Alex Scally და Victoria Legrand – ინტერვიუ Beach House-თან

8370151Beach House, ცნობილი ამერიკული Dream Pop დუეტი, წარმოშობით ბალტიმორიდან არის. მათი სადებიუტო ალბომი “Beach House” 2006 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჯგუფის პოპულარობა საგრძნობლად იზრდება. შარშან ჩაწერილმა მეორე ალბომმა, რომელსაც “Devotion” ჰქვია, ალექსს და ვიქტორიას უფრო მეტი წარმატება მოუტანა. MGMT-ისა და Grizzly Bear-ის წევრები მათ საყვარელ ჯგუფად სწორედ Beach House-ს ასახელებენ და საკმაოდ მეგობრული ურთიერთობაც აქვთ მათთან. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი 2010 წელს, კერძოდ 26 იანვარს, ახალ ალბომს უშვებს. მას სახელად “Teen Dream” ჰქვია და CD-სთან ერთად DVD-იც მოჰყვება. “Norway” – სადებიუტო სინგლი ალბომიდან უკვე უფასოდაც განთავსდა ჯგუფის ვებ-საიტზე.
ამ და სხვა მრავალ თემაზე სასაუბროდ გადავწყვიტეთ Beach House-სთან დაკავშირება და მოვახერხეთ კიდევაც. მართალია, მათგან ამომწურავი პასუხები ვერ მივიღეთ, მაგრამ მაინც საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. სხვა თუ არაფერი, ეს ხომ Beach House-ია !!

გამარჯობა Alex, გამარჯობა Victoria !!

Muzame: რომელ ქალაქში ხართ ამჟამად?

A: ლონდონში.

Muzame: თებერვალსა და მარტში დაგეგმილია თქვენი ტურნე ევროპის მასშტაბით. მანამდე დეკემბერშიც გაქვთ რამდენიმე კონცერტი ესპანეთში. მე მაინტერესებს იანვარში რა იქნება? რა იგეგმება “Teen Dream”-ის გამოსვლასთან ერთად?

A: ჩვენ გადაღებები გვექნება ბალტიმორში DVD-ისთვის, რომელიც დისკთან ერთად გამოვა.
V: ჩვეულებრივი შოუები, პრესა… წვეულებები რელიზის აღსანიშნავად. დივიდის ჩვენება რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის.

Muzame: ცნობილი გახდა, რომ “Teen Dream”-ს მოჰყვება DVD, რომელშიც ვიდეოები იქნება ახალი ალბომის ყველა სიმღერაზე. მოგვიყევით ამის შესახებ.

A: ჩვენ ამ ვიდეოებთან მხოლოდ კურატორის რანგში გვაქვს შეხება. არანაირი გავლენა არ მოგვიხდენია ვიდეოების შინაარსზე, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით იმით, რაც თითოეულმა არტისტმა გააკეთა ჩვენთვის.
V: ჩვენ ავარჩიეთ ათი სხვადასხვა შემსრულებელი და მივეცით თითო სიმღერა სრული კონტროლის უფლებით. საბოლოოდ მივიღეთ Beach House-ის ძალიან საინტერესო ვიზუალური ლექსიკონი.

Muzame: ამ ნაბიჯით მსმენელებს დისკის ყიდვისკენ მოუწოდებთ? ვინაიდან დისკის ყიდვის სურვილი ერთიორად გაიზრდება, როცა მსმენელს ეცოდინება, რომ CD-ის გარდა იქ სხვა რაღაცებსაც ნახავს.

A: წარმოდგენა არ გვაქვს, ვცდილობთ მსგავს რაღაცებზე არ ვიფიქროთ.

Muzame: საერთოდ რას ფიქრობთ დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე? დისკებზე, ვინილებზე, ალბომების ინტერნეტიდან გადმოწერაზე და ა.შ.

A: Major ლეიბლების უმრავლესობისთვის ალბათ ეს ცუდია, მაგრამ Independent სამყაროსთვის არა უშავს. მე მიყვარს ვინილი და ვფიქრობ გადმოწერაც მაგარია, ხელს უწყობს კარგი მუსიკის გავრცელებას.
V: ვინილი ყველაზე მაგარია!! ბევრად უკეთესი ხარისხი აქვს და სიდიზე უკეთესადაც გამოიყურება. Artwork-იც ვინილზე უფრო კარგადაა გამოხატული.

Muzame: ფინანსურ მოგებას ალბათ ძირითადად კონცერტებიდან ნახულობთ. სხვა წყაროებიდანაც გაქვთ შემოსავალი? იგივე დისკების გაყიდვიდან და ა.შ.

A: არა, ძირითადად ლაივ შოუებიდან, ასე უნდა გავაგრძელოთ, არ უნდა გავჩერდეთ !
V: ნეტავ მქონდეს რამე სხვა შემოსავალი, მაგრამ მე ნამდვილად ტურნეებზე და ჩანაწერების კეთებაზე ვარ დამოკიდებული.

Muzame: თქვენი პირველი ორი ალბომი Carpark Records-მა გამოუშვა, ახლა კი ლეიბლი გამოიცვალეთ. რატომ გადაწყვიტეთ Sub Pop-თან დაკავშირება?

A: ცვლილება ძირითადად გამოიწვია ჩვენი არტისტული ხედვების სრულყოფის მოთხოვნილებამ, Sub Pop-ს ძალიან უნდოდა დაგვხმარებოდა ამაში.
V: ყოველთვის ერთ ადგილზე ვერ გაჩერდები, ზრდა ბუნებრივი და სასარგებლოა.

BEACHHOUSE

Muzame: როგორი იყო “Teen Dream”-ის ჩაწერის პროცესი? თქვენ თვითონ როგორ აღწერდით ახალ ალბომს, რა არის მასში ახალი? რით განსხვავდება თუნდაც “Devotion”-ისგან?

A: ამ ჩანაწერისთვის ყველა სიმღერა მანამდე დავწერეთ, სანამ სტუდიაში დავიწყებდით მუშაობას. ჩვენთვის სტუდია იყო საშუალება იდეალურად ჩაგვეწერა თითოეული ხმა.
V: ეს ალბომი უფრო მეტად არის რეალიზებული ვიდრე სხვა დანარჩენები. ჩვენ გვქონდა უფრო ბევრი ფული და მეტი დრო. გვქონდა ორი ალბომის ჩაწერის გამოცდილება და მესამეში ძველი რაღაცების გამეორება აღარ გვინდოდა. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.

Muzame: Chris Coady-მ რა შემატა Beach House-ს? რატომ გადაწყვიტეთ, რომ მასთან უნდა გემუშავათ?

A: ის დიდი ხანია ბალტიმორში ცხოვრობს და კარგმა მეგობრებმა გაგვიწიეს მასზე რეკომენდაცია. ჩვენსავით გიჟია და არ დაგვჭირვებია იმაზე ღელვა, რომ არ შეგვეშინებინა.
V: ის გვიგებს და აქვს იუმორის გრძნობა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა. აი, კარგად ვუგებთ რა… ენერგია, კარგი სმენა, ნამდვილად ნიჭიერია.

Muzame: ახალი ალბომის ყდაზეც უნდა გკითხოთ, ვინ არის მისი ავტორი?

A: ეს ლაივ ფოტოა და ფერებია შეცვლილი.

Muzame: ბარემ აქვე კიდევ ერთი კითხვა ვიზუალურ გაფორმებასთან დაკავშირებით. beachhousemusic.net-ზე განთავსებული ‘background’ სურათები ვინ გააკეთა?

A: ეს ჩვენი ტანსაცმლის ფოტოებია, ახლო ფოკუსით.
V: ძველი ფოტოები ძველი ჩანაწერებიდან, ბზინები ძალიან კარგებია.

Muzame: თანამედროვე ჯგუფებიდან ვის უსმენთ?

A:Neon Indian, Phoenix, Washed Out, Grizzly Bear, Bachelorette, Dan Deacon.
V: Yup. Fever Ray, Bob Marley. ძალიან სახალისოა ამათი მოსმენა. ისე საინტერესოა, რამდენი განსნხვავებელი მუსიკალური სამყარო არსებობს დღესდღეობით, მხოლოდ ერთი მოსაბეზრებელი მოძრაობის ამარა არ ვართ.

Muzame: მაინტერესებს რას ფიქრობთ მთელ ამ პოპ-სამყაროზე, MTV Music Awards-ებზე, Lady Gaga, Beyonce, Kanie West-ებზე და ა.შ.

V:ისინი თავიანთი მიზნებისთვის არსებობენ. Beyonce მაგარია, Lady Gaga-ს სასაცილოდ აცვია ხოლმე. საერთოობის გარეშე მათდამი ინტერესი არ გექნებოდათ, ვგონებ.

Muzame: Toro Y Moi-მ გააკეთა თქვენი სიმღერის, “Master of None”-ის ქავერი, მოისმინეთ?

V: არა.

Muzame: ვიქტორიას ბიძა Michel Legrand შარშან იმყოფებოდა აქ, თბილისში და ოპერაში გამართა კონცერტი. თქვენც ხომ არ გაქვთ სურვილი ეწვიოთ საქართველოს?

V: რა თქმა უნდა.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ნახვამდის, წარმატებები
:)

Myspace

Twitter

Facebook

5 კომენტარი

  1. დიტო ჩიქოვანი ამბობს:

    მიუხედავად ყველაფრისა , მაინც ძალიან მიყვარხართ :)

  2. ofos ამბობს:

    :P მეც ძაან მიყვარს

  3. გიორგი კიკონიშვილი ამბობს:

    რა სიტყვაძუნწები არიან :) )

  4. ანა ამბობს:

    mainc ragac kargi emociebi moaqvt : d ufro iseti ai rogor vtqva am qveyniuri : d

  5. emmka,nata da ojaxi ამბობს:

    კარგი ბიჭია ალექსი ))

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress