Epic45 – In All the Empty Houses EP

Epic45 - In All The Empty HousesArtist: Epic45
Album: In All the Empty Houses EP
Release Date: 15 Octomber 2009
Label: Make Mine Music

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ძალიან მიყვარს ალბომის გარეკანი . უმეტეს შემთხვევაში როცა ალბომის არჩევაზე მიდგება საქმე , სწორედ მის გამო ვიწერ . თითქოს სურათი მეუბნება თუ როგორ უნდა ჟღერდეს მუსიკა. განსაკუთრებით სახასიათოდ აფორმებს ქავერს ემბიენტ/პოსტროკ/შუგეზ შემსრულებელი , თითქოს ცდილობს მუსიკა მაქსიმალურად დააკავშიროს ვიზუალურ მხარესთან.ამ ხერხით მუსიკის ამორჩევა ხშირად წარუმატებელია,თუმცა რათქმაუნდა არსებობს გამონაკლისები და ერთ-ერთი მათგანი სწორედ Epic45-ია, რობ გლოვერისა და ბენ ჰოლტონის პოსტროკ დუეტი . ოღონდ არა ისეთი პრიმიტიული, როგორებიც უკვე მომრავლდნენ ამ ჟანრში. თუმცა მათი მუსიკა მხოლოდ პოსტროკით არ შემოიფარგლება. In All The Empty Houses  დუეტის უკანასკნელი ნამუშევარია, რომელშიც 6 სიმღერაა. საგულისხმო ისაა, რომ ამ ალბომში ვოკალს უფრო აქტიურად იყენებს ბენდი, ვიდრე წინა რელიზებში. ვოკალის გამოყენება ცოტა უცნაური ნათქვამია, მაგრამ სიმღერებში მართლაც ინსტრუმენტივით ჟღერს. ეს ალბომი ნამდვილად არაა პირდაპირი პოსტროკი, არამედ მშვენიერი შეზავება ემბიენტის,ელექტრონიკის,ფოლკის და შუგეზის. რაც მთავარია ეს ყველაფერი Epic45-ს საკმაოდ აკურატულად და ზომიერად გამოსდის. გასხვავება კი წინა ნამუშევრებთან, ალბათ უფრო მეტი კონცენტრირებაა კონკრეტულ სიმღერაზე. ყოველი კომპიზიციაში გამოკვეთილია მუსიკალური თემა, რითაც ის გამოირჩევა სხვებისგან და ამავედროულად ორიგინალური მოსასმენი ხდება. ერთი სიტყვით, საოცრად ჰაეროვანი და ატმოსფერული ალბომი, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათის განმავლობაში იმ სახლს დაგათვალიერებინებთ, ალბომის ქავერზე რომ არის .
Epic45

Myspace

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress