John Coltrane – A Love Supreme 45

A Love Supreme - John Coltrane - Descontexto

45 წლის წინ, 1964 წლის 9 დეკემბერს დაახლოებით საღამოს 7 საათზე ჯონ კოლტრეინმა თავისი Chevy რუდი ვან გელდერის ხმისჩამწერ სტუდიასთან გააჩერა ნიუ ჯერსიში, იმ საღამოს მას A Love Supreme უნდა ჩაეწერა.

ყველაფერი მაშინ პატარა გაბოლილ კლუბებში ხდებოდა სადაც ათასგვარი ნარკომანები და პიდარასტები იკრიბებოდნენ მაგარი მუსიკის მოსასმენად. ბოპმა ჯაზი მასებს მოსწყვიტა, ის აღარ სვინგავდა. It don’t mean a thing if it ain’t got that swing შემობრუნდა სრულიად საპირისპირო It don’t mean a thing if it’s got that swing-ად გადაიქცა. კომერციულმა ჯაზმა საკუთარი თავი ამოწურა, ჩარლი პარკერის შემდეგ ჯაზში უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო და ჯაზიც გაუჩერებლივ წინ მიიწევდა ავანგარდისკენ. ხალხში აღარც იყო უკვე დრო და ადგილი ჯაზისთვის. ამერიკის ყველა რასის გოგო ორგაზმს ბითლების სიმღერებზე კივილში განიცდიდა, დამპალი ბიტნიკების გამოზრდილი დამპალი ჰიპები ნელ-ნელა  ბუქების ძირას ჩნდებოდნენ. ასეთ სამყაროში ამერიკული ჯაზი თანდათანობით საკუთარ თავში იკეტებოდა და აღარ იყო საჭირო ლამაზი პიჯაკი გცმოდა ან სცენიდან თვალისმომჭრელი ღიმილით დაგებრმავებინა ყველა – უკვე შეგეძლო ნარკოტიკებისგან უზომოდ მთვრალს საკუთარი თავი ინსტრუმენტთან გაგეერთიანებინა და მუსიკაზე წამოწოლილიყავი. ათიოდე მსმენელი, რომელიც აყროლებულ კლუბში იჯდა მუსიკოსივით მთვრალი იყო და მასსავით უყვარდა ჯაზი. ამ ხალხისთვის ჯეკ კერაუკის ლექსები ყოველდღიურობის ნაწილი იყო, ცხოვრებას ყველანაირი აზრი დაკარგული ჰქონდა და ნიჰილიზმი მათში უმაღლეს დონეს აღწევდა. ბოპი მელოდიებს შლიდა და ავსებდა მათ ახალი ნოტებით, უცვლიდა ტემპს, განყობას, ფორმას, ფერს და ამ გაუგებარ დაშლილ მუსიკას ესროდა მსმენელს. გაბოლილი კლუბის გარეთ ხალხში მძვინვარება ძლიერდებოდა, მალე ის პიკსაც მიაღწევს, სოციალური პრობლემები აუტანელი ხდება, ამერიკული დემოკრატია სახეს კარგავს და ცვლილებებს ითხოვს. სამყარო სრულ საგიჟეთადაა გადაქცეული – ქუჩაში პრეზიდენტებს კლავენ.

ამ საგიჟეთში იწყებს ჯონ კოლტრეინი მუშაობას. coltraneის თვითონაც გიჟივით მუშაობდა და ალბომებს ერთმანეთის მიყოლებით წერდა თან ისე, რომ ახალი დისკი წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებული იყო, კოლტრეინი ყოველთვის რაღაც ახლის ძიებაში აფართოებდა მუსიკის ფარგლებს. მსმენელს ასეთი დამოკიდებულება ხშირად გაკვირვებულს ტოვებს, მსმენელი ხომ მუსიკოსისგან დაჭერილი მიმართულების გაგრძელებას ითხოვს ყოველთვის – თუ შენ უკრავ სვინგს დაუკარი სვინგი, არ მჭირდება მე შენგან ავანგარდი ან თუნდაც ბოპი, არ მოვისმენ შენგან ბოპს, არ მაინტერესებს. თვითონაც ნარკოტიკების მომხმარებელი კოლტრეინი უკრავდა მათთვის ვინც მას გაუგებდა. ხშირად მისი კონცერტიდან გამოსულ მსმენელებს არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება რჩებოდათ, მაგრამ ის, რომ მათ წინაშე დიდი მუსიკოსი იდგა ეს უდავო იყო. როცა მაილსს უსმენ ყველაფერი მკაფიოდ გესმის და ზუსტად, მელოდია ნაზი და მკრთალია მაგრამ ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს – რამოდენიმე ნოტში დახატული, შესაბამისად იმპროვიზაციაც მელოდიას ასევე ზუსტად ავსებს; როცა კოლტრეინს უსმენთ მელოდია დეტალებით შევსებულია, დაჩეხილია და იმპროვიზაცია ფერებითაა სავსე. მისი მოსმენა რთულია,  მაგრამ კოლტრეინის იმპროვიზაცია დიდი მოგზაურობაა. კოლტრეინის სოლოები რთული, დამაფიქრებელი, დასაფიქრებელი, და გაუგებარია, მაგრამ ამავდროულად ეს მუსიკოსის გულწრფელი ხმაა. ის ყოველთვის ჩაფიქრებული და კონცენტრირებულია თითქოს ცდილობს რაღაც გაიგოს დაკვრით, ამოხსნას რაღაც ამოცნაა, რომელიც მხოლოდ მისთვისაა ცნობილი. თავისი მუსკით კოლტრეინი ცდილობს შეიცნოს სამყარო, ღმერთი და საკუთარი თავი.

KindOfBlueBW4საკუთარი თავის და იდეების გააზრებისათვის კოლტრეინი განმარტოებაში იკეტება. 1964 წლის ზაფხულის ბოლოს კოლტრეინი დიდხანს იყო ჩაკეტილი სახლში, სახლშიც კი არა თავის ოთახში, საიდანაც იშვიათად გამოდიოდა; მუშაობდა ალბომზე და ურთიერთობა თითქმის არავისთან ჰქონია. ამ პერიოდში ის ანებებს თავს ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, იწყებს რაღაც ახლის ძიებას. რელიგიის და ღმერთის შეცნობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კოლტრეინისთვის, მისი მუსიკა სავსეა სულიერი განცდით.

9 დეკემბერს სტუდიაში კვარტეტმა (John Coltrane tenor saxaphone, McCoy Tyner piano, Jimmy Garrison bass, Elvin Jones drums) ერთ სესიაში ჩაწერა მთელი ალბომი. მუსიკა, რომელიც კოლტრეინს უკვე მზად ჰქონდა უბრალოდ გადმოსატანი იყო ინსტრუმენტზე და ჩანაწერზე. ალბომის თემებს ის უკვე დიდი ხანია ცოცხლად ამუშავებდა ბენდთან ერთად. მუსიკოსის თქმით A Love Supreme არის მოკრძალებული საჩუქარი ღმერთს. როგორც არ უნდა მიუდგეთ  – ეს ალბომი არის ჯაზის სულიერი ცენტრი. ეს არც ბლუზია, არც სვინგი, არც ბოპი, არც cool; A Love Supreme მთლიანი კონცეპტია, გააზრებული ნამუშევარი და არა ემოციაზე დაყრდნობილი იმპროვიზაცია. როგორც წესი ჯაზისტი გესვრის თავის ემოციას და თავის განცდას, შემდეგ ეს ყველაფერი შენში უნდა გარდატყდეს, შენიდანვე გამომდინარე შენთვის მისაღები ფორმა მიიღოს – თავისუფლად შეგიძლია მოწოდებულ ემოციას რაღაც საკუთარი დაამატო და სუბიექტურ განცდაში გაახვიო და უკვე ასეთად გაიაზრო ეს მუსიკა. კოლტრეინი ასეთი არ არის, კოლტრეინი თავის აზრს და ხედვას გაძლევს და ითხოვს, რომ შენ მისგან ეს აზრი მიიღო ისეთად როგორადაც მოგაწოდეს, შენ უნდა გაიაზრო ის რასაც აკეთებს კოლტრეინი, გაიზარო კოლტრეინი და მხოლოდ მაშინ გაიგებ თუ რა გაუგებრობაში ხარ, რას უსმენ საერთოდ. ეს შეკითხვა ხშირად ჩნდება – რას ვუსმენ საერთოდ? ამ მუსიკას მიდგომა სჭირდება, სწორი განათება. თუ საჭორიო წერტილს ვერ იპოვი ალბომი უაზროოდ ჩაიჩხრიალებს დინამიკებში.

კოლტრეინი ავანგარდულ ტილოებს ქმნის მუსიკაში, პიკასოა ჯაზში. მისი ნამუშევრები და იმპროვიზაციები ხშირად უზარმაზარ გერნიკას გავს, რომლის აღქმა მხოლოდ მთლიანობაში შეიძლება.

A Love Supreme ძიების შედეგია, ახალი აღმოჩენაა მუსიკოსისთვის და ამავდროულად სიხარული ამ აღმოჩენისგან. ოთხი ნაწილისგან შემდგარი ალბომი მთლიანობაში ერთ პიესას წარმოადგენს. ეს ბედნიერების, სიხარულის მუსიკაა, რელიგიური სულისკვეთებით შთაგონებული „საჩუქარი ღმერთს“.

კი კოლტრეინი რთულია და კოლტრეინი გასააზრებელი და არა საგრძნობია, მაგრამ ამავდროულად კოლტრეინი გულწრფელი და მარტივია. ყველაფერს რაც მან მიიღო გაძლევს შენ და შემდეგ აგრძელებს გზას ახლის ძიებისკენ. თავის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მუსიკოსი ამბობს რომ ყველა რელიგია ჭეშმარიტია, ანუ ყველგან არის ღმერთი. A Love Supreme იყო ამ მოგზაურობის დასაწყისი, A Love Supreme იყო რაღაც ახალი ჯაზში.

აი აქ მივედი იმ წერტილზე სადაც უნდა აღვწერო ალბომი, მისი ოთხი კომპოზიცია, მუსიკალური წყობა, დიდხანს ვწერო ვინ სად და რომელ სოლოს უკრავს და როგორ ეხმარება სხვა მუსიკოსს დაკვრაში და შემდეგ ვაკეთო აღფრთოვანებული დასკვნები, რომ აი თურმე ეს არის ჯაზი, მუსიკა, რომელშიც რამოდენიმე ადამიანის ინდივიდუალური ემოცია ერთ დიდ ტალღაში ერთიანდება და ეს მუსიკა თოვლის ფიფქივით ბუნებრივია. მადლობთ არ მინდა. დროა ისევ საერთო ხედს დავუბრუნდე.

აი რა მოხდა:

“A Love Supreme reached out and influenced those people who were into peace, hippies and people like that”. Miles Davis

ამ დისკს 45 წლის შემდეგად შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს მსმენელზე.

2 კომენტარი

  1. ნინუცა ამბობს:

    სანდრო, კარგი ბიჭი ხარ :)

  2. სანდრო გვარჯალაძე ამბობს:

    ვიცი

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress