Paul McCartney, U2 და Karen O (Yeah Yeah Yeahs) ოქროს გოლობუსზე არიან ნომინირებული. ლეგენდარული პოლ მაკართნი და U2 დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ნომინაციაში საუკეთესო სიმღერა, ასევე ამ ნომინაციაში წარდგენილია ჯეიმს ჰორნერის და საიმონ ფრანგელის სიმღერა “I See You” (ფილმ ავატარი თემა) Leona Lewis-ის შესრულებით (და რატომღაც ძალიან მაგონებს ტიტანიკის საუნდტრეკს სელენ დიონის შესრულებით). კარენ ო კი ნომინირებულია ფილმისთვის “იქ, სადაც მონსტრები ცხოვრობენ” სპეციალურად შექმნილი თემისთვის ნომინაციაში Best Original Score.
ოქროს გლობუსის რიგით 67-ე ცერემონიალი გაიმართება 17 იანვარს.


