როცა ვინმე სკანდინავიის ქვეყნებს ახსენებს, პირველი ასოციაცია, რაც მიჩნდება, ვიკინგები და სკანდინავიური მუსიკაა, რომელშიც რაღაცნაირად ვიკინგები ისევ ცოცხლობენ. . .
როცა ვინმე ნორვეგიას ახსენებს, მახსენდება მთელი სია მეტალ ჯგუფების, რომლებსაც როდესღაც ვუსმენდი. . .
მერე ასევე როდესღაც მივხვდი, რომ უფრო ის ჯგუფები მაინტერესებდა, რომელთა მუსიკაშიც რამდენიმე ჟანრის ელემენტები ერთადაა. . .
ზუსტად ასეთია ჯგუფი დადაფონი. . .
მათი სიყვარულის დაკარგული აკორდები არის რაღაც შუალედური
ინდს, პოპ-მინიატურებს, ჯაზს, როკსა და აფრიკულ ეთნოს შორის. . .
მიუხედავად მუსიკის კრიტიკოსების დადებითი შეფასებებისა, ჯგუფი კომერციული თვალსაზრისით ფაქტობრივად წარუმატებელია. . .
ჯგუფის სოლისტი, Kristin Asbjørnsen,2004 სოლო ალბომს წერს,რომელიც კომერციულად უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ჯგუფის ალბომები. . .
და არა მარტო კომერციულად,
სამი ტრეკი ალბომიდან “Seafarer’s Song”, ბუკოვსკის ერთ-ერთი რომანის ეკრანიზაციისთვისაა გამოყებული. . . ფილმი “factotum” ბერტ ჰამერის გადაღებულია. . .
2005 წელს კი საუკეთესო კინომუსიკისთვის პრიზიც აიღო. . .
ჯგუფი 1995 წელს ჩამოყალიბდა და თავიდან Coloured Moods ერქვა, დადაფონი 2000 წელს დაირქვეს.
თუ ვინმეს დადაფონის ხსენებისას დადიასტური სკოლა გაახსენდება, შეუძლია ისევ დაივიწყოს. რადგან დადას და ჯაზზს საერთო არაფერი არფერი აქვთ.
ცვლილება არა მარტო ჯგუფის სახელმა, შემადგენლობამაც განიცადა.
პირველად შემადგენლობაში იყვნენ:
Kristin Asbjørnsen-ვოკალი
Jostein Ansnes-გიტარა, ვოკალი
Martin Smidt, Carl Haakon Waadeland – დასარტყამი ინსტრუმენტები(2002-მდე )
Bjørn Ole Solberg – საქსაფონი
ახლანდელი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
Kristin Asbjørnsen- ვოკალი
Jostein Ansnes-გიტარა, ვოკალი
Øyvind Engen – ჩელო, კლავიში (2002-დან)
Eirik Øien-ბასი, კორნეტი (2002-დან)
Martin Langlie -დასარტყამები (2005-დან)
დადაფონი მე მგონი ის იშვიათი გამონაკლისია სკანდინავიური ბენდებიდან, როცა ვიკინგები არ მახსენდება, სამაგიეროდ მახსენდება როგორ მიყვარს, როცა ქალს ასეთი რაღაცის მომყოლი ხმა აქვს და კიდე, როგორ მიყვარს გამონაკლისები. . .



ვააა მომეწონაა ძალიან, კარგი ხმაა აქვსსს
ჯენის ჯოპლინი გამახსენდა,,კარგი მუსიკაა მომეწონა