The Bloody Beetroots – Romborama

romboramaArtist: The Bloody Beetroots
Album: Romborama
Release Date: August 25, 2009
Label: Dim Mak Records
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

როცა მეკითხებიან რა მუსიკას უსმენ, მე ვპასუხობ „ყვერებიანს“, პოსტპუნკი იქნება ეს, ინძი, ელექტრო, თუ მიატალი თუ კლასიკა. ჰოდა დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი რომელიც ერთერთ ყველაზე ყვერებიან მუსიკას აკეთებს, ისინი ხელებით კი არ უკრავენ ისინი ყვერებით უკრავენ, და ეს დუო არის The Bloody Beetroots იტალიიდან და ვენეციიდან იმიტორო ვენეცია იტალიაშია ჰო. სისხლიანი ჭარხლების ფესვების შემადგენლობაში შედიან Bob Rifo და Tommy Tea. ორივენი უკრავენ მუსიკალური სახეობის ინსტრუმენტებზე, ისინი არ გეგონოთ ვიღაც უნიჭო მართო გამიქსვის მცოდნე დიჯეები >:|. მოღვაწეობენ 2006 წლიდან მაგრამ ალბუმი არ გამოუშვიათ 2009 წლამდე. ეს კიდევ მეტყველებს იმაზე, რომ სისხლიან ჭარხლის ფესვებს ძალიან ძალიან უყვართ ლაივი და მაგით შოულობენ ფულს, რაც ჩემთვის ძალზედ დასაფასებელი შტრიხია :E

ეს ჯგუფი 2008ში აღმოვაჩინე მათი პირველი, თავისი სტუდიაში ჩაწერილი, მაგრამ არ გამოცემული რელიზით I Love The Bloody Beetrootsით, რომელიც 2006 წლით თარიღდება. ამის შემდეგ მათი მუსიკა ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდა. სხვათაშორის ეგ რელიზი მათი ერთერთი საუკეთესოა და ყვერებიანი ალბათ ყველაზე უფრო ყვერებიანი სხვა რელიზებთან შედარებით და ამ წელს გამოსცეს ოფიციალურად.
სანამ რომბორამას მოვუსმენდი დიდი ხნის განმავლობაში თითქმის ყველაფერს მოვუსმინე… მათ დაახლოებით რომ ამ სახურავამდე მიეღწიათ… და შეძლეს თავისი სტილის დაჭერა… დახვეწილი არაპლაგიატური საუნდით ისინი სისხლს ასხავდნენ dance floor-ს და დამსახურებულად გცემენდნენ კითხვაზე პასუხს “Who the fuck are you? – The Bloody Beetroots”
მაგრამ მივუბრუნდეთ ალბუმს რომელსაც მე დიდიხანია ველოდებოდი და ვნერვიულობდი კიდევაც. იმიტრომ რომ ელექტრო-ტეჩნოს სფეროში მიმდინარე ტენდენცია იაფფასიანი კომერციული გადახრებისკენ ძალიან არ მომწონდა და მეშინოდა რო BB-ც მასე იზავდა, მაგრამ ეს არ მოხდა. (ჰოისე თესლა ელექტროს მცოდნეების წრეში ეს დუო ცნობილია როგორც BB და აქედან მოყოლებული მასე დავწერ ჰე ჰე..)
ალბუმი იწყება ალბომის სახელწოდების მქონე ტრეკით და თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ ბოროტი მეტალისტის სახე და წარმოსახვითი მიდი კონტროლერის knob-ები ატრიალოთ (მაგიდაზე მაგალითად) ან წარმოსახვითი სინთეზატორის კლავიშებს აჭიროთ მთელი ძალით და თავი აქნიოთ და თქვენს წინაშე არსებულ პუბლიკას მოუწოდოთ ცეკვისკენ. მე მასე ვშვები და თან BB-ს ვენომის მასკა მაქ რომელიც მეგობარმა გამიკეთა :E
შემდეგ მოდის ტრეკი Have No Mercy რომელიც 2024 წლის „ვპირიოდ გარდამარინის“ საუნდტრეკად გამოდგებოდა. რო მოუსმენთ მიხვდებით. ნუ ყოველშემთხვევაში მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. „ვპირიოდ გარდამარინი“ ხო იცით? სამი მუშკეტერის რუსული ვარიანტი ბავშვობაში ძაან მევასებოდა და ვთამაშობდი ჰოლმე რუსი დარტანიანის როლს.
ნუ არის ტრეკი Awesome რომელიც საკმაოდ კომერციულ ჰიპჰოპ პროდუქციას წარმოადგენს, მაგრამ BB-მ მაინც შემატა მას თავისი ყვერები, წაუსვა კარგად. ა ჰო და ეს ტრეკი იმით არი საინტერესო, რომ ამას რომ მოვუსმინე და მერე Dada Life-ის Let’s Get Bleeped Tonight-ის Tiestos რემიქსს, ძალიან გამეღიმა ოღონდ სარკასტულად. ცნობილი ტრანს დიჯეი BB-ს ბაძავს, ზუსტად ისევე პიტჩავს როგორც BB. და ამით ვხვდებით ჩემო მეგობრებო რომ ტრანსი მოკვდა, როცა ასეთი ცნობილი ტრანს დიჯეი ელექტროს ახალ მამავარვსკლავს მიბაძავს.
ამის მერე გრძელდება ყვერების მირტყმა ერთმანეთზე, წარმოსახვითი სინთეზატორის კლავიშების ლეწვა, მოწოდებები, თავის ქნევები, ტრეკამდე Second Streets Have No Name, რომელიც საკმაოდ მსუბუქია და საყვარელი, სინთეზირებული ვოკალით, ვისი ვოკალია არ ვიცი ოღონდ. ნუ ჰო ეს გავიარეთ და გრძელდება თავის და თითების რტყმა Tritonის სინთზე.
ყვერება Butterის მერე მოდის ტრეკი Warp 1.9, რომელმაც ალბათ ყველაზე მეტად იმოქმედა BBს პოპულარობაზე, ეს ტრეკი ცნობილ კალიფორნიელ დიჯეითან სტივ აოკისთან ჩაიწერა (მისი და დევონ აოკი ძალიან ლამაზია და საყვარელი და მსახიობია და სინ სითიში თამაშობს), ხოდა ეს ტრეკი და Warp 7.7 აზანზარებს ევროპის ყველა ტეჩნო ივენტს (რა თესლ თანამედროვე მუსიკალურ ტერმინებს ვხმარობ). ვარპ 7.7-მდე კიდე საკმაოდ საინტერესო საშობაო სიმღერაა Little Stars..
ამის მერე ყველაფერი კარგად არი ტრეკამდე Yeyo, რომელიც მე პირადად არ მომწონს. ბოლო ტრეკი გამიტყდა სახელწოდებით Come La, აქ იგრძნობა კომერციული crunck ტენდენცია რომელზეც გავამახვილე ყურადღება ზემოთ. მაგრამ ამას არ ვიმჩნევთ იმიტომ რომ ეს არაფერია სხვა ტრეკებთან შედარებით განსაკუთრებით ჩემ საყვარელ I Love The Bloody Beetrootsთან რომელიც თამამად შემილია ვუწოდო ჩემი ბოლო წელიწად ნახევარი ცხოვრების საუნდტრეკად, და მის შემდგომ მომდევნო ტრეკებსაც, როგორიცაა მაგალითად House # 84 და ტრეკი Mother რომელიც ყვერებიანი სენტიმენტალიზმის ნათელ ნიმუშსს წარმოადგენს
ჰოდა ეხა წამბილწეს და მომთხოვეს საბოლოო დასკვნის გაკეთება ხოდა საბოლოო დასკვნისთვის ამ ვიდეოს გამოვიყენებ სადაც ნათლად ჩანს BB-ს სიყვარული მუსიკისადმი და ლაივისადმი და თქვეთ თვითონ გადაწყვიტეთ ამ გრძნობას იზიარებთ თუ არა..

The Bloody Beetroots @ 7years CC Ghent 2009

MySpace

P.S. ამ რეცენზიაში სიტყვა „ყვერები“ და მისი ვარიაციების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

4 კომენტარი

  1. გიორგი მამადაშვილი ამბობს:

    მაგარი ხალხია, ესეთ პუბლიკაზე ყველა ქართველი DJ ოცნებობს, ხალხის ესეთი აყოლიება ძაან მაგარია :D

  2. დიტო ჩიქოვანი ამბობს:

    ნამდვილად რომ ყვერებიანი ელექტროა :D მშვენიერი ეპითეტია

  3. ყვერები არ ვიცი ბიძია, მე ამათ კარაგდ ვიცნობ და ზედმეტ პატივს ვცემ თუ ვინმე ამათ აქვე სადმე შემოგარენში გააძრობს, ისე გამიხარდება შეიძლება ჩემი ან ახლობლის ყვერები მოვიტანო!
    BLACK GLOVES____The Bloody Beetroots REM X!
    დაჰკარით დაფდაფებს, ჯერ ასე ძლიერად არავის უმგერიააააააააააააააა!!!

  4. the broken radio studio ამბობს:

    bob sir cornelius… rogorc jgufis wevri ise myavs x_^ … aagdet 25k euro da ertad chamovalt ^_x

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress