გიტარისტი ჯონ ფრუშანტე Red Hot Chili Peppers-დან წავიდა. მისი განცახდებით ამის მიზეზი განსხვავებული მუსიკალური ხედვაა. “მარტივად რომ ვთქვა, ჩემმა მუსიკალურმა ინტერესებმა მიმიყვანა განსხვავებულ გზაზე. ბენდში მოღვაწეობისას ჩემი მიზანი იყო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მუსიკის შექმნა . მე ძალიან მიყვარს ბენდი და ჩვენი საერთო ნამოღვაწარი. ისიც მესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბევრისთვის ჩვენი შემოქმედება, თუმცა მე ჩემს ინტერესებს უნდა გავყვე – განაცხადა ჯონმა. შეგახსენებთ, რომ მან RHCP-ში 12 წელი გაატარა, მაგრამ ამავედროულად აქტიური სოლო-კარიერა ჰქონდა. წელს მან მეათე სტუდიური ალბომი – The Empyrean – გამოუშვა.

კომენტარები

  • სწორეც ქნა ჯონიმ რადგან ის უფრო სერიუზულ მუსიკას წერს ცალკეე ვიდრეე პეპერსებშიი, ძალიანაც კარგიიი ქნაა რომ პროდუსერებს არ მიყიდა სულიი ყოჩაღ ჯონ! მარა რატომღაც ჯონის გარეშე ეს ბენდი არ წარმომიდგენიაა! ჯონი ყველაზეე მაგარი იყო დანარჩენებთან შედარებით!!

  • მავნე

    უმაგისოთაც დედის მკვლელები არიან…

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.