Muzame - #2

ვისთვის როგორ, მაგრამ ქართველი მელომანებისთვის ეს კვირა ცხელზე უფრო ცხელი აღმოჩნდა. ბოლო 3-4 დღეა ინტერნეტ-სივრცის ტოპ-თემად საქართველოში ლეგენდარული როკ-ჯგუფის U2-ს დაგეგმილი ვიზიტი იქცა. ინფორმაცია ჩვენ ჯერ პრეზიდენტის გამოსვლიდან შევიტყეთ, ხოლო შემდეგ უკვე მისივე პრეს-სამსახურში გადავამოწმეთ. შესაბამისად, სწორედ მუზამე გახდა პირველი საიტი ინტერნეტ-სივრცეში ვინც ქართველ მაყურებელს ეს ცხელ-ცხელი ამბავი ამცნო და რამდენიმე საათში ყველა ქართული ფორუმი მოიარა ამ სასიხარულო ცნობამ. ჩვენდა გასაკვირად, იყვნენ ადამიანები ვინც გამოთქვა მოსაზრება, რომ U2-ს ამბავი მუზამე-ს გამოგონილია ჩვენივე რეიტინგის ასამაღლებლად. ასეთი “მოსაზრების” მქონე რამდენიმე ადამიანს ალბათ ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება თბილისში U2-ს ჩამოსვლასთან დაკავშირებით მუზამეს რეიტინგის ასაწევად სპეციალურად გააკეთა. სასაცილოა ხომ? ჩვენც გაგვეცინა, ეგ არაფერი. იაფფასიანი ხრიკების მოფიქრება პოპულარობისათვის ჩვენ არაფერში არ გვჭირდება. აი სამაგიეროდ, ჩვენი ავტორები მთელი კვირის განმავლობაში ვცდილობდით თქვენი უფრო და უფრო მზარდი ცნობისმოყვარეობის შევსებას თქვენთან ერთად საინტერესო მუსიკაზე საუბრით. ხოდა, ტრადიციულად გთავაზობთ მუზამეს კვირის გამოშვებას…


სიახლეები:

  • —->> ეს კვირა ბიონსეს და ჯგუფ Of Montreal-ის შესაძლო კოლაბორაციაზე საუბრით დავიწყეთ. საქმე ისაა, რომ პოპ-ვარსკვლავმა და ამ ამერიკულმა ჯგუფმა უეცრად “აღმოაჩინეს” რომ ერთნანეთთან დუეტის ჩაწერა სურთ. არავინ იცის შედგება თუ არა კოლაბორაცია, მაგრამ ფაქტია რომ Of Montreal-მა უკვე დაწერა ერთი სიმღერა ბიონსესთვის.
  • —->> სიუზან ბოილი ალბათ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა აიხდინოს ადამიანმა ერთი შეხედვით ყველაზე არარეალური ოცნებაც კი. 47 წლის საკმაოდ შეუხედავმა ქალბატონმა ბრიტანეთის პატარა სოფლიდან თავისი უნიკალური ხმის წყალობით არათუ კონკურს Britains Got Talet-ში მიაღწია წარმატებას, არამედ მისი სადებიუტო ალბომი ბრიტანეთის ჩარტებში უკვე ერთი კვირაა რაც #1 ადგილს არ თმობს
  • —->> სენსაციური ლაივის მომსწრენი გავხდებით ძალიან მალე. მუსიკალურ კონკურს X-Factory-ს ფინალურ კონცერტზე ტრიოში ერთად იმღერებენ პოლ მაკარტნი, ჯორჯ მაიკლი და Coldplay-ს ვოკალისტი კრის მარტინი
  • —->> როგორც გავიგეთ, Sigur Ros-ის სოლისტი ჯონსი 2010 წლის მარტისთვის ახალ სოლო ალბომს გამოუშვებს სახელწოდებით Go. ალბომზე მუშაობისას მან ცნობილ კომპოზიტორ ნიკო მალისთან (Bjork) ითანამშრომლა.
  • —->> ვიოლინოს განსაკუთრებული სიყვარულით ცნობილი მუსიკოსი მეტსახელად Final Fantasy ახალ ალბომს უშვებს. თუკი ალბომის პირველი სინგლის ჟღერადობას გავითვალისწინებთ, ნამუშევარი საკმაოდ დატვირთული იქნება ორკესტრული არანჟირებით.
  • —->> რას აღარ იგონებენ მუსიკოსები რომ დღითიდღე ცვალებად ტენდენციებს მუსიკალურ ინდუსტრიაში ფეხი აუწყონ. Smashing Pumpkins-მა გადაწყვიტა ახალი 44 სიმღერიანი პროექტი ნაწილ-ნაწილ გამოუშვას სრულიად უფასოდ. ჯგუფი თვეში 4 სიმღერას დადებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადმოსაწერად. თუ ოფიციალური საიტიდან გადმოწერა გეზარებათ, შეგიძლიათ პროექტის პირველი სინგლი Song For A Son ზედმეტი პროცედურების გარეშე პირდაპირ მუზამეს ფლეიერიდან მოისმინოთ. (დაკლიკეთ ეკრანის ქვემოთა-მარცხენა კუთხეში არსებულ ისარს)
  • —->> ამერიკული დუეტი She And Him ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. თუკი მათი პირველი ნამუშევრის Volume One-ის წარმატებას გავიხსენებთ, უნდა ვიმედოვნოთ რომ Volume Two არანაკლები იქნება.
  • —->> ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება ლეგენდარული Sonyc Youth-იც
  • —->> Camera Obscura-მ კი თავის მსმენელებს საშობაო საჩუქარი გაუკეთა ახალი სინგლით.
  • —->> თავის მკითხველებზე მუზამემაც იზრუნა და წინასაახალწლო განწყობისთვის საახალწლო მუსიკალური ნიუსები შემოგთავაზეთ. აბა, ხომ უნდა იცოდეთ რას მოუსმინოთ ახალი წლის დღეებში.

რეცენზიები:


პუბლიკაციები:

ამ კვირას ახალი ინტერვიუები არ შემოგვითავაზებია. ამ მხრივ მომდევნო კვირას გასიამოვნებთ და ბევრი თქვენგანის თხოვნას ავასრულებთ – გაგაცნობთ ინტერვიუს Me And My Monkey-სთან. სამაგიეროდ… სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ უკვე წაიკითხეთ ორი ძააააალიან საინტერესო პუბლიკაცია. და თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, არ გამოტოვოთ გიორგი მამადაშვილის “ჯონ ლენონის ლიტერატურული მოღვაწეობა”, სადაც გაეცნობით ამ უცნაური ადამიანის უცნაურ მინიატურებს თავისი ჩანახატებით. ჯაზის მოყვარულებს კი სანდრო გვარჯალაძემ უსახსოვრა რეცენზია/პუბლიკაცია ჯონ კოლტრეინის ალბომზე A Love Supreme. აუცილებლად გაეცანით ამ მასალას, თუ გაინტერესებთ როგორ იქმნებოდა 60-იანი წლების ნამდვილი ჯაზი ნიუ-ჯერსის “პატარა გაბოლილ კლუბებში სადაც ათასგვარი ნარკომანები და ჰომოსექსუალები იკრიბებოდნენ მაგარი მუსიკის მოსასმენად”


Free Download:

ტრადიციულად დიტო ჩიქოვანმა იზრუნა თქვენთვის მხოლოდდამხოლოდ ლეგალური უფასო მუსიკის მოწოდებისათვის. თუკი თქვენ უსმენთ ფსიქოდელიას, გოთიკურ მუსიკას, ემბიენთს, მინიმალ ტექნოს ან სულაც აფრიკულ მუსიკას, მაშინ იხილეთ Volume 2, ხოლო პოსტ-pანკის, IDM-ის, ექსპერიმენტული მუსიკის, გრანჟის და ელექტრონიკის მოყვარულებმა გადაქექეთ ჩვენი Volume 3. აუცილებლად აღმოაჩენთ ახალ და ძალიან საინტერესო მუსიკას.


MuZic Tee Vee:

დათო დათუნაშვილი თბილისის ქუჩებში ე.წ ურბანული ვიდეოების გადაღების ინიციატივით გამოვიდა. რატომაც არა? თან ჩვენც ყველანაირად შევეცდებით რომ ამ საქმეში დაგეხმაროთ და თანაც ეს უკვე ძალიან პოპულარული გახდა პარიზში, ამსტერდამში, ვენაში. სანამ იდეას აიტაცებდეთ და მოგვწერდეთ, მუზამეს თიი ვიი-ში უყურეთ ვენის ქუჩებში გადაღებულ Camera Obscura-ს ძალიან უცნაურ ვიდეოს


აი ესე ჩაიარა ამ ცხელმა მუსიკალურმა კვირამაც. U2-ს საქართველოში ვიზიტის შესახებ საბოლოო ინფორმაცია 15 დეკემბერს გაცხადდება პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მიერ და რათქმაუნდა მუზამესგან პირველები შეიტყობთ ამას. იქამდე კი მგონი კარგი იქნება თუ დათოს ურბანული ვიდეოების იდეაზე დაფიქრდებით. სურვილის შემთხვევაში რათქმაუნდა თქვენს გვერდით გვიგულეთ. ხო, და არ დაგავიწყდეს ჩვენთვის მოწერა: info@muzame.ge

კომენტარები

  • გიორგი მამადაშვილი

    საინტერესოა და სასიხარულო კვირა იყო, მაგრამ წინ უფრო დიდი კვირა გველის :)

  • სანდრო გვარჯალაძე

    სურათი მომწონს ძალიან. ვინ აკეთებს? ძაან მაგარია.

  • გიორგი მამადაშვილი

    ერთი კეთილი მეგობარი :)

  • ofos

    ნუ რა მეგობარი გვყავსსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!! ვამაყოობბბბბბბბ!!! ძაააააააააააააააააააააბ მაგარიაააააააააააა

  • არჩილას დახატუალია მართლა მაგრია

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.