წინა კვირაში შემოგთავაზეთ ვიდეო, რომელიც ეხებოდა პროექტს “Amsterdam Acoustics”. ამჯერად კიდევ ერთი მსგავსი იდეის შესახებ გეტყვით. They Shoot Music – Don’t They – ეს არის პროექტი, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში ტარდება. აქაც იგივე იდეაა, სხვადასხვა ცნობილი არტისტები, ვენის ქუჩებში და განსხვავებულ ადგილებში უკრავენ. Camera Obscura-ც, ცნობილი შოტლანდური ბენდი, ამ არტისტების სიაში მოხვდა. ვიდეო გადაღებულია ამა წლის 10 ოქტომბერს.
საერთოდ ამ ურბან-ვიდეობს საფუძველი La Blogotheque-მა დაუდო blogotheque.net . ძალიან მარტივი და ადვილად განსახორციელებელი იდეაა. თან უკვე ბევრ ქალაქში კეთდება, პარიზი, ამსტერდამი, ვენა…
თბილისი? რატომაც არა…
თუ თქვენც გაგიჩნდათ რამე იდეა ამასთან დაკავშირებით, მაგალითად ერთი-ორი კამერა თუ გაქვთ სახლში, მიკროფონებიც გადასაყრელად გაქვთ და თუ ვიდეოს გადაღება-დამონტაჟება თქვენი სტიქიაა, მოგვწერეთ და გავაკეთოთ საქმე ერთად




რა მაგარი ხმა აქ ამ ქალს
ძალიან მევასება :s