თანამედროვე პროგრესიული როკის ერთ-ერთმა გამოჩენილმა ჯგუფმა Coheed and Cambria-მ ახალი ალბომის სახელწოდება განაცხადა. ამერიკული ბენდის რიგით მეხუთე სტუდიურ ნამუშევარი “Year Of The Black Rainbow” იქნება . შეგახსენებთ, რომ ბენდმა ეს ალბომი 2009 წელს ჩაწერა, ხოლო მისი ოფიციალურად გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2010 წლის აპრილია. ჯგუფის წევრების განცხადებით ალბომს მოყვება ასევე 300+ გვერდიანი პროზაული ნოველა თვით ბენდის ისტორიის შესახებ. ასევე “Year Of The Black Rainbow” წარმოადგენს ფინალურ ისტორიას მიმდინარე კონცეპტუალური ამბავისა – “The Amory Wars”.


