Devendra Banhart – What Will We Be

DevendraArtist: Devendra Banhart
Album: What Will We Be
Release Date: 27 October, 2009
Label: Warner Bros.
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

Devendra Banhart ამერიკელი ფსიქოდელ-ფოლკს მომღერალი და სიმღერების მწერალია. მისმა მშობლებმა გვარი Devendra ინდიელი მისტიკოსის საპატივსაცემოდ დაარქვეს, რომლის მიმდევრებიც იყვნენ. ბავშვობაში ერთმანეთს ცვლიდა საშიში ვენესუელა, ლოს ანჯელესი და მერე, როგორც უკვე მუსიკოსი, სან ფრანცისკოში იდგამს ფეხსხს, პარიზის კლუბებს აგემოვნებს და ამჯერად სან-ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესს შორის არჩევანს არ აკეთებს…

ბოლო ალბომი სულ რამდენიმე ხნის წინ გამოუშვა.

იმის გათვალისწინებით,რომ მუსიკოსის კარიერა, მხოლოდ 2002-ში დაიწყო, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საკმაოდ პროდუქტიულია. დღემდე 9 ალბომი აქვს გამოშვებული,და ასევე მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტებში,მათ შორის იოკო ონოსთან ერთადაც კი.

Devendra Banhartის არის New Weird America მოძრაობის  წევრი. New Weird America 1990-იანი წლებიდან დაწყებული მუსიკალური და პოპკულტურული  მოძრაობაა, ძირითადი კონცეფცია  ვეიდ- და  ფსიქოლოგიური ფოლკიდან ამოსვლაა. ტერმინი ერთ-ერთ შოტლანდიელ მუსიკალურ ჟურნალისტს ეკუთვნის და ბევრი ბენდი და მომღერალი(Six Organs Of Admittance, Espers, Animal Collective, Antony and the Johnsons…)რომელსაც მუსიკის კრიტიკოსები მიმდინარეობის წევრებად მოიაზრებენ,ხშირად უარს   ამბობს ამ  მიმდინარეობის წევრობაზე. . .

პირველად, როცა  Devendra Banhart- ზე გავიგე, ვიფიქრე, რომ ზოგჯერ შეიძლება სახელმა განაპირობოს, როგორი იქნები, შეიძლება მშობლების კულტმა შენი გარეგნობა და აქსესუარები ჩამოაყალიბოს და ზოგჯერ, ძალიან სასიამოვნოა რომ შენი საყვარელი ინდიელების კულტურა სადღაც კიდევ ცოცხალია…

და ის, რაც მერე ვიფიქრე, არის რომ საქართველოში მუსიკალური ჟურნალისტები ჯერ კიდევ საკმაოდ გასაზრდელები ვართ, ჩვენ ჯერ აშკარად არ  ვარქმევთ სახელს მუსიკალურ მიმდინარეობებს და მოძრაობებს, მით უმეტეს, არ ვათავსებთ იქ ბენდებს ჭკუის უკითხავად და ჩვენ აზრს სავარაუდოდ მარტო ჩვენ და კიდე რამდენი ადამიანი თუ ცნობს…

მერე ის რომ ვიფიქრე,რომ ქართველი მუსიკალური ჟურნალისტების “გასაზრდელობაში” ქართულ მუსიკალურ გარემოსაც აქვს თავისი ბრალი, მაგაზე  აღარ დავწერ, ჩემთვის ეგ სხვა თემაა…

http://www.myspace.com/devendrabanhart

5 კომენტარი

  1. DAVID DELLA ROCCO ამბობს:

    საინტერეოსო იყო, რამოდენიმე სიმღერას გავეცანი, აი ეხლაც უსმენ, ინტერვიიუბიც ვნახე. ვნახავ კიდე უფრო მეტს, დამაინტერესაააააააააააააააა

  2. chaotic ამბობს:

    მმმმ…

    გემრიელზე გემრიელი დევენდრა.
    სხვათა შორის მაგ მიმდევრობას, ანუ Freak Folk/Naturalismo-ს ძალიან ბევრი გაემიჯნა და ე.წ. Anti-Folk-ელები გახდნენ. მაგალიტად Regina Spektor. და რაღაც პოზიციისა და ოპოზიციის პრეტენზიულ გაბუტვებს ვხედავ ამ პროტესტში :D

  3. willis acid ამბობს:

    დევენდრა გვარი არ არი :E

  4. willis acid

    გავასწორე,მექანიკური იყო :P

  5. DAVID DELLA ROCCO ამბობს:

    ეხლა 18 დეკემბერს კონცერტი აქ მილანში

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress