Artist: Bob Dylan
Album: “Here Comes Santa Claus”
Release Date: 13.10.09
Label: Columbia
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ბობ დილანმა თავისი ბოლო,საშობაო სიმღერების ალბომი შობამდე ცოტა ადრე,ოქტომბერში გამოუშვა.ეს წელს მომღერლის მეორე ალბომია.როცა პირველად გავიგე ამ სიახლის შესახებ,ვიფიქრე,რომ ბობი არ ბერდება,ის უბრალოდ სულ ხმაჩახლეჩილი,მხიარული და არაორდინალური ბიჭი იქნება,რომელიც მზად არის,სისულელეები აკეთოს. ამ სისულელეებით კი არამარტო დილანის მუსიკის და ჩახლეჩილი ხმის მოყვარულები,არამედ საზეიმო განწყობაზე მზრუნველი უამრავი ადამიანი მშვენივრად იქცევს თავს…ალბომიდან შემოსული თანხები მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა. . .
“Here Comes Santa Claus” დილანის 47 ალბომია…მე სხვანაირი დილანი უფრო მიყვარს,არასაშობაო კლასიკით და პირველი ალბომებით,მაგრამ როდესღაც თმაგაწეწილი ბიჭები იზრდებიან,ქველმოქმედების და მხიარული დღესასწაულების ხასიათზე დგებიან და ასეთი ალბომებიც იწერება…




ის სხვა დილანია, რომელმაც თავიდან თავი შეგვაყვარა, მართალია
მაგრამ ეს კარგი პროექტია და მომწონს, ესეც :”>
არა იგივე დილანია, უბრალოდ ბაბუებს რომ ემართებათ ხოლმე, სხვადასხვა ახირებები და ა.შ. ეგ დაემართა მასაც
bobys dzvel albomebze vgijdebi, geniosia. mara esec kargi albomia …aqedan gansakutrebit Must Be Santa momcons sazeimo ganwyobas miqmnis.