Polvo – In Prism

Polvo - In PrismArtist: Polvo
Album: In Prism
Release Date: 8 September, 2009
Label: Merge Records
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

Polvo ერთ-ერთი გამორჩეული ბენდია ამერიკული ინდი-როკის სტაჟიანი წრიდან. მას დღეს მოიხსენიებენ ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიც არიან Slint, Sonic youth, Dinosaur Jr, Sebadoh, Fugazi და ბევრი სხვა. სწორედ იმ ბენდებთან, რომლებიც, ფაქტობრივად, ისტორიას ქმნიდნენ ამერიკული “ინდი” როკისა 80-90-ან წლებში.
ვიღაცისთვის შეიძლება რთული იყოს ამ ჯგუფების მუსიკის სტილისტურად დამსგავსება, მაგრამ საბოლოო ჯამში მასზე ფიქრის შემდეგ ერთ დასკვნამდე მიდიხარ, რომ მათი მუსიკას ერთი ფუძე აქვს, რომელიც დაახლოებით 25 წლის განმავლობაში ტრანსფორმირებდა და იკვრებოდა სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით. ეს არ იყო ერთ მომენტში გაჩენილი მრავალი განსხვავებული ბენდები. ისინი ერთმანეთზე და ერთმანეთის მუსიკაზე იყვნენ დამოკიდებულნი. 80-ნების დასაწყისში უკრავდნენ უმოწყალო ოლდსკულ ჰარდკორ პანკს, სწორხაზოვანსა და კონკრეტულს. შემდეგ იწყება ამ საუნდის ერთგვარი ექსპანსია და  პანკზე ექპერიმენტირება. ასე იღებს სათავეს”ნოიზ” პანკისა და “ნოიზ” როკის დაკვრა და რაც არ უნდა საოცარი იყოს ამის ფონზე იქმნენა სწორედ ჩვენი Polvo-ს და სხვა მის მსგავსი ჯგუფების ჟღერადობა, რომელსაც დღეს math-rock-ს ეძახიან – ძალიან დინამიური და ემოციური, “გატეხილი” დრამსექციები . ჩვენმა Polvo-მ კი 12 წლიანი პაუზის შემდეგ კი მეხუთე ალბომი გამოუშვა. ჩემი აზრით, საკმაოდ კარგიც . ალბათ, წლის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარ-ალბომი. In Prism დადაასტურებაა იმისა, რომ არაა აუციელებელი მაინცდამაინც ჟღერდე თანამედროვედ და კომპლექსურად. თუ კარგად აკეთებ იმას, რაც ადრე შესანიშნავად გამოგდიოდა. ჩემი რჩევა იქნება მოუსმინოთ Beggar’s Bowl-ს და მიხვდებით ვისთან გაქვთ საქმე.

Polvo – “Beggar’s Bowl”

Myspace

Polvo

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress