Chris Garneau

ChrisGarneau1Chris Garneau  ბოსტონელია და სანამ ნიუ იურკში დასახლდებოდა, ოჯახთან ერთად ჯერ პარიზში, მერე ნიუ ჯერსიში ცხოვრობდა.

მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, პიანინოს დაკვრას რომ სწავლობდა, მაშინ გაუჩნდა. ასევე უყვარს მიუზიკლები სადაც მანამდე თამაშობდა, სანამ სოლო-ტურნეების გამართვას დაიწყებდა. იქვე გაიცნო დანქან შეიკი, რომელიც მუსიკას წერდა იმ მიუზიკლისთვის (Spring awakening ), რომელშიც ქრისი თამაშობდა და სწორედ ის დაეხმარა პირველი ალბომის გამოშვებაში – Music for Tourists (2006).   ამ ალბომზე თითქმის 5 წელი მუშაობდა. ახლა 25 წლის არის და უკვე სამი ალბომი აქვს გამოშვებული: Music for Tourists (2006), C-Sides (2007), El Radio (2009)

albumsmall

განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა სადებიუტო ალბომიდან სინგლები :  We don’t try  და Relief.

მისი რბილი და ინტიმური ხმის გამო ხშირად ადარებენ   Rufus Wainwright-ს და Sufjan Stevens.
თვითონ ამბობს, რომ მისი მისაბაძები არიან: Jeff Buckley, Nina Simone, Elliott Smith და Chan Marshall (Cat Power).
მის სიმღერებს ხშირად ინტიმური ტექსტები აქვს, თვითონ მასზე ამბობენ რომ არის 25 წლის კაცი, რომელიც ცხოვრობ 16 წლის ბიჭის ან გოგოს სხეულში, როცა პირველად უსმენ, გიჩნდება გრძნობა რომ სიმღერა გეფერება და ხანდახან ხმა იმდენად თბილი და რბილია, მართლა ფიქრობ,ვინ მღერის, გოგო თუ ბიჭი. . .

chris_garneau
მისი ხმის გარდა პიანინოს,ჩელოს, ფლეიტის და ჰარმონიკის ხმები,თბილ და მყუდრო განწყობას ქმნიან,შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისს რომ უხდება,ზუსტად ისეთს. . .

2 კომენტარი

  1. ბაბისა ამბობს:

    თბილი ხმა აქვს მართლა, სიმშვიდე მოაქვს და მელოდიური სიმღერებია :]
    მისაბაძებიც კარგად ამოურჩევია :]

  2. ხო,ბაბისა,ჭკვიანია :D
    მარა მგონია რო Jeff Buckley-ს ზომაზე მეტად ისახავს მაგალიტადიმიტო რო ძალიან მაგასთან მონათესავე სიმღერები აქვს :P

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress