Miike Snow

Miike SnowChristian Karlsson, Pontus Winnberg და Andrew Wyatt მათ გააერთიანეს თავიანთი დიდი მუსკალური გამოცდილება და შექმნეს ჯგუფი Miike Snow. Karlsson-სა და Winnberg-ის სახელები ერთი შეხედვით არაფრის მთქმელია, მაგრამ ისინი უკვე დიდი ხანია მოღვაწეობენ მუსიკალურ სამყაროში როგორც – Bloodshy & Avant.

ისინი მუშაობდნენ და წერდენ სიმღერებეს ცონიბილი პოპ შემსრულებლებისთვის (Madonna, Kylle Minogue, Britney Spears, Sugababes, Kelis და J-Lo). ძნელია იმის გადმოცემა თუ რას აკეთებენ როგორც Miike Snow. მათი მუსიკა არის მარტივი და მელოდიური.
მათი სადებუტო ალბომიდან Miike Snow, რომელსაც წინ უძღვოდა სინგლი “Animal”, ძნელია გამოყო რომელიმე სიმღერა. ალბომი შექმნილია როგორც ერთი მთლიანი ნაწარმოები, ნაწარმოები ერთგვარი დრამატული შინაარსით.

Miike Snow2

ალბომის პირველი სიმღერაა “Animal”, მელოდიური სიმღერა, რომელსაც თან ახლავს სასიამოვნო ხმა (მეტის თქმა საჭირო არც არის). მეორე სიმღერაა “Burial” ამ სიმღერაზე კი უკვე დარწმუნდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. “Black & Blue”-ზე ალბათ ამ ჯგუფს თქვენი რჩეული ჯგუფების სიას შემატებთ (ამ სიმღერას ძალიან საინტერესო ვიდეო აქვს, გირჩევთ ნახოთ).  ალბომი სრულდება სევდიანი “Faker”-ით.
ამ ალბომიდან შეიძლება ითქვას, რომ ბრიტნისა და მადონას უკან მდგარ, ნიჭიერ კომპოზიტორებს თავისი მუსიკის შექმნაც კარგად გამოდით, მართალია ჯერ მათსავით ცნობილები არ არიან, მაგრამ ალბათ მალე იქნებიან.

1 კომენტარი

  1. Toko ამბობს:

    song for noone ასწორებს ამ ჯგუფის….

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress