
ფოტოზე: U2-ს უზარმაზარი 360 გრადუსიანი სცენა
ჯერ შეისუნთქეთ, ღრმად შეისუნთქეთ ქართველო მელომანებო, და მერე ღრმად ამოისუნთქეთ და თავს უფლება მიეცით რომ სიხარულისგან ბოლო ხმაზე იყვიროთ.
MUZAME არის ერთ-ერთი პირველი საიტი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ვინც ქართველ მსმენელს ამას ექსკლუზიურად აუწყებს: დიახ, საახალწლოდ თბილისში კონცერტს გამართავს ლეგენდარული როკ-ჯგუფი U2. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა,მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. თავის მოხსენებაში ის საუბრობდა საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე და ამას მოაყოლა ისიც, რომ საახალწლოდ თბილისს ლეგენდარული U2 ეწვევა. ეხლა ისევ ჩაისუნთქეთ, და თანამედროვეობის უდიდესი როკ-ჯგუფის ლაივის სანახავად მოემზადეთ!
update (19:24, 9 დეკ.): როგორც ახლახანს პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა აცნობა Muzame-ს, U2-ს ჩამოყვანა ნამდილად დაგეგმილია, მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. ყველა დეტალი და საბოლოო გადაწყვეტილება სამშაბათს, 15 დეკემბერს გახდება ცნობილი და “მუზამე” მომენტალურად შეგატყობინებთ ყველა ინფორმაციას დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით.
update 2 (04:24, 10 დეკ.) დღესვე ცნობილი გახდა, რომ U2 არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც გამართავს კონცერტს. ბათუმის კონცერტი მოგვიანებით, 2010 წლის სექტემბრისთვის იგეგმება და ამ საკითხზე მოლაპარაკებებს კომპანია “ისთერნ პრომოუშენი” აწარმოებს.
update 3 (20:24, 15 დეკ.) რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ნათელი მოეფინა ჯგუფ U2-ს გარშემო თბილისში ატეხილ აურზაურს. დღეს ამასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი მოაწყო პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. გთავაზობთ მის კომენტარს: “მომავალ წელს რამდენიმე კლასიკური, პოპ, ჯაზ, რეპ და როკ ფესტივალია დაგეგმილი, ამ ყველეფრისათვის გამოყოფილია გარკვეული თანხა. მათ შორის, აჭარის მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკება ლეგენდარულ ჯგუფ “y2”- თან და ამ რანგის სხვა ცნობილ ჯგუფებთან, რომელთა ჩამოყვანის სურვილი არსებობს ზაფხულისთვის ”-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ”. (განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე
აღსანიშნავია რომ პრეზიდენტი ჯგუფ Y2-ს ჩამოყვანას გვპირდება. ეჭვიც არ გვეპარება რომ ადამიანმა, რომელმაც ვებ-გვერდზე ეს განცხადება ატვირთა, ჯგუფის დასახელება ან არ იცოდა, ან უბრალოდ შეეშალა. იმედია ჩვენი პრეზიდენტი ბათუმში ნამდვილად ლეგენდარულ ირლანდიურ როკ-ჯგუფს U2-ს გვპირდება, და არა უგანდის ტომთა ფოლკლორულ-ინსტრუმენტალურ კვარტეტს Y2-ს.
სამწუხაროა რომ ქვეყნის პრეზიდენტმა დააანონსა კონცერტი, რომელზე მოლაპარაკება არც კი ყოფილა. იმედია 2010 წლის ზაფხულში ბათუმში U2 ნამდვილად ჩამოვა.
ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს (www.muzame.ge) მითითება აუცილებელია!



ჰა, რას ვამბობდი? მაგის გიგანტურ სცენას რა ჩამოიტანდა აქ, გაგანია დასვენება აქვთ აღებული.
ფუ … პრეზიდენტი რო ეგეთი აფერისტი იქნება ! ვაFშე რას თქვა ტყუილა დამაიმდედა ფუ !!!!!!!!!!!!!!
რომ მოიტყუა ეგ ჯერ კიდევ არაფერი, ჩვენ იმაზე ვიფიქროთ რომ მართლა Y2 არ ჩამოიყვანონ (რივერდანსელებივით)
))))))))))))))
აუ რა თან ყველგან გაბაზრებული როაა
((( აუ რა *ლრა
http://www.finchannel.com/Main_News/Geo/54166_Tbilisi_Expecting_U2%E2%80%99s_Live_Performance_/
დღეს აქ ვნახე კიდე ფუი
ისევ დაპირებები
მთავარია ზაფხულში მაინც ჩამოვიდნენ და წესიერი ჯგუფების და ფესტივალების სანახავად, საქართველოს გარეთ არ მოგვიწიოს წასვლა
მუჰაჰაჰაჰჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰჰაა ვაიმეეეეეეე ცუდათ ვარრრრრ სიცილისაააააგანნნნნნნნნნნნნნნ გადავყირავდიიიიიიიიიიიიი აღარ შემიძლიაააა ეგრეც ვიცოდიიიიიიიიიიიიიიიიი !!!!!
2-3 დღის წინ ფორუმზე ერთი ტიპი ღადაობდა ალბათ რამე სხვა ჯგუფია და ან Y2 ქვია ან U3-იო… და პრეზიდენტის საიტზე “ჯგუფი Y2″ რომ წავიკითხე ინფარქტმა მხია რამის
)))))))
ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ X( უკვე საშვზე ვჩალიჩობდიიი : ))))
ახლა თქვეს რეალტვ-ზე, რომ ჩალიჩობენ კარერასზე და U2-ზე ბათუმში.
ეგრეც ვიცოდი რო სიაბანდი იყო~!~!! და ზაფხულში კიდე რა იქნება არავინ არ იცის კიდე!!!
U2-ს მთელი ტურნე დაგეგმილი აქვს და იქ არც ბათუმი და არც თბილისი არ წერია! . . . .
ეგ არ არის პრობლემა. ასე უფრო ადვილია კონცერტების ჩასმა. თავად მინახავს, რომ ჰქონიათ დიდი ხნის დაგეგმილი ტური, მაგრამ ჩამოსულან (ტურის გრაფიკშიც შესწორებები ყოფილა) – Simply Red, ბრაიან ადამსი, მაგალითად. მით უმეტეს, რომ თეორიულად, ჩამოყვანა მაგ დროს შესაძლებელი იქნება –
25 August, 2010, Moscow
3 September, 2010, Athens
6 September, 2010 , Istanbul
ანუ თუ ჩამოიყვანენ, ან მოსკოვის ან ათენის მერე ან სტამბულის მერე.
მაგარია, ისე სვინგლი რამ დაგარქმევინა ჰაჰა
Y2ს ოფიციალური tour dates
http://www.u2.com/tour/
ეგ კი მაგრამ ტურნეს დროს კონცერტის ჩასმა ბევრად ადვილია ვიდრე მაშინ როცა ტურნე უკვე დასრულებულია და ჯგუფი საშობაოდ ისვენებს
ასე რომ ზაფხულში ჩამოყვანა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს თუ მოინდომეს.