MUZAME – კვირის ნომერი (#3)

აი ახლოვდება ახალი წელიც და წინასაახალწლო ციებ-ცხელება უფრო და უფრო სახალისო ხდება. ვფიქრობთ სად შევხვდეთ ახალ წელს, ვის ვეწვიოთ სტუმრად, ვინ მოვიპატიჟოთ, სახლი როგორ მოვრთოთ, რა ვსვათ, რა ვჭამოთ… მოკლედ ყველაფერზე ვფიქრობთ…

განსხვავება ისაა, რომ მელომანები ამ სიას კიდევ ერთ კითხვას უმატებენ: რას მოვუსმინოთ? მომდევნო კვირას მუზამე შემოგთავაზებთ საახალწლო სიმღერების კრებულს, რომელიც ნამდვილ საზეიმო განწყობას შეგიქმნით. დაწყებული გასული საუკუნის ბლუზ-მოტივებზე აგებული რეტრო-ჰანგებით, დამთავრებული Marry Christmass-ის მეტალ და ელექტრო ვერსიებით, ისე რომ ყველა ჟანრის მსმენელი კმაყოფილი დაგვრჩეს.

მომდევნო კვირასვე მუზამე ახალ ავტორებს, ახალ პუბლიკაციებსა და ახალ ინტერვიუებს შემოგთავაზებთ, ოღონდ ამჯერად ქართულ ჯგუფებთან… აი იქამდე კი ერთად წავიკითხოთ, რა “გამოვჩარხეთ” მუზამეს ავტორებმა ჩვენს მუსიკალურ ლაბორატორიაში.

სიახლეები:

  • ===> U2-ს თემას აქტუალობა არც ამ კვირას დაუკარგავს, თუმცა თემის გაგრძელება არც იმდენად სასიხარულო აღმოჩნდა როგორც  პრეზიდენტი გვპირდებოდა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ოფიციალურად განაცხადა რომ U2-ს ჩამოყვანა ახალწელს თბილისში არ იგეგმება. ჯერჯერობით მიმდინარეობს მხოლოდ მოლაპარაკებები ჯგუფის ბათუმში ჩაყვანაზე 2010 წლის სექტემბრისთვის.
  • ===> სამაგიეროდ პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ 2010 წლის გაზაფხულზე თბილისს ერთი ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფი ნამდვილად ეწვევა, დაკონკრეტებისგან კი ჯერჯერობით თავს შევიკავებ
  • ===> Coheed and Cambria, 2010 წლის აპრილში ახალ ალბომს “Year Of The Black Rainbow”-ს უშვებს, რომელსაც 300+ გვერდიანი პროზაული ნოველა მოჰყვება ბენდის ისტორიის შესახებ.
  • ===> ლეგენდარული Deep Purple-ს კონცერტი პირდაპირ ეთერში გადასცა, იტალიის ტელე-რადიო მაუწყებელმა (RAI) რადიო 2-მა.
  • ===> Grizzly Bear უკვე მეორე ფილმის “Blue Valentine” თვის წერს მუსიკას, ხოლო პირველი ფილმი იყო – “Twilight – New Moon” (ამ ფილმისთვის მუსიკა დაწერეს Thom Yorke-მ და Bon Iver-მაც)
  • ===> ლიამ გალაჰერი ახალ აბომზე მუშაბს, ალბომს კი “Oasis 2.0″ ერქმევა.
  • ===> გავიგეთ ოქროს გლობუსზე ნომინირებული მუსიკოსები. ოქროს გლობუსის რიგით 67-ე ცერემონიალი 17 იანვარს გაიმართება.
  • ===> Vampire Weekend-მა მესამე სიმღერა წარგვიდგინა თავისი ახალი ალბომიდან.

რეცენზიები:


ინტერვიუ:

ძალიან საინტერესო ინტერნეტ ინტერვიუ შემოგვთავაძა დათომ, ცნობილ ამერიკულ დუეტთან “Beach House”-თან, მართალია ჯგუფის წევრები სიტყვაძუნწები აღმოჩნდნენ, მაგრამ მაინც ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ.


Free Download:

ამ კვირაში შესანიშნავი Volume 4 და Volume 5 გვქონდა, რომლებშიც ძალიან საინტერესო და სრულიად უფასო მუსიკა შევიდა, რომლისთვისაც დიდი მადლობა დიტოს.


სულ ეს იყო, პატარა მაგრამ საინტერესო მუსიკალური კვირა. მართალია ახალწელს U2-სთან ერთად ვერ შევხვდებით, მაგრამ იმედია ბათუმში მაინც ვიხილავთ მათ. ასევე არანაკლები სუპრიზი ელოდება ჩვენს მკითხველს გაზაფხულზე… მოგვწერეთ თქვენი რჩევები და შენიშვნები: info@muzame.ge

ასევე გამოიწერეთ ჩვენი RSS არხი და იყავით მუდამ მუსიკალური სიახლეების კურსში

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress