Nikakoi-ს საღამო 33ა-ში

Nikakoi at club 33aროგორც მუზამეს აქტიური მკითხველებისთვის და ნიკა მაჩაიძის მუსიკის მოყვარულებისთვის ცნობილია, 9 იანვარს კლუბ 33ა-ში ნიკას საღამო იყო, რომელიც ტრადიციული ქართული დაგვიანებით დაიწყო!!

ვინც კლუბ 33ა-ში ნამყოფი ხართ, გეცოდინებათ იქაური ატმოსფერო, რაც, ჩემი აზრით, ან ასეთი ჟანრის მუსიკისთვის არ არის განკუთვნილი, ან ჩემს სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება. უბრალოდ “პუფებში” ჩაფლობილი 30-ოდე ახალგაზრდა, რომელიც გაუნძრევლად უსმენს ასეთ ბითებს, მელოდიას, მოკლედ ელექტრონულ მუსიკას, უცნაურია მომეჩვენა და ძალიან დამაინტერესა რომელ სამყაროში იყვნენ გასულები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე სხვა რამეშია – ქართველ მსმენელს ალბათ ეშინია ემოციის გამოხატვის, სათაკილოდ მიაჩნია ადგეს და იცეკვოს ელექტრონულ მუსიკაზე.მგონი დროა ეს პრობლემა ყველამ ჩვენს თავში მოვაგვაროთ, სხვანაირად ამას 100 ჩამოყვანილი სანატრელი ჯგუფითაც კი ვერ უშველი (ამ თემაზე ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ უნდა დამეწერა).

Nikakoi at club 33a

რაც შეეხება მუსიკალური მხარეს, ძალიან კარგი იყო. მოსმენილი კომპოზიციებიდან დიდი ნაწილი უცხო და ახალი იყო. შესანიშნავი მიქსი იყო. დასაწყისში ლამაზ ემბიენტურ ტალღებს აგვაყოლა, შემდეგ კი უხეში, მაგრამ სასიამოვნო გლიჩ ბითები წამოვიდა და ბოლოს, საკვირველია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ რითმული ტექნოც კი მოსინჯა ნიკამ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი და საინტერესო მოგზაურობის ასოციაციას ქმნიდა.

P.S. ახლო მომავალში კი ნიკასთან ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ…

3 კომენტარი

  1. კარგი სიახლეა :) ალბათ კარგი იქნება :)

  2. ის გილმორი ამბობს:

    სად უნდა ეცეკვათ ბიჭო? :D სადაა ცეკვის ადგილი მანდ :D

  3. Fawkes ამბობს:

    ცოტა ვრცლად უკეთესი იქნებოდა :)

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress