
ფოტოზე: U2-ს უზარმაზარი 360 გრადუსიანი სცენა
ჯერ შეისუნთქეთ, ღრმად შეისუნთქეთ ქართველო მელომანებო, და მერე ღრმად ამოისუნთქეთ და თავს უფლება მიეცით რომ სიხარულისგან ბოლო ხმაზე იყვიროთ.
MUZAME არის ერთ-ერთი პირველი საიტი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ვინც ქართველ მსმენელს ამას ექსკლუზიურად აუწყებს: დიახ, საახალწლოდ თბილისში კონცერტს გამართავს ლეგენდარული როკ-ჯგუფი U2. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა,მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. თავის მოხსენებაში ის საუბრობდა საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე და ამას მოაყოლა ისიც, რომ საახალწლოდ თბილისს ლეგენდარული U2 ეწვევა. ეხლა ისევ ჩაისუნთქეთ, და თანამედროვეობის უდიდესი როკ-ჯგუფის ლაივის სანახავად მოემზადეთ!
update (19:24, 9 დეკ.): როგორც ახლახანს პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა აცნობა Muzame-ს, U2-ს ჩამოყვანა ნამდილად დაგეგმილია, მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. ყველა დეტალი და საბოლოო გადაწყვეტილება სამშაბათს, 15 დეკემბერს გახდება ცნობილი და “მუზამე” მომენტალურად შეგატყობინებთ ყველა ინფორმაციას დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით.
update 2 (04:24, 10 დეკ.) დღესვე ცნობილი გახდა, რომ U2 არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც გამართავს კონცერტს. ბათუმის კონცერტი მოგვიანებით, 2010 წლის სექტემბრისთვის იგეგმება და ამ საკითხზე მოლაპარაკებებს კომპანია “ისთერნ პრომოუშენი” აწარმოებს.
update 3 (20:24, 15 დეკ.) რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ნათელი მოეფინა ჯგუფ U2-ს გარშემო თბილისში ატეხილ აურზაურს. დღეს ამასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი მოაწყო პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. გთავაზობთ მის კომენტარს: “მომავალ წელს რამდენიმე კლასიკური, პოპ, ჯაზ, რეპ და როკ ფესტივალია დაგეგმილი, ამ ყველეფრისათვის გამოყოფილია გარკვეული თანხა. მათ შორის, აჭარის მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკება ლეგენდარულ ჯგუფ “y2”- თან და ამ რანგის სხვა ცნობილ ჯგუფებთან, რომელთა ჩამოყვანის სურვილი არსებობს ზაფხულისთვის ”-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ”. (განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე
აღსანიშნავია რომ პრეზიდენტი ჯგუფ Y2-ს ჩამოყვანას გვპირდება. ეჭვიც არ გვეპარება რომ ადამიანმა, რომელმაც ვებ-გვერდზე ეს განცხადება ატვირთა, ჯგუფის დასახელება ან არ იცოდა, ან უბრალოდ შეეშალა. იმედია ჩვენი პრეზიდენტი ბათუმში ნამდვილად ლეგენდარულ ირლანდიურ როკ-ჯგუფს U2-ს გვპირდება, და არა უგანდის ტომთა ფოლკლორულ-ინსტრუმენტალურ კვარტეტს Y2-ს.
სამწუხაროა რომ ქვეყნის პრეზიდენტმა დააანონსა კონცერტი, რომელზე მოლაპარაკება არც კი ყოფილა. იმედია 2010 წლის ზაფხულში ბათუმში U2 ნამდვილად ჩამოვა.
ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს (www.muzame.ge) მითითება აუცილებელია!




მმ რატომღაც არ მჯერა.. და საქართველოს მთავრობა თუ გამოიყენებს იმ ფულს რომელიც უ2-ის ჩამოსაყვანად არი საჭირო, რომელიც როგორც ცნობილია ყველაზე ძვირადღირებული ლაივ ჯგუფია მსოფლიოში (ერთერთი ყველაზე თესლი კონცერტები აქვთ და შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ)ვაი მაგათ პატრონს, მარა თუ იზამენ ძაან გამიხარდება და წავალ და ვიხტუნებ ლოლ
მგონი იმ ასაკში არ ვართ და არც ისეთი საიტია “მუზამე” რომ რაღაცეები ვიტყუოთ ბავშვებივით
ინტერპრესნიუსზეც დაიდო რამდენიმე საათის წინ იგივე ინფო. დღევანდელ გამოსვლაში სააკაშვილმა თვითონ დააანონსა U2-ის საახალწლოდ ჩამოყვანა.
ლინკი იხილე აქ: http://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/119329.html&hd_line=1
გამო*ლევდა ეგ კაცი საბოლოოდ.
მაგას ვეღარც U2 უშველის.
და ვეღარც… რა ვიცი .
ძალიან ძალიან მაგარიაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა მიუხედავად იმისა რომ ნათელაშვილი ვარ გაიხაროს მიშიკომ :*
სასწაული ახალი წელი გვექნება
willis acid რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ ჯგუფს მგონი ეგ ტიტული ცოტა ხნის წინ Rolling Stones ქონდა.
პ.ს. მიშა მაგარია
და მაინტერესებს ფასიანი იქნება თუ ქუჩაში გაიმართება?
ეგ 100%ით არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ უფასო, როგორც სხვა მთავრობის მიერ მოწყობილი კონცერტები.
ვაუუუუ მაგარია ძაან
მერე მიუზიც ჩამოიყვანოს მიშამ რა მოხდება ჩემი ხათრით
ვაიიი
მართალია თუ ხუმრობთ?
მარა მგონი იმ ხალხისთვის ყოველ ახალ წელს წურწუმიას სიმღერებზე რო რესპუბლიკის მოედანზე ან მერიასთან იკრიბება, უ2 იქნება იქ თუ ვინ სულერთი იქნება,,
ვაიმე შოკში ვაარ….. აიიიიიი ემოციებს ვერ ვთოკავ ისე მიხარია
აუუუუ აი აი აიი აი აიიი…. !
ახლა კარგად წაიკითხეთ, რასაც დავწერ.
გასაგებია, რომ ჩვენი პიარისტი მერი/პრეზიდენტი და ა.შ. ყველაფრის გამკეთებლები არიან. მაგრამ მიმაჩნია, რომ კონცერტის მოწყობა შეუძლებელია. ვაიმე დედა იუთუ ჩამოდის და ეგეთები – ემოციები გასაგებია, მაგრამ ცოტა ხომ საიტებიც უნდა დაქექოთ და ლოგიკას მიჰყვეთ.
ოფიციალურად ტურის ეს ეტაპი (2009 წლის) უკვე დამთავრდა. ამჟამად ბენდი არსად არ მოგზაურობს თავისი გიგანტურზე გიგანტური სცენით. ჯერ მარტო მაგ სცენის გადაზიდვას სპეციალური კონცერტისათვის სპეციალური თანხები ესაჭიროება. უფრო იაფი ჯდება, როდესაც სადმე გვერდზე ქვეყანაში იმყოფება ჯგუფი. მომავალ წელს ტური იწყება ჩრდილოეთ ამერიკით. ევროპაში ბრუნდება აგვისტოდან. ყველაზე ახლო ვარიანტებია – 25 აგვისტო (მოსკოვი) და 6 სექტემბერი (თურქეთი). ეს ნიშნავს რომ ლოგიკურად (თუ ვსაუბრობთ ტექნიკის გადაზიდვის გამო ჩამოყვანაზე თავშეკავების შესახებ) მანამდე არ უნდა ჩამოიყვანონ (თუ საერთოდ აპირებენ). წინააღმდეგ შემთხვევაში, პრინციპში, არც არის უცნაური თუ ორმაგად დიდ თანხას დახარჯავენ სპეც.კონცერტისათვის. დღეში ერთი ასეთი სცენის დადგმა უჯდებათ 750,000. სცენა იყოფა ოთხ ნაწილად (ფეხად), საიდანაც ყოველი დაჯდა 20 მილიონ დოლარამდე. წონა არ ვიცი ზუსტად, რამხელა არის, მაგრამ ბუნებრივია, რომ U2-ს ჩაყვანა ამა თუ იმ ქვეყანაში არ არის იგივე, რაც მეფარიძის სიარული კლუბიდან კლუბში თავისი მინიდისკით.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვისურვებდი მათ კონცერტზე აღმოჩენას, არ მგონია, რომ ეს რეალური იყოს. პლუს პიარი უნდა დაიწყოს ახლავე, მაგრამ რაღაც არ იბერტყავენ ყურს.
U2-ს აქტიური მსმენელი ვიყავი ერთ დროს, და მათ კონცერტზე ეხლაც დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგარმ ის ფაქტი მიტეხავს მაგრად რომ ეს კონცერტი ამ დაქცეულ ქვეყანაში ფულის მოტეხვის კიდე ერთი ხერხია. იმნაშიც არ არის საქმე რო იმდენი დაიხარჯება ამ კონცერტზე რამდენიც რეალურად ჯდება (მიუხედავად იმისა რომ არც მაგას მივესალმები, როცა ქვეყანას დედა არ ყავს) რეაკურად ერტი 3-ჯერ მეტ ფულს გამოყოფენ ვიდრე საჭიროა, მოსატეხათ ხო უნდა დარჩეს? პიარი რო არ არის ეგეც გასაკვირი არაა, მაინც უფასო კონცერტი იქნება და მაინც თავსი მიზანს, მაყუთის მოღუნვას მიაღწევს და რატ უნდათ პიარი?
Mofo, ხო მაგაზე მეც ვიფიქრე და იმ აზრამდე მივედი, რომ თუ ჩამოვა U2 მაშინ დიდი შანსია, 360 გრადუსიანი სცენით არ ჩამოვიდეს და კონცერტს ცოტა სხვა სახე მიეცეს. რამდენად დაარღვევს ეგ U2-ს პოლიტიკას არ ვიცი მაგრამ ეგრე უფრო რეალურია. ხო რაც შეეხება წყაროს სიზუსტეს ესეთი განხადება მართლაც გააკეთა ჩვენმა პრეზიდენტმა!
ასე რომ პესიმიზმი გადავდოთ გვერძე და ოპტიმისტები გავხდეთ. მაინც ახალი წელი მოდის
კარგი ამბავია
ესეეგი დილამდე ვტაშფანდურობტ 31 ში :დ
Mofo,
გასაგებია რომ არარეალურად გეჩვენება ამხელა ჯგუფის თბილისში ჩამოყვანა, მაგრამ არის რამდენიმე არგუმეტი რითაც შენს ეჭვებს გავაბათილებთ:
1. თბილისში U2 რომ ჩამოდის ჭორად კი არ მოიგონა ვინმემ, არამედ ქვეყნის პრეზიდენტმა გვამცნო.
2. თბილისში ბრაიან ადამსიც იყო, სმოუქიც და შაკირაც, მაგრამ არცერთი მათგანის ოფიციალურ საიტზე ტურნეს გრაფიკში თბილისი არ იჯდა, რადგან ის კონცერტები იყო არა ოფიციალური ტურნეს ნაწილი, არამედ ე.წ One Off thing.
3. ბონო მსოფლიოში ცნობილია როგორც “მშვიდობის მტრედი” და ქველმოქმედი ადამიანი. ასე რომ გამორიცხული არაა სახელმწიფომ მხოლოდ კონცერტის ხარჯები იკისროს და ჯგუფმა ამ 1 კონცერტისთვის ჰონორარი არ მოითხოვოს და ახალ ომგადატანილ ქვეყანაში საქველმოქმედო სახის კონცერტი გამართოს. ისევე როგორც ბრაიან ადამსმა, რომელმაც გორში სკოლის მშენებლობისთვის აქეთ გადმორიცხა თანხა.
4. იმ პირობებში როცა ქვეყანას რამდენიმე მილიონი უჯდება შაკირა (რომელიც რეალურად მილიონად არც კი ღირს) არაა გასაკვირი რომ ვთქვათ 3-4-5 მილიონი დახარჯონ თბილისში მსოფლიოს #2 როკ-ჯგუფის ჩამოყვანაზე.
ერთადერთი რაც მინდა რომ არ მოხდეს, ესაა რომ არ მინდა 31-ში ღამეს გაიმართოს კონცერტი თავისუფლების მოედანზე მოწყობილ უბადრუკ სცენაზე…
U2-სნაირი ჯგუფი მინიმუმ დინამოზე ან იპოდრომზე უნდა გამოიყვანო თავიანთი უგრანდიოზულესი სცენით…
ბოშყო არ წავალ უფასო თუ იქნება :E
მე მკიდია ბესტებს ვუსმენ თუ ჩამოვა რომ ვიღრიალო
ისედაც მიყვარს ის ვეშები რასაც 360ზე უკრავდნენ
ხოდა მაშინ მერე ნუღა ვიწუწუნებთ რა ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობთ არავინ არ ჩამოყავთო.
როცა საქმე U2-სნაირ ჯგუფს ეხება, მემგონი საჭიროა მელომანური სნობიზმი ცოტა გვერდზე ჩავაჩოჩოთ და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკ-ჯგუფის ლაივით დავტკბეთ…
მართალ
ყველაზე მაგრად ის ტეხავს რო “პრეზიდენტმა თქვა” ნაღდად არ ნიშნავს რო ეგრე იქნება
დაველოდოთ და ვნახოთ რა გვენაღვლება
პრეზიდენტმა თქვა, რომ “იგეგმება თბილისში ჯგუფ U2-ის ჩამოყვანა”, ეს ინფორმაცია 1 სათის წინ დამიდასტურეს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში და მოაყოლეს ისიც, რომ მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა და ყველა დეტალი სამშაბათს, 15 დეკემბერს გაცხადდება…
ჰოო მე განთქმული ვარ ჩემი მუსიკალური სნობიზმით, ყველაზე სნობი მელომანი ვარ ყველა დაგიდასტურებს, თან ისეთი, ელიტარული სნობი დიახ. მუსიკას ვაჯდები და არავის არ ვუზიარებ იმიტომ რომ მერე სხვას რო ექნება უკვე ისეთი პონტია რა გაპაპსავებული. და არც იმაზე ვწუწუნებ რო არავინ არ ჩამოყავთ.
რატომღაც მგონია რომ ვერ ვისიამოვნებ უ2ის თბილისის უფასო ლაივით გარშემო არსებული აურის გამო, მაგრამ ესეც უნდა დავიკიდო ალბათ მაგრამ რასიზავ მე ხო სნობი ვარ და ვერ ვიკიდებ ეგეთ რაღაცეებს. ტელევიზორში ვუყურებ თან მაგარი თესლი სნობური ტელევიზორი მაქ ჰო. ნუ ისე თუ იქნება შეილება გავუარო ჰეჰე სნობურად
რავი თუ ჩამოვლენ აუცილებლად წავალ…
შენი აზრით, იმ 1.500.000 ადამიანიდან ვინც როლინგ სთოუნზის ერთ-ერთ უფასო კონცერტს დაესწრო 2005 წელს, რამდენი იქნებოდა არასოფლელი, “არაკაიბიჭი” და არაშარიანი??? რამდენი იქნებოდა ფხიზელ მდგომარეობაში და რამდენს ექნებოდა როლინგ სთოუნზი წესიერად მოსმენილი? ან საერთოდ რამდენს ეყვარებოდა როკ-მუსიკა??? შეიძლება 20%-საც კი არა… მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მელომანმა, რომელსაც გაგეგება მუსიკაში რაღაცეები, დადგე და იფიქრო წახვიდე თუ არა ისეთი გიგანტი ჯგუფის კონცერტზე როგორიცაა U2, თანაც საკუთარ ქალაქში.
ცალკე საკითხია ის, რომ მე პირადად ნებისმიერი ჯგუფის უფასო კონცერტს (ყველაზე კარგად ორგანიზებულსაც კი) 100 თავით მირჩევნია ფასიანი კონცერტი, რადგან პუბლიკა გაიფილტრება.
მაგრამ როცა თბილისში ცხოვრობ და (ბრაიან ადამსი და კოკერი რომ გამოვაკლოთ)არცერთი მსოფლიო მასშტაბის როკ-ჯგუფი არ გყავს ნანახი ლაივში, + ამას დღედაღამე “ასხავ” ქვეყანას, რა ბანძები ვართ არავინ ჩამოგვყავსო, თუ სნობი არ ხარ, არ იტყვი რომ U2-ზე არ წავალ იმიტომ რომ იქ სოფლელები იქნებიანო.
შენივე ნათქვამიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, თორე რათქმაუნდა მხოლოდ და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია კონცერზე იმის მიხედვით მიდიხარ ვისი კონცერტია, თუ როგორი პუბლიკა იქნება
ბიჯო რაგინდა?
არ ვასხავ ქვეყანას ამის გამო. ყლეზე მკიდია არავინ რო არ ჩამოყავთ იმიტორო არ მადარდებს ეგ საკითხი. და საიდან მოიტანე რო არცერთი მსოფლიო მაშტაბის ჯგუფი არ მყავს ნანახი? :E smashing pumpkins, franz ferdinand, soundgarden, faith no more, საკმაო მსოფლიო მაშტაბის ჯგუფებია. მე არ მისწორდება ეგეთი სიტუაციები და ვიძახი კიდევაც ვაჰ
ვეკუა თუ გიცნობს ნეტა, აუხდენელ ოცნებად დარჩა პეტონის და კამპანიის ლაივში ნახვა
რაც შეეხება იმას,რა გადარდებს და რა არა, ეგეც შენი საქმეა… მე პირადად ძალიან მადარდებს რომ თბილისში არცერთი ნორმალური ჯგუფი არ მინახავს ჯერ. ამიტომაა რომ მასას მუსიკალური გემოვნება 0-ს ქვემოთ აქვს, მინუსებში.
მეორე რეპლაი რათ არ არის?
კარგით ეგ იქით იყოს და მასის მუსიკალურ გემოვნებას არაფერი ეშველება სუ რო მკვდრეთით აღმსდგარი ჩაიკოვსკი კონცერტობდეს წმინდა გიორგის ძირში. კონცერტები ჩვენ გვინდა და კონცერტების ჩატარება მუსიკოსებისთვის უნდა იყოს პირველ რიგში საინტერესო. ეს ერთი, მერე კიდე კონცერტები ქალაქისთვისაც სასარგებლო იქნება – ჩვენ თუ მივდივართ სომხეთში ჯეთრო ტალის სანახავად (მე არ წავსულვარ მარა ხო ხვდებით რა…) ისინიც ჩამოვლენ აქ ბონოს სანახავად. და მესამე დიდი ჯგუფების კონცერტები, თუ ეს კონცერტები ტურის ნაწილი იქნება და არა მიშას ერექციით გამოწვეული, ცოტა აქაც გამოაცოცხლებს სიტუაციას
და კიდევ
დარბაზები არ გვაქვს ბლიად სად უნდა დაუკრან რო ჩამოვიდნენ, ეგ ყველაფერი მოსაწესრიგებელია
და ბოლოს
სერგის ვეთანხმები იმაში რო U2-ს უფასო კონცერტზე წასვლა თბილისში (და ალბათ ყველგანაც) მაგრად გატეხავს, იმიტორო ბანძი როჟებით გაიტენება იქაურობა, რომლებიც მუსიკის მოსასმენად კი არა დამატებით 3 ბოთლი გომის გამოსაცლელად მოვლენ იქ
სანდრო ეგეთი პოლიტიკა რომ იყოს და თბილიში ჩატარდეს ისეთი ფესტივალები, რომ მეზობელ ქვეყნებში მაინც იყოს პოპულარული მაშინ კიდე კაი სიტიაციაში ვიქნებით. Alter/Vision-ზე არაფერს ვამბობ, მაგას მაიში ვნახავთ (მთავარია ისევ Cynic Guru არ იყო ჰედლაინერი).
მასის გემოვნება ნებისმიერ ქვეყანაშია დაბალ დონეზე მაგიტომაც კეთდება მუსიკა მასისთვის, რომელიც ადვილად აღსაქმელია აქ კონცერტები არაფერ შუაშია. ჩემი მეგობარი მიუნხენში სწავლობს და მაგან მითხრა რო აქ უმეტესობა ისეთივე ყლეობებს უსმენს როგორც ჩვენთანო ასერომ..
სანდრო, მოდი ამ უფასო კონცერტებს შევეშვათ რა.
არამხოლოდ უფასოზე, არამედ ფასიანზე, და საკმაოდ ძვირიანზეც არის ეგეთი პუბლიკა და თან საკმაოდ ბევრი.
ჩემი მეგობარი ცხოვრობდა 10 წელი ბერლინში. ამ ხნის მანძილზე ნახა თითქმის ყველა ცნობილი არტისტი ნებისმიერი ჟანრიდან ვინც ბერლინში ჩავიდა: Rolling Stones, U2, Madonna, Deep Purple, Muse, Metallica და Dimmu Borgir-იც კი – ეს ყველა (ბორგირის გარდა) ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე. 60 თუ 70 000 მაყურებელი თითო კონცერტზე და მისგან ვიცი რა დომხალი ხდებოდა მაგალითად მეტალიკაზე, რა დღეში იყო ხალხი.
U2-ს კონცერტზე ცოტა ხნის წინ ნოუ-კამპის სტადიონზე ისეთი პუბლიკა იყო, რომ სტადიონის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით სტადიონის მინდვრის საფარი მთლიანად გამოცვალეს.
ქართველი პუბლიკის ყველაზე დიდ ნაკლად ის კი არ მიმაჩნია რომ ვთქვათ ვინმე სოფლელია (უაზრო სორტირებაა მაყურებლის კატეგორიების, მაგრამ მაინც), ან ვინმე დასალევად მიდის ან ვინმეს ოფლის სუნი ასდის, არამედ ის, რომ ჯგუფის აყოლა არ იციან. აი მაგ მხრივ ბრაიან ადამსთან სერიოზულად “ჩავისვარეთ”, ტიპი მარტივ მელოდიას ღიღინებდა და ხალხს ეუბნებოდა ამყევითო და სულ 20 კაცი ვღრიალებდით მგონი. ჯემიროქვაის წევრებმა კი after perty-ზე თქვეს ყველაზე უემოციო პუბლიკა იყო რაც კი გვინახავსო.ესეც იმიტომ რომ ბილეთი 400 ლარი ღირდა და მისი შეძენა მარტო ფინანსურად (და არა მუსიკალურად) გამართულმა ხალხმა მოახერხა და “ჯაან ეგეთები” ისხდნენ(!) სკამებზე.
იგივე მოხდა ჯო კოკერზეც, 65 წლის მუსიკოსი ბოლომდეიხარჯებოდა და ამ დროს მაყურებელი რაღაც ფსევდო-ინტელექტუალური სიფათებით წყნარად სკამზე დამსხდრები უყურებდნენ როკ-კონცერტს (ალბათ იმიტომ რომ რადგან ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში იყო ჩამოსული, ჯაზმენი ეგონათ)
აი ეგაა ქართველი მაყურებლის ყველაზე დიდი პრობლემა, სიმართლე თუ გაინტერესებს…
თორე თუ კაი სასტავი მოვიდა კონცერტზე, როგორმე ავიტანთ არყის და ოფლის სუნს. ან როკ-კონცერტი ალკოჰოლის გარკვეული დოზის და ადრენალინთან ერთად გამოყოფილი ოფლის გარეშე ვის უკვირს, ძალიან მაინტერესებს…
მირჩევნია ხალხმა მადონას უსმინოს, ვიდრე ეგრედწოდებული ქართული ეთნო-პოპის (ღმერთო რა საზიზღარი ტერმინია) “დედოფლად” აღიარებულ ნინო ჩხეიძეს, რომლის სიდი-დისკებიც იმხელა ტირაჟით იყიდება ქვეყანაში, რომ ერთ დისკს 7 ლარად ყიდის და მაინც მოგებაში რჩება…
ასე რომ, რაც უფრო ბევრი მსოფლიო დონის მუსიკოსი და შემსულებელი ჩამოვა საქართველოში, რაც მეტი ხალხი მივა მათ კონცერტებზე (ფასიან კონცერტს ვგულისხმობ), მით უფრო მეტად ჩაიძირებიან ქართველი არარაობები (ფსევდო-მუსიკოსებს ვგულისხმობ), მით უფრო მეტად განვითარდება ხალხის მუსიკალური გემოვნება და რაც მთავარია >> მით უფრო მეტად გამოჩნდება ის ქართული ჯგუფები თუ მუსიკოსები, რომლებიც ყველა თუ არა, რამდენიმე მათგანი ჩემი აზრით მსოფლიო დონის მუსიკას ქმნის…
აი ეგ უშველის ქართულ ჯგუფებსაც და ქართველ მსმენელსაც და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ თავის წვლილს შეიტანს ერის ინტელექტუალურ განვითარებაში. ეგ გვიშველის და არა იმის ძახილი რომ “აუ U2-ზე არ წავალ იქ ჩხოროწყუელებიც ჩამოვლენ” და.ა.შ. თორე არ მგონია ვინმეს ჩემზე მეტად აღიზიანებდეს ან “აქანე-იქანე” ან საბჭოთა ჭაობიდან ამოთრეული და ეხლა ისევ ჭაობში ჩაძირული ე.წ “ძველბიჭური მენტალიტეტი”… მაგრამ U2-ს ხათრით როგორმე ორივეს ავიტან… თუმცა აქვე ვიტყვი რომ პირველი ნამდვილად არაა დანაშაული(რა ქნას თუ ეგეთი კილო აქვს), განსხვავებით მეორესგან…
Alter Vision-ს მოვეშვათ, ეგ არ იყო საერთაშორისო ფესტივალი ეგ “ახალგაზრდა ბენდების” მხარდასაჭერი რაღაც იყო და Cynic Guru იმიტომ გვყავდა ჰედლაინერათ რო ხინკალი დაევასათ, ეს არის და ეს,
მაისის Open Air უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო რაღაც იყო (2009 წლის) და 2010შიც რაღაც მსგავსი იგეგმება ოღონდ მანდ უფრო საინტერესო ჯგუფებზე მიდის საუბარი. სხვათაშორის შარშანდელ ფესტივალს რა გამოხმაურება მოჰყვა არ ვიცი, მე თვითონ ვმუშაობდი მანდ და გარეთ რა ხდებოდა არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მაგ ფესტივალისთვის სხვა ქვეყნიდან არავინ ჩამოვიდოდა – ჯერ ერთი ბანძი ჯგუფები იყო და მერე კიდე სამ კვირაში დაიგეგმა. ახალს თუ უკეთესად დაგეგმავენ და გაპიარებასაც მოასწრებენ ვნახოთ რა გამოვა. ესეთი ფესტივალები სიტუაციას რამდენად დაძრავს არ ვიცი, იმიტომ, რომ ისევ და ისევ ხელოვნურად კეთდება. როცა უზარმაზარ სცენაზე უკრავს რაღაც საცოდავი ინგლისური ჯგუფი, რომელიც უბრალოდ პაბში დასაკრავად უნდა ჩამოდიოდეს – კონცერტი ხელოვნურად გახურებულია. როცა კონცერტი ორ კვირაში დაიგეგმა და ბენდს ტურშიც კი არ ეჯდა ეს ქვეყანა – კონცერტი ხელოვნურად დაგეგმილია. ყველაფერი ისევ და ისევ იქ მიდის, რომ მუსიკას კომერცია ჭირდება და სანამ მუსიკა თვითონ არ შექმნის საკუთარი თავისადმი როგორც კაი ბიზნესისადმი დამოკიდებულებას და შესაბამისად ინტერესს – მანამდე არაფერი შეიცვლება.
ნინო ჩხეიძეს რაც შეეხება (არ ვიცი ეგ ვინ არის, მაგრამ მისი სახით მსგავს ტიპებზე ვიმსჯელოთ) ეგ კატეგორიაც მუსიკას ვერ იყენებს, როგორც საარსებო წყაროს. ხელოვნური პროექტებია სტეფანე და სამი გოგოსთანა ჯგუფები, რომლებსაც ისევ მთავრობა კვებავს, როგორც პრიმიტიული სანახაობის ნაწილს.
და სხვები – რომლებიც მანდედან ვერ იკვებებიან სხვა პონტში ჩალიჩობენ და მუსიკა ისევ მეორე პლანზეა.
კარგი პროექტები თითებზეა ჩამოსათვლელი – პაპარაცი, ლექს-სენი, ჩარკვიანი. აი ესეთი დიდი პოპულარობის მქონე ტიპები თუ დაძრავენ საერთო სიტუაციას და თქვენ თუ გინდათ რო ტუსია ბერიძეს ერმა უსმინოს (ან თუნდაც მე და ჩემ მაიმუნს) ვერ მოგართვით.
ხო და სხვა ჯგუფების აქ ჩამოსვლას რაც შეეხება (ტიპები ვროდე დიფ ფაიფალი, ჯეთრო ტალი და ერევანში მგზავრობის სხვა მიზეზები) მაგათ უბრალოდ კარგი სცენა და საკმარისი გაყიდული ბილეთები უნდა დაახვედროთ
ხო და საერთოდ დაანებეთ თავი ამ პოსტში ამხელა კომენტარების წერას
აი რა მაგარი პოსტი მაქვს http://muzame.ge/2009/12/09/john-coltrane-a-love-supreme-45/
ვინმემ წაიკითხა? ))))
სანდრო საუბრის თემას ძალიან გავცდით… ლექსსენი არაფრის დამძვრელი აღარაა, სანამ ღლონტმა აპიარა, იქამდე გაქაჩა. როგორც კი თავი დაანება ღლონტმა, მომენტალურად უკუსვლა დაიწყო მისმა პოპულარობამ.
ეგაა ადამიანი რომელმაც თავის დროზე 15 000 ბილეთი გაყიდა სპორტის სასახლეში. ლელა წურწუმიამ – 18 000. დღეს კი მაგ ორიდან ვერცერთი 1000 ბილეთსაც ვეღარ გაყიდის…
და ამ თემაში შევეშვათ ქართულ მუსიკას რა, თუ გინდა ცალკე გააკეთე პუბლიკაცია მაგ თემაზე… ან ვაფშე, გავაკეთოთ მუზამეს ავტორებმა პუბლიკაცია ქართულ მუსიკაზე და ყ ველამ დავდოთ. საინტერესო იქნება მკითხველისთვის სხვადასხვა ავტორების განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა, და ჩვენთვისაც…
აქ კი U2-ს თემაა.
მიშა მაგარიააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!! ეხლაც ვჟრიალებ…..:D……უკვე კარვებზე ვჩალიჩობ …. ერთი კვირით ადრე დავდგები თუ საჭიროა…….:D
აუუ რა მაგარიიიააააააა!….! ვაიმეეეეეეეეეეეეეე…
:D .. მე მჯერა პრეზიდენტის !!!!
:**
აუ ახალ წლამდე 20 დღე დარჩა და 15 ში თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას მაშინ ჩემ ფეხებს მოასწრებენ
ეი,ხალხნო სულ დაშტერდით???????????? უბრალოდ გაიხარეთ და დატკბით იმ მომენტით, როცა u2 იქნება აქ. ნუ ატრაკებთ და შეირგეთ.
თბილიში ჯერ u2 ზე დიდი როკ ჯგუფი არ ყოფილა და ამიტომ ესეთ დროს იმაზე ლაპარაკი სოფლელები იქნებიანო და გოიმებიო არ ღირს რადგან უნდა ავიტანოთ ეს თუ გვინდა რომ u2 ლივეს დავესწროთ , და იქნებ ვეღირსოთ ოდესმე იმას რომ ერევნიდან იაროს ხალხმა აქ თორემ უკვე ერევანში ტაქსაობას დავიწყებ მალე იმდენჯერ მიწევს წასვლა რომ , uriah heep ზე ერევანში ვიყავი წასული და ხომ შეიძლებოდა თუ სომხეთში ჩავიდა აქაც ჩამოეყვანათ ? ხოო კიდევ მარტში იან გილანი 2 კონცერტს მართავს ერევანში და 25 მაისს კი deep purple მართავს კონცერტს ერევანში და ამით რამდენ ტურისტს იზიდავენ აზრზე ხართ ? ეგ ჩვენთან რატომ არ შეიძლება ვერ ვხდები . . მარტო საქართველოდან deep purple ზე მინიმუმ 500 კაცი მივდივართ ცალკე ირანიდანაც ჩადიან და იგივე აქაც ხომ შეიძლება ? ამას რატომ ვერ ხვდებიან..
ხოო იმის აღნიშვნა დამავიწყდა u2 ზე დიდი როკ ჯგუფები თბილიში ნამყოფია მაგრამ ეს მაშინ როდესაც მე დაბადებულიც არ ვიყავი
19 ის ვარ ეხლა და იან გილანი და nazareth კი 90 იან წლებში იყვნენ.. მაშინ უფრო კარგი ორგანიზატორები გვყოლია..
რავი ვნახოთ 15 დეკემბერს გვეტყვიან ჩამოვლენ თუ არა
მე მგონია კი
ნაზარეთის გულაობა პოსტ-სსრკ-ში ახალი ამბავი არ არის. სსრკ-ს დროსაც ბევრს დადიოდნენ აქ.
დიფ ფარფლი არ იყოო ?
)))
ჰა რა ხდება ?! დავიღალე ლოდინით
ხო რა დაწერეთ რა ვინმე თუ იცით რამე ინფო ამის შესახებბბ
აუ ისე, როცა ,,მშვიდობის ელჩობას” იბრალებ. .. ომგადატანილი ქვეყნის პრეზიდენტის შემოთავაზებაზე უარი რატომ უნდა თქვა?. . ეტყობა იმიტო გაჭიანირდა პასუხის დადება. ..მაგარი რეჯექთი მოგვცეს ბონომ და ედჯმა. ..
ავტორო სადაა დაპირებული შეტყობინება ?
აუუუ მართლა ვიღაც Y2 არ ჩამოგვიყვანონა მარა არამგონია იმიტომ რომ პრეზიდენტმაა თქვა ვიღაცა გამვლელმა ხო არა! იმედიაა მართლა ვნახავთ ბათუმში U2-ს!!!
აკი ვამბობდი მიშა სანდო კაცი არ არის მეთქი
))))))))))))))))
ფუ ამის, მიშას ნდობა შეიძლება? ეტყობა გაიმარიაჟა ლატვის პრეზიდენტთან. . ნაგავ კაცა.. .