული და ლირიული – სტინგული. და ესეთი ალბომია რა, თავიდან ბოლომდე, მოკლე კომპოზიციები, რომლებიც ემოციების ჩანახატებს უფრო გავს იმპრესიონისტის ბლოკონტში, პიანისტის ღიღინი იმპროვიზაციისას, ეგრევე ჯარეტი გახსენდება, და სუფთა მუსიკა, რომელიც მუსიკოსს საკუთარი სულიდან მოაქვს, ზუსტად ის რაც არის ჯაზის არსი.
შემდეგ Yaron Herman Trio ჩამოყალიბდა, ტრიოში არცერთი ფრანგი არ არის, მაგრამ პარიზს უყვარს ნიჭიერი ბავშვები. ტრიოს უკვე ორი ალბომი აქვს ჩაწერილი 2007 წელს – A Time For Eveything და 2009 წელს – Muse. პირველი ალბომი საოცრად მრავალფეროვანი და ცოცხალია, მეორე უფრო ლირიული და ერთფეროვანი თითქოს, მაგრამ ჯაზ ალბომზე ერთი მოსმენით ბევრის დაწერა არასდროს არ ღირს და ეს ალბომებიც იმსახურებს ბევრჯერ ყურადღებით მოსმენას.
წარმატებები ფრჩხილებდაკვნეტილ ებრაელ ბიჭუნას პარიზში.
- http://www.allaboutjazz.com/php/musician.php?id=18814
- http://www.yaron-herman.com/
- http://www.myspace.com/yaronherman



ძაან მომეწონა კარგი სტატიაა,,და ტეხავს კომენტარებს რო არ წერთ,…..
უი ხო მარტო პეტრუციანიზე არ ვეთAნხმები ავტორს დანარჩენმა გაასწორა …
აზე არ ვარ ამ მუსიკოსის და მადლობა რო გამაცნო
lets see!
Influences: Music: Opher Brayer, Keith jarrett, Art tatum, Teddy Wilson, Bjork, Bach, Hindemith, Mahler, Miles Davis, John Coltrane, Paul Bley, Alban Berg, Wynton Kelly, Bud Powell, Monk, Lennie Tristano,Ravel, Brad Mehldau, Herbie Hancock, Chick Corea, Elmo Hope, Herbie Nicholes, Ornette Coleman, Grigori Sokolov, Glenn Gould, Ahmad Jamal, Frank Sinatra, Billie Holiday, Earl Hines,Erroll Garner, Jaki Byard,Jeff Buckley, Radiohead,Frederic Rzewski, Louis Armstrong and Jack Teagarden, Martha Argerich, Paul Motian,Shostakovich, Sting, Pollock, Basquiat, Kandinsky, Klee, Gurdjieff, Ouspenski, Henry Miller, Zen, Nietzsche, Silence, Nature, My family and a few more million things
მაგრად უწერია
სხვათაშორის თბილისშიც იყო ჰერმანი თავის ტრიოსთან ერთად და კონცერტიც ჰქონდა კონსერვატორიაში. მე არ ვყოფილვარ, რაღაც მოდეპრესიო პერიოდი მქონდა მაშინ და ხასიათზე არ ვიყავი, ეხლა კი მაგრად ვნანობ…
ტჰენკს :C
ხო მეც მაგრად დამევასა, სტატიაც და მუსიკაც
კაი ნამუშევარია სანდრო
ისე 1-2 სურათით მეტი ჩაურთე ხოლმე
მადლობა, საინტერესო სტატიებისთვის..ჰერმანს ,რაც შეეეხება , მართლაც საინტერესო მუსიკოსი ჩანს, მე ვიყავი მის კონცერტზე, კონსერვატორიაში და ძალიანაც ვისიამოვნე, ღიმილით შევცქეროდი, ფორტეპიანოს , რამის ფეხებით შედგა… ჯარეტობა, მეც შევამჩნიე