არის ასეთი კანადელი მუსიკოსი Owen Pallett, რომელიც Final Fantasy-ის სახელით მოღვაწეობს. უკრავს ბევრ ინსტრუმენტზე, მაგრამ მისი მუსიკა ძირითადად ვიოლინოსთან ასოცირდება. “Violindie” – აი ასეთი ტერმინიც კი მოიგონეს მისი შემოქმედების აღწერისას. ახლახანს გაირკვა, რომ ოუენი ახალ, რიგით მესამე ალბომს უშვებს. ალბომს სახელად “Heartland” ჰქვია და ოფიციალურად 18 იანვარს გამოვა. მასში მოვისმენთ 12 სიმღერას, მსუყე ორკესტრული არანჟირებებით. ალბომამდე გამოვა სინგლი “Lewis Takes Action”, რომელიც უფასოდ გავრცელდა Final Fantasy-ს ლეიბლზე Domino Records .
Heartland tracklist:
1. Midnight Directives
2. Keep The Dog Quiet
3. Mount Alpentine
4. Red Sun No. 5
5. Lewis Takes Action
6. The Great Elsewhere
7. Oh Heartland, Up Yours!
8. Lewis Takes Off His Shirt
9. Flare Gun
10. E Is For Estranged
11. Tryst With Mephistopheles
12. What Do You Think Will Happen Now?



