Artist: Bear In Heaven
Album: Beast Rest Forth Mouth
Release Date: 14 October, 2009
Label: Hometapes
ჯგუფი 2003 წელს დაარსდა ბრუკლინში Jon Philpot-ის მიერ. მათი მუსიკა psychedelic-ის, electronic-ისა და krautrock-ის ნაზავს წარმოადგენს. Bear in Heaven-ის პირველი რელიზი იყო Tunes Nextdoor to Songs EP, რომელიც Jon Philpot-ის სოლო პროექტი უფრო იყო, რადგან მასთან მუშაობდნენ სხვადასხვა მოწვეული მუსკოსები.
ჯგუფის დღევანდელ შომადგენლობაში არიან: Jon Philpot (ვოკალი, გიტარა, კლავიში), Adam Wills (გიტარა, ბასი), Sadek Bazarra (ბასი, კლავიში), Joe Stickney (დრამი). მათი ბოლო ნამუშევარია “Beast Rest Fourth Mouth”.
ალბომის პირველი სიმღერაა “Beast in Peace”, დრამის მძაფრი, ველური რითმების კარგი ნაზავია ვოკალთან მაგრამ დღეს ამით ვერავის გააკვირვებ.
შემდეგ მოდის “Wholehearted Mess”, სიმღერა, რომელიც დაგავიწყებთ მათ წინა მინიმალისტურ ნამუშევრებს, პერკუსია, კლავიში, ვოკალი და საერთოდ ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ “5-იანზეა” ამ სიმღერაში. ამ ალბომიდან კიდევ ავღნიშნავდი “Lovesick Teenagers” ამ სიმღერაშიც იგრძნობა ჯგუფის პოტენციალი. ეს ორივე სიმღერა შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გადმოტვირთოთ ჯგუფის last.fm-ის პროფილიდან.




