Yeasayer – ახალი სინგლი “Ambling Alp”

AmblingAlp2010 წლის 9 თებერვალს გამოვა Yeasayer-ის მეორე ალბომი “Odd Blood”, მანამდე კი ჯგუფი თავის მსმენელებს სინგლის სახით სთავაზობს “Ambling Alp”-ს, რომელიც შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ ბენდის ვებსაიტზე www.yeasayer.net

“Ambling Alp”-ს ჯგუფი ჯერ კიდევ შარშან ასრულებდა კონცერტებზე. საკმაოდ სწრაფი, ინდუსტრიული ტრეკია ცვალებადი ელექტრონული ჟღერადობით. ძალიან მაღალ დონეზეა გაკეთებული ვოკალზე აქცენტები გადასვლის დროს, სიმღერის შუა ნაწილში. საერთოდ Yeasayer ისეთი ჯგუფია პირველ მოსმენაზე გეგონება, რომ მაგარ გაუგებრობაში მოხვდი, მაგრამ მერე და მერე ითავისებ და სამომავლოდ შეიძლება შენი უსაყვარლესი ჯგუფიც გახდეს.
ალბომს რაც შეეხება, ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა მისი ჩაწერა ამ წლის განმავლობაში. ამ დროისათვის ჯგუფმა მასზე მუშაობა დაამთავრა. უკვე ცნობილია, რომ “Odd Blood” 10 სიმღერისგან შედგება, აი ესეც ტრეკლისტი:

01 “The Children”
02 “Ambling Alp”
03 “Madder Red”
04 “I Remember”
05 “O.N.E.”
06 “Love Me Girl”
07 “Rome”
08 “Strange Reunions”
09 “Mondegreen”
10 “Grizelda”

yeasayer-odd-blood-announcement

Myspace

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress