Delphic – Acolyte

Artist: Delphic
Album: Acolyte
Release Date: 11 January, 2010
Label: Universal Music

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ჩნდება ისეთი ჯგუფი, რომელიც უდიდესი პონტენციალის მქონეა და მასზე საუბრობს ყველა, მუსიკალურ მედია სივრცეში. 2010-ში ეგ ჯგუფი იქება მანჩესტერული Delphic, რომლის შემადგენლობაში შედიან: Dan Hadley (დრუმები), James Cook (ვოკალა), Matt Cocksedge (გიტარასტი) და Richard Boardman (სინთები). ამ კვარტეტს უკვე ადარებენ New Order-თან, მათ ალბუმს ყველა ელოდება, ეს ალბუმი სახელწოდებით Acolyte, 2010 წლის 11 იანვარს გამოდის. მაგრამ ჩვენ ხო ქართველები ვართ, ჩვენ ხო ყველას ვჯობივართ და ამიტომ მე და კიდე ბევრ ნამდვილ პატრიოტ ქართველს ეს ალბუმი უკვე აქვს და უკვე მოისმინა და ისიამოვნა ამ, მომავალი ვეფხვის წლის (მე ვეფხვი ვარ და კაი წელი უნდა იყოს ჩემთვის წესით), აღმოჩენით.

ნუ ეხა სიმართლე რომ გითხრათ არ გადავრეულვარ და თმები არ მიწიწკნია თავზე, მაგრამ ალბუმი ისმინება სიამოვნებით, და რამოდენიმე ტრეკზე ცეკვაც გინდება, და ზიხარ ასე სკამზე და არწევ შენ სხეულს Delphic-ის სინთეზირებულ რითმებზე. მაგრამ მართლა რაღაც ახალი ტალღა შემოიტანა ამ ჯგუფმა, თან მანჩესტერიდან არიან და მანჩესტერული რეივის და ჰასიენდას ზეგავლენაც დაეტყოთ, აი რას წერენ ცნობილ ბრიტანულ გაზეთში The Guardian: «Delphic could be the best new band in Manchester, as they evoke the spirit of its Hacienda days in a forward-thinking, indie-rave type way. Are we going to have to start calling them ‘nu-Madchester’?».. ჰასიენდა ვინც არ იცის რა არის უყუროს ფილმებს, როგორიცაა “24 Hour Party People“ ან “Factory: Manchester – from Joy Division to Happy Mondays”. და მიხვდებით მერე რაზეცაა ლაპარაკი.
ყველაზე ნათელი ტრეკი ჩემთვის და შეიძლება არა მარტო ჩემთვის არის This Momentary, რომლის კლიპი ჩერნობილში იყო გადაღებული და მისი ნახვა შეგიძლიათ აქ. და ვინც პირველ Modern Warfare-ს თამაშობდა იცნობს ბევრ ადგილებს ამ კლიპიდან რომელიც ჩერნობილის მისიებში იყო

მოკლედ, ვისაც ჯერ არ გაქვთ მოსმენილი შეგიძლიათ გადმოწეროთ ალბუმი, მემგონი ყველგან დევს უკვე, მაგრამ მე აქ არ დავდებ, ჩვენ ხომ ოფიციალურები და წესიერები და კეთილები ვართ, მაგრამ შემიძლია დავდო ლინკი საიდანაც ოფიციალურად და ლეგალურად და საყვარლად შეგიძლიათ გადმოწეროთ 4 ტრეკი. ისე სხვათაშორის ალბუმი ძვირი არ ღირს, სულრაღაც 8 ფუნტი თურაღაც, Delphic-ის ნაირი ჯგუფები ლაივებით შოულობენ ფულს.. ჰოდა ვისაც გინდათ და გაქვთ საშუალება ინტერნეტში ყიდვის შეგიძლიათ იყიდოთ აქედან.

MySpace

5 კომენტარი

  1. დიტო ჩიქოვანი ამბობს:

    ყველაზე თესლი მისიაა cod-ში ჩერნობილი :D ჯგუფს რაც შეეხება ერთიორ ვეშს მოვუსმინე და კაია. ალბომსაც ვიწერ უკვე :)

  2. william acid ამბობს:

    ჰოო ჩემი საყვარელი მისია იყო :E

  3. გიორგი მამადაშვილი ამბობს:

    საკაიფო ალბომია

  4. ნიკა გელდიაშვილი ამბობს:

    New Order-მდე რამდენად გაქაჩავს არ ვიცი, მარა მოსმენა ღირს ნამდვილად და კლიპებიც კარგი აქვთ

  5. Leonard Shelby ამბობს:

    Delphic–ის ალბომი თითქმის ერთი თვე არის რაც მაქვს, ქართველობიდან გამომდინარე :დ 2009 წლის საუკეთესო ალბომებში ერთადერთი მიზეზით არ სევიყვანე, ალბომის რელიზი 2010 წელსაა. იმედისმომცემი ჯგუფია, თუმცა ერთ ალბომიანი ჯგუფების მეტი რა მინახავს, მალევე რომ “იღუპებიან”

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress