She and Him ახალ ალბომს უშვებს

She and Himცნობილი ამერიკული დუეტი She and Him, რომლის წევრებიც არიან Zooey Deschanel და M. Ward, რიგით მეორე ალბომს უშვებს. მათი პირველი ალბომი “Volume One” 2008 წლის 18 მარტს გამოვიდა. ახალი ალბომის სახელზეც არ უფიქრიათ ბევრი და უბრალოდ “Volume Two” დაარქვეს. მეორე ალბომის ოფიციალური რელიზის დღეა 2010 წლის 23 მარტი, მასში შევა 13 სიმღერა და აქედან 2 ქოვერ ვერსიაა, NRBQ – “Ridin’ in My Car” და Skeeter Davis – “Gonna Get Along Without You Now”.

ზოის წარმატებული სამსახიობო კარიერის პარალელურად, ძალიან საინტერესო მუსიკალური კარიერა აქვს, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბოლო 2 ფილმში სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა გამოიყენეს მისივე შესრულებული სიმღერები (Yes man, 500 days of Summer).

ალბომის თრექლისტი:

01 – Thieves
02 – In The Sun
03 – Don’t Look Back
04 – Ridin’ In My Car (NRBQ Cover)
05 – Lingering Still
06 – Me And You
07 – Gonna Get Along Without You Now (Skeeter Davis Cover)
08 – Home
09 – I’m Gonna Make It Better
10 – Sing
11 – Over It Over Again

2 კომენტარი

  1. დიტო ჩიქოვანი ამბობს:

    იმედია პირველის ნაირი და დაჟე უკეთესიც იქნება
    მაგარი ალბომი გამოუვიდათ volume one

  2. ანა ამბობს:

    ლოვე

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress