Boxset_front_artwork-300x300Artist: Medeski, Martin & Wood
Album: Radiolarians: The Evolutionary Set
Release Date: December 8, 2009
Label: Indirecto Records
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ნიუ-იორკელმა სამეულმა – Medeski, Martin & Wood-მა დასრულა ორ წლიანი მუშაობა ალბომების სერიაზე Radiolarians რისი კულმინაციაც არის Radiolarians: The Evolutionary Set. ის მასალა რომელიც ამ set-ში მოხვდა შექმნილია უშუალოდ ამ სერიისთვის: Radiolarians 1 (სექტემბერი 30, 2008), Radiolarians 2 (აპრილი 14, 2009), Radiolarians 3 (აგვისტო 4, 2009). ალბომის სახელი Radiolarians, რომელიც თბილ ოკეანურ წყლებში მობინადრე რთული ორგანული აგებულების მქონე ერთუჯრედიან ორგანიზმს აღნიშნავს,  მუსიკოსების მიერ სპეციალურად მუსიკის შექმნაზე მოძველებული შეხედულებების (მუსიკის შექმნა > ჩაწერა > გასტროლები) გასაქარწყლებლად იყო შერჩეული. ეს ფაქტი იმან განაპირობა, რომ John Medeski, Billy Martin და   Chris Wood გასტროლებიდან დაბრუნების შემდეგ იწყებდნენ ალბომის ჩაწერას და არა პირიქით. ჩემი აზრით ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან მუსიკოსი ალბომის ჩაწერამდე აანალიზებს კონცერტზე მისული მსმენელის ემოციებს და უკვე ამის შემდეგ წერს ახალი იდეებით გაჟღენთილ ალბომს. ეს ფაქტი ასევე უსვავს ხაზს მათ იმპროვიზაციის უსაზღვრო ტალანტს, ალბათ დამეთანხმებით, რამდენად რთულია წარუდგინო მსმენელს შენი მუსიკა როდესაც თვითონ მხოლოდ უშუალოდ დაკვრის პროცესში უსმენ მას.
ალბომზე საუბრისას დრამერი Billy Martin აღნიშნავს, რომ ჯგუფის სამივე წევრი დაინტერესებულია ოკეანოგრაფიით და წყალქვეშ მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების ბიოლოგიური აგებულებით, რამაც განაპირობა ალბომების გარეკანზე ჩარლზ დარვინის მიმდევარი გერმანელი ბიოლოგის Ernst Haeckel-ის ნახaტების გამოჩენა, რომლებზეც გამოსახულია ზემოთხსენებული მიკროორგანიზმები.
Radiolarians: The Evolutionary Set-ში  სამ ძირითადი ალბომთან ერთად თავმოყრილია სამი ახალი კომპოზიცია: “Incantation,” “Satan Part II”, “Clifton”. ვფიქრობ ასეთი მუსიკის ჟღერადობის შესახებ საუბარი შეუძლებელია, რადგან სიტყვებით ვერ აღწერ იმას რისი აღქმაც ყურს შეუძლია,როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა “writing about music is like dancing about architecture”, მაგრამ მაინც შევეცდები ზედაპირულად განვიხილო რჩეული კომპოზიციები, რომ ამ ალბომებიდან ერთ ერთი მაინც თქვენ პლეიერში აღმოჩნდეს და რადიკალურად შეცვალოს თქვენი წარმოდგენა თანამედროვე ჯაზზე(თუ ის ჯერ კიდევ არ შეცვლილა). ამ ნაკრებში შესული მუსიკა ასახავს ჯგუფის სწრაფვას სხვადასხვა მიმდინარეობებისადმი. გამოვარჩევდი “Chasen vs Suribachi” ექსპერიმენტალური დრამ პარტიებით, “Undone” რომელიც უთუოდ მოეწონებათ პოპ-როკის მსმენელებს, “Free Go Lily” რომელიც ტიპიური მედესკური (ასე ვეძახით მათ ქართველი ფანები) ფანკია მაგრამ განსხვავებული რიტმით რა თქმა უნდა და ასევე “Kota” კლასიკური მედიტაცია ასევე უამრავი სიახლით.
MMW-მ გადაწყვიტეს კრებულში შესულიყო ორი vinyl რომლებზეც 5-5 ავტორების მიერ შერჩეული კომპოზიციაა ამ სამი ალბომიდან, რითაც მსმენელს მისცეს საშუალება კონცერტის გარეშეც დაემყარემინა მათ მუსიკასტან “ფიზიკური” კონტაქტი მაღალხარისხიანი ჩანაწერების საშუალებით.
Evolutionary Set-ში მოხვდა ასევე Explorarians – გასტროლების დროს ჩაწერილი 8 კომპოზიცია რომელიც მთლიანობაში 70 წუთიანია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ამ ჯგუფის კონცერტების უმეტესი ნაწილი იმპროვიზირებულია და Remixolarians რომელშიც შესულია მათი 9 ტრეკის რემიქსი ისეთი DJ-ების შესრულებით როგორებიც არიან Dan The Automator, DJ Spooky, DJ Logic, DJ Olive და Scott Harding. და ბოლოს, ჩემი აზრით ამ კრებულის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა რომ იგი შეიცავს Billy Martin-ის მიერ ამ ჯგუფზე გადაღებულ ფილმს “Fly in a Bottle” რომელშიც ასახულია ჯგუფის განვითარების გზა, მათი დამოკიდებულება როგორც ერთმანეთისადმი, ასევე მუსიკისადმი რომელსაც ისინი ქმნიან 19 წლის განმავლობაში, “Amber Gris”-ის კლიპი, ეზოთერიული “Incant to Chantes Des Femmes” რომლის რეჟისორია Grey Gersten,
და კვლავ Billy Martin-ის ვიდეო ექსპერიმენტი “CW” რომელიშიც იგი გადმოგვცემს მისი თვალით დანახულ Chris Wood-სა და John Medeski-ს. ეს კრებული მათი შემოქმედების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და 100% ით ამართლებს თავის სახელს, მართლაც რომ ევოლუციურია.

mmw.net
Myspace

MMWDiner_main

კომენტარები

  • გიორგი მამადაშვილი

    ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა, ამიტომ მომწონს ეს ჯგუფი ყველაფერს თავისებურად აკეთებენ :) კონცერტიც ეგეთი იყო :)

  • სანდრო გვარჯალაძე

    ისე ჩვენში დარჩეს და ამ პროქტით რისი თქმა უნდოდათ არ მესმის. სრული მარაზმია, ერთი და იგივეს ღეჭვაა რამოდენიმე ალბომი და არანაირი შედეგი. არადა მანამდე მშვენიერი ალბომები ჰქონდათ, რატომღაც იფიქრეს 4 ცალი უფანტაზიო კრეტინობა რო მივაყოლოთ ერთმანეთს არაფერი დაშავდებაო o_O

    • ნიკა გელდიაშვილი

      ვერ დაგეთანხმები. ბევრი არაერთგვაროვანი და ექსპერიმენტალური ვეში მოვისმინე რადიოლარიანსიდან და ამათ კონცერტზე თუ იყავი მითუმეტეს არ უნდა გქონდეს ამ ალბომისადმი ეგეთი დამოკიდებულება. მოკლედ დადო ხალხმა მუსიკა და თქვა ვისაც მოგწონთ უსმინეთო, ცუდი არაფერი უქნია ამით მგონი.

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.